"ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" უთამაშია, ახლა კი საქართველოს ნაკრებში იასპარეზებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
eurohoops-ის ცნობით, "მურსიას" 25 წლის ამერიკელმა გამთამაშებელმა კონერ ფრენკამპმა (სიმაღლე 185 სმ) ქართული პასპორტი მიიღო და საქართველოს ნაკრებში ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირზე თებერვლის მატჩებში სერბეთთან და ფინეთთან ითამაშებს.

კონერი ამერიკის 17-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონია, 2019 წელს "ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" საზაფხულო ლიგაში 3 მატჩი ჩაატარა, მაგრამ კონტრაქტი არ შესთავაზეს.

ფრენკამპი ევროპაში ბულგარეთის "ბეროეში" და საბერძნეთის "რეტიმონში" თამაშობდა, შემდეგ კი "მურსიაში" გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელია: 16.5 ქულა, 2.4 მოხსნა და 3.8 პასი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვეჭვობ საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს.. ღმერთმა ქნას ვცდებოდე..
რიგითი
20:10 12-02-2021
16
მი მარა მაკფადენი რა უყვეს??
mirosan
03:31 13-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული