"მივმართავ ტრაქტორისტ გულშემატკივრებს... გადახვნაზე ისევ ფიქრობთ?!" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ტელეარხ "სილკ უნივერსალის" ეთერში ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

"მოიგო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2 მატჩი, თანაც შესუსტებული შემადგენლობით და იმ მოთამაშეებით, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობენ.

ისეთ მატჩებში გავიმარჯვეთ, სადაც არ გვჭირდებოდა არაფერი. ჩვენთან ხომ ყოველთვის მარცხის მიზეზს ეძებენ... მაგალითად, არ გვყავდა მოთამაშეები, პანდემია იყო და ა.შ... ახლა კალათბურთელებთან ყველაფერი ეს იყო, მაგრამ იგებენ.

თან მოვიგეთ, იცი, როგორ? ისე კი არ მოხდა, რომ ლიდერებს ჩავებღაუჭოთ და მათ იმედზე ვიყოთ, ყველამ თავ-თავისი საქმე გააკეთა.

ეს ნიშნავს იმას,
რომ უკვე გუნდი გვყავს. რა ითამაშა გიორგი შერმადინმა, ბრწყინვალე იყო და მე ასეთი ცენტრი ევროპაში თითზე ჩამოსათვლელი მეგულება.

ბრავო ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს. მართლაც მისგან ბრწყინვალე კალათბურთელი გამოვიდა და სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ გიო ასეთ დონეზე თამაშობს.

მე ვარ ამის მომსწრე და ბატონმა ჯამლეტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ბიჭი ვარსკვლავად ექცია.

მადლობა ჩვენს მეგობარს, ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს, რომელიც საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.

ეს ილიას ზუროსიც კარგი მწვრთნელია რა... არ მინდა სხვა სპორტზე გადავიდე და რომელიღაც მწვრთნელებს შევადარო, მაგრამ აგერ, ხომ უყურებთ, გამოვიდა ეს ზივზივაძე და კიდევ გაიტანა...

ის არ ეძახდა ვიღაცებს... ეროვნულ ჩემპიონატშიც ვერ ჩავახედეთ კარგი. აგერ, კაცი ზუროსი მოვიდა, ეროვნული ჩემპიონატიდან ბიჭები მოიყვანა და ესროდნენ 8 მეტრიდან და 3-ქულიანებს კალათში სვამდნენ.

ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი ნაკრები სწორედ კალათბურთში გვყავს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ასეა.

მორაგბეებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, სხვა სპორტებშიც, მაგრამ დღეს ალბათ საუკეთესოები კალათბურთში ვართ.

რომელი გუნდი გამოვა ახლა და იტყვის, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მოვუგოთო?!

ტრაქტორისტ გულშემატკივრებს მივმართავ, რომლებსაც ფეხბურთში წაგების მერე ერთი სული აქვთ, რომ მინდორი და ველები გადახნან...

მათ შეუძლიათ წყნარად იყვნენ, რადგან სპორტი, რომ არ შეგვეძლოს, ვერც კალათბურთში და რაგბიში ვერ ვივარგებდით", - თქვა სალუქვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ნეტავ ფეხბურთელმა მარადაშვილმაც ასევე წარმატებით ითამაშოს ჩვენს ნაკრებში,როგორც თოკო თამაშობს! კი არაა ცსკა სასიამოვნო გუნდი მაგრამ,ჩვენ ჩვენი საქმისთვის უნდა გამოვიყენოთ ეს ამბავი!
gabo
01 დეკემბერი 2020 15:28
6
ცალკე მადლობა ბოისას. მაგარი სამსახური აქვს. მთელი თამაში დავაი ბიჭებოს ღრიალებს ცარიელ დარბაზში. ))))))) ლევან, რას ეწევი ბიჯო, რა ტრაქტორისტები, რის წყალქვეშა ავიაცია.))) რა მიხვედრა უნდა რომ ულიდერებოდ კალათბურთში და ფეხბურთში გუნდები ვერ მოიგებენ. განა სხვები არ ითამაშებენ ჯიგრით, უბრალოდ კლასი არ ეყოფათ.
Leonidas
01 დეკემბერი 2020 15:25
4
ბევრს ხომ არ იღებ თავზე?
ss
01 დეკემბერი 2020 15:24
5
აი ასეთი კრიტიკა არსებობს საქართველოში. სწორედ ამიტომაა, რომ არაფერი გამოდის ფეხბურთში. შენ ნურავის ნუ მიმართავ ბიძიკო, მიმართე შენ საქმეს და სისულელეებს ნუ ბოდიალობ.
გადასარევი გიორგი
01 დეკემბერი 2020 15:22
8
მინდა მჯეროდეს, რომ მართლა მაგრები არიან მაგრამ რეალობასაც ხომ უნდა გავუსწოროთ თვალი, როგორც ჩვენ არ გვჭირდება ქულები სატურნირო თვალსაზრისით, ისე არცერთ მეტოქეს არ ეთვლება ჩვენთან აღებული ქულები. ასე რომ უმოტივაციოდ გვეთამაშებიან და ზედმეტ ენერგიას არ ხარჯავენ ჩვენთან თამაშში, თან შენგელიაა გასაპრავებელი საქართველოსთვის და წითელარმიელები ფულს არ დაზოგავენ ამაში, მითუმეტეს უადვილესია ასეთი თამაშების ყიდვა, როდესაც მეტოქეს არ სჭირდება შენთან მოგება და მხოლოდ ვარჯიშობს!
მართლა მოსაგებად რომ გვეთამაშებოდნენ, სამწუხაროდ რეალობაც სხვა იქნებოდა
ლევანი
01 დეკემბერი 2020 15:20
22
არაფერი სჩანს ამ კომენტარში პატრიოტიზმის, სპორტის სიყვარულის ან ცოდნის და საერთოდ - პოზიტიურის სურვილის ქართული სპორტის მისამართით.
ამიტომ ჩემგან დიდი დისლაიქი
საქართველოს ნაკრების ფანი
02 დეკემბერი 2020 20:16
0
Მსოფლიო სპორტის გაზეთს აღარ იკეცავ გულის ჯიბეში ლევანიკო?! Ტტაკი დააყენე და კუდის წიცინს შეეშვი, როცა კრიტიკაა საჭირო მაშინ გამოდი და გააკრიტიკე ვინც გასაკრიტიკებელია! Ჩვეულებრივი ტოტალიზატორის ბომჟი ხარ შენ ბიძიკო და თითების ქნევით ნუ გველაპარაკები გულშემატკივრებს, ის ვინც გადახვნას ითხოვდა პირდაპირი მნიშვნელობით არ გულისხმობდა და გამგები გაიგებდა ამ ხალხის გულისწყრომას!!! Სამწუხაროა შენნაირი ვითომ ჟურნალისტები რომ ასხედან სატელევიზიო ეთერებს!!! Უცოდინრების ბალამუტია!!! (((
გურია
01 დეკემბერი 2020 15:08
8
ამ ნაკრებს დაამატეთ ბითაძე, მამუკელაშვილი, ანდრონიკაშვილი, სანაძე, ბურჯანაძე, ცინცაძე, ბერიშვილი - შვიდი მოთამაშე - ეს ცალკე მეორე გუნდია.
რაგბიში სამივე თამაშს ვუყურე - ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან. თანდათან მოუმატეს, გაიზარდნენ თამაშიდან თამაშამდე და ყველაზე კარგად ბოლო თამაში ითამაშეს - არ მგონია, ირლანდია უელსზე სუსტი იყოს. ანუ, ჩემი აზრით ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ახალგაზრდა ასაკისაა და თუ დერეფანში შემოგდებას გავაუმჯობესებთ და შერკინებაში ძველებურ ძლიერებას აღვიდგენთ, უკეთესი შედეგები გვექნება.
ფეხბურთში ნაკრებმა ჩემი აზრით წარმატებას მიაღწია - ფინალურ შესარჩევ თამაშში გავიდა. მაკედონიას ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარეშეც მოუგებდნენ, მაგრამ კარიერის საუკეთესო თამაში უნდა ეთამაშა თითოეულს. არ გამოვიდა, არ გაგვიმარლა, მაგრამ ვაისს მადლობა ეკუთვნის იმიტომ, რომ გუნდი ჩამოაყალიბა. მარტო ვერც გიორგი და ვერც ხვიჩა ვერ მოიგებს თამაშს, თუ გუნდი არ თამაშობს. მომავალს იმედით ვუყურებ, იმიტომ რომ კარგი თაობა მოდის - ვინც ახალგაზრდულში კარგი და დაძაბული თამაშები ითამაშა. მამელუქებიც გვყავს საინტერესო და თუ მათი შემოერთება მოხდება, სერიოზულ გამარჯვებებსაც მივაღწევთ.
ძიუდოს ახალგაზრდულმა და უფროსთა ნაკრებებმა კარგი შედეგები დადეს - ბევრი მედალი მოიპოვეს და ქებას იმსახურებენ ქართველი ხალხისგან.
წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!
არჩი
01 დეკემბერი 2020 15:06
9
ცინცაძე არა რა....ან სათადარიგოზე
დათო
01 დეკემბერი 2020 15:21
2
ეს მე მგონი აცდენილია დროს. მოძველბიჭო ელემენტი
ქომაგი 1
01 დეკემბერი 2020 14:59
13
იმბეცილია ტიპი. არანაირი ლოგიკური აზროვნება არ გააჩნია. რა შუაშია ტრაქტორისტი ან რა შუაშია ფეხბურთით უკმაყოფილო გულშემატკივარი კალათბურთთა. წადი რა მეტადონი დალიე
Superman
01 დეკემბერი 2020 14:50
8
გაუშვით მერე ეგ ხუხაშვილი და მოამზადოს რაგბის ნაკრები 2 აუტი მაინც მოიგონ შედეგები ექნებათ.
ddgfdf
01 დეკემბერი 2020 14:34
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული