რუსული მედია თორნიკე შენგელიას საქართველოს ნაკრებში თამაშმა და წარმატებამ გააღიზიანა

AutoSharing Option
როდესაც თორნიკე შენგელია ცსკა-ში გადავიდა, კონტრაქტში სპეციალური პუნქტი შეატანინა, რომლის მიხედვით, საქართველოს ნაკრების მატჩებზე აუცილებლად უნდა გაუშვან. ჩვენს ეროვნულ გუნდს, როგორც მომავალი ტურნირის მასპინძელს, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს, თუმცა ისე კარგად ასპარეზობს, ამას ისედაც უპრობლემოდ მოახერხებდა. რუსებს კი ჯერ საგზური არ მოუპოვებიათ და გაღიზიანებას ვერ მალავენ.
"სოვეტსკი სპორტმა" ამასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა.

რატომ უშვებენ შენგელიას ნაკრებში, ცსკა-ს რუს მოთამაშეებს კი არა?

"რვა ჯგუფში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩები დასრულდა. 24 მონაწილიდან 11 უკვე ცნობილია, მათ შორის კი რუსეთი
ჯერ არ არის. დარჩენილი 13 ფინალისტი მომავალი წლის 19-22 თებერვალს გაირკვევა - ისევ "ბაბლის" იზოლირებულ სისტემაში.

ქართული პარადოქსი

26 ნოემბერს შენგელიამ მოსკოვში ცსკა-ს რიგებში "რეალთან" 28 წუთი ითამაშა და 15 ქულა ჩააგდო. 28-ში მან ფინეთის ქალაქ ესპოოში თავის გუნდს 19 ქულა მოუტანა, ორი დღის შემდეგ კი იქვე - 17. 4 დეკემბერს ის თავისი გუნდის შემადგენლობაში უთუოდ ითამაშებს რუსეთის დედაქალაქში "ოლიმპიაკოსთან". ისმის კითხვა, რატომ უშვებს ცსკა შენგელიას ქართულ გუნდში, ხოლო კურბანოვს, ბოლომბოის და უხოვს ჩვენს ნაკრებში - არა?

აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით სააგენტო "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ: "რამდენადაც ვიცი, შენგელია ხელშეკრულების გაფორმების წინ ცსკა-ს მოელაპარაკა, რომ ნაკრებში გაუშვებდნენ. შესაძლოა, რუსი კალათბურთელებისთვის ამ გამოცდილების გათვალისწინებას აზრი ჰქონდეს".

იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ შესარჩევი ციკლის გამარტივებული სისტემა ევროპირველობაზე რუსეთს ევროლიგის კალათბურთელების გარეშე მოხვედრის საშუალებას მისცემს. ბოლო-ბოლო, უკანასკნელ ადგილს, ალბათ, არ დავიკავებთ. თუმცა, ქართველებს ეს შესარჩევი ციკლი საერთოდ არ სჭირდებათ, ვინაიდან უკვე კარგა ხანია ევრო 2022-ზე არიან. შენგელია კი მაინც მიემგზავრება და თამაშობს ნაკრებში".

მკითხველის კომენტარები / 39 /
ცსკა რუსებს არ უშვებს ნაკრებში და შენგელიას უშვებს და მაინც ცუდებია რუსები?ზოგ-ზოგიერთი უმადურობაზე რომ წერთ, რუსეთშიც კარგა ხანი მიცხოვრია და საქართველოშიც კარგი და ცუდი ადამიანები ყველგანაა, მაგრამ უმადურობა ქართველებში უფრო გავრცელებული თვისებაა, ვიდრე რუსებში.საქართველოს დღევანდელი სავალალო მდგომარეობაც ზუსტად მაგ უმადურობის გამოა დიდ-წილად.
ირაკლი
23:52 07-12-2020
3
ვგულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს, შესაბამისად, მის მწვრთნელს და კალათბურთელებს. თანაბრად მსურს კარგ ფორმაში იყოს ყველა, ნტურალიზებული ამერიკელი მაკფადენი, ესპანეთში მოთამაშე შერმადინი, რუსეთში მოთამაშე შენგელია, არაბეთში მოთამაშე ცინცაძე, თუ საქართველოში მოთამაშე ბაქრაძე.საერთოდ არ მაინტერესებს უვიცების და ბოღმიანების აზრი, ვინც სრულიად უსაფუძვლოდ კბენენ წარმატებულ ადამიანებს. ჩემთვის მთავარია ნაკრების შედეგი. თუ აზრის მოსმენაზე მიდგა საქმე, აქაც მხოლოდ წარმატებული სპორტსმენების აზრს მოვუსმენ და არა უსაქმური, წარუმატებელი, არშემდგარი ტიპების ზუზუნს. წარმატება საქართველოს ნაკრებს
ვატო
12:25 05-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული