რუსული მედია თორნიკე შენგელიას საქართველოს ნაკრებში თამაშმა და წარმატებამ გააღიზიანა

AutoSharing Option
როდესაც თორნიკე შენგელია ცსკა-ში გადავიდა, კონტრაქტში სპეციალური პუნქტი შეატანინა, რომლის მიხედვით, საქართველოს ნაკრების მატჩებზე აუცილებლად უნდა გაუშვან. ჩვენს ეროვნულ გუნდს, როგორც მომავალი ტურნირის მასპინძელს, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს, თუმცა ისე კარგად ასპარეზობს, ამას ისედაც უპრობლემოდ მოახერხებდა. რუსებს კი ჯერ საგზური არ მოუპოვებიათ და გაღიზიანებას ვერ მალავენ.
"სოვეტსკი სპორტმა" ამასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა.

რატომ უშვებენ შენგელიას ნაკრებში, ცსკა-ს რუს მოთამაშეებს კი არა?

"რვა ჯგუფში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩები დასრულდა. 24 მონაწილიდან 11 უკვე ცნობილია, მათ შორის კი რუსეთი
ჯერ არ არის. დარჩენილი 13 ფინალისტი მომავალი წლის 19-22 თებერვალს გაირკვევა - ისევ "ბაბლის" იზოლირებულ სისტემაში.

ქართული პარადოქსი

26 ნოემბერს შენგელიამ მოსკოვში ცსკა-ს რიგებში "რეალთან" 28 წუთი ითამაშა და 15 ქულა ჩააგდო. 28-ში მან ფინეთის ქალაქ ესპოოში თავის გუნდს 19 ქულა მოუტანა, ორი დღის შემდეგ კი იქვე - 17. 4 დეკემბერს ის თავისი გუნდის შემადგენლობაში უთუოდ ითამაშებს რუსეთის დედაქალაქში "ოლიმპიაკოსთან". ისმის კითხვა, რატომ უშვებს ცსკა შენგელიას ქართულ გუნდში, ხოლო კურბანოვს, ბოლომბოის და უხოვს ჩვენს ნაკრებში - არა?

აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით სააგენტო "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ: "რამდენადაც ვიცი, შენგელია ხელშეკრულების გაფორმების წინ ცსკა-ს მოელაპარაკა, რომ ნაკრებში გაუშვებდნენ. შესაძლოა, რუსი კალათბურთელებისთვის ამ გამოცდილების გათვალისწინებას აზრი ჰქონდეს".

იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ შესარჩევი ციკლის გამარტივებული სისტემა ევროპირველობაზე რუსეთს ევროლიგის კალათბურთელების გარეშე მოხვედრის საშუალებას მისცემს. ბოლო-ბოლო, უკანასკნელ ადგილს, ალბათ, არ დავიკავებთ. თუმცა, ქართველებს ეს შესარჩევი ციკლი საერთოდ არ სჭირდებათ, ვინაიდან უკვე კარგა ხანია ევრო 2022-ზე არიან. შენგელია კი მაინც მიემგზავრება და თამაშობს ნაკრებში".

მკითხველის კომენტარები / 39 /
სად დაინახეთ გაღიზიანება?პირიქით,გამოცდილების რუს კალათბურთელებზე გამოყენებასაც კი თხოულობენ.წესით, ეს,ყველა კალათბურთელმა უნდა მოითხოვოს.
სოსო
20:02 02-12-2020
3
ეს თქვენი სანაქებო ევროპელები საერთოდ არ უშვებდნენ ნაკრებში ჩვენს ლიდერებს... დაგავიწყდათ უკვე? ქართველებს ძალიან მოკლე მეხსიერება დაგვჩემდა ამ ბოლო დროს. თუმცა, სააკიანცის საზიზღარი ქმედებები რომ ერს დაავიწყდება, კალათბურთი იქ რაღა მოსატანია
გია
20:05 02-12-2020
57
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული