საქართველოს ნაკრები სერბეთთან 26 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სერბეთთან 66:92 დამარცხდა.

სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა თბილისში ჩამოსვლამდე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გუნდს ევროლიგისა და NBA-ს კალათბურთელები ვერ დაეხმარებიან. თუმცა, თბილისურ „ბაბლში“ თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ ითამაშებენ. ასე რომ, ჩვენი გუნდი ამ მხრივ უკეთეს სიტუაციაში სულაც არ არის და მეტადრე საინტერესო იყო, შენგელიას გარეშე როგორ იასპარეზებდა. ისიც აღსანიშნვია, რომ ილიას ზუროსის კრებულს ფინალურ ტურნირზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს და მოწინააღმდეგისგან განსხვავებით ფსოქოლოგიური წნეხისგან თავისუფალია.

საქართველოს ნაკრებმა
თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ფრენკამპი, შერმადინი, ბოქოლიშვილი, კორსანტია, ბურჯანაძე. დებიუტში ჩვენმა გუნდმა რამდენიმეჯერ დაკარგა ბურთი, შერმადინს რადულიცა არ აძლევდა გასაქანს და სერბეთი 11:2 დაწინაურდა. თუმცა, ჩვენმა გუნდმა თამაში გამოასწორა და დაბალშედეგიანი პირველი მეოთხედი 10:13 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ხშირად ჯარიმდებოდნენ, მეორე პერიოდის დასაწყისში ბურჯანაძემ მესამე ფოლი მიიღო და ზუროსმა მოედნიდან გაიყვანა, ფრენკამპმა კი მე-14 წუთზე ჩვენი გუნდი მატჩში პირველად წინ გაიყვანა - 16:15. სამწუხაროდ, ზუროსის შეგირდებს არ წაუვიდათ სამქულიანები (12-დან 0), ბოლოსწინა წუთზე მხოლოდ ბერიშვილმა მოახერხა სამიანის ჩაგდება და პირველი ტაიმი 31:37 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ფრენკამპმა ტრავმა მიიღო, პარკეტი დატოვა და მოწინააღმდეგე 13 ქულით გაიქცა. ზუროსმა მოედანზე ბურჯანაძე დააბრუნა, შეტევაში თამაში გამოსწორდა, დაცვაში კი 20 წლის პეტრუშევი შეუჩერებელი, სერბები სამქულიანებსაც ზუსტად ისროდნენ, გადამწყვეტი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:65 დაფიქსირდა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მატჩის ბედიც გადაწყდა.

უკანასკნელ პერიოდში დაცვაში საქართველოს ნაკრების თამაში საბოლოოდ მოიშალა, არც შეტევაში გამოსდიოდათ თამაში, სადაც ძირითადად შერმადინის იმედად ვიყავით და - 66:92.

რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ წაგება და მით უმეტეს დიდი ანგარიშით სამწუხაროა. თუმცა, გასათვალისწინებელია ფრენკამპის ტრავმა და რაც მთავარია - ნაკრებში ლიდერის არყოფნა. ფაქტია უტყუარი, რომ შენგელია ძალიან დაგვაკლდა.

საქართველოს ნაკრებიდან 20 ქულა შერმადინმა ჩააგდო (+8 მოხსნა), 15 სანაძემ, 10-10 კი ფრენკამპმა და ბურჯანაძემ.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი პეტრუშევი იყო - 27 ქულა და მარგი ქმედების 30-იანი კოეფიციენტი, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ანდუშიჩმა 22 ქულა ჩააგდო.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ადრეც ვიცოდი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო დავრწმუნდი და უფორო აშკარა გახდა რომ, სამწამიანში შერმადინის დატვირთვა 2 ქულიანებით როდესაც მოწინააღმდეგე მიჯრით გიყრის სამიანებს, სასტარტოს მოთამაშეები და მათი ზამენებიც, იქ დამთავრებულია საქმე.


დიქსი იყო და კარგად ყრიდა, მაკფადენსაც არაუშავდა..


თუკი რაიმის პრეტენზია გვაქ და მგონი რომ გვაქ, სამიანების ჩაყრა ვისწავლოოოოთ, თორე დერეფნიდან ნასროლ სამიანს ვერც კარგი დაცვა უშველის და ვერც ორქულიანები, ისიც ან ვარდება ან არა.

პ.ს გამოსასწორებელია ბურთის დაკარგვები, და ეს გარბენები რაბედურებაა :(

ჯანსაღი კრიტიკა ყველაზე კარგი წამალი, წარმატებები ჩვენებს!
Biannkoneri
20 თებერვალი 2021 22:09
0
მსოფლიო შესარჩევზე თბილისში 37 ქულით დავმარცხდით სერბებთათ,შენგელიაც თამაშობდა
გიორგი
20 თებერვალი 2021 20:10
1
მოდით რა ნუ ბაქი- ბუქობთ,სერბებს რომ ბოგდანოვიჩი, ბელიცა,იოკიჩი და მარიანოვიჩი აკლდათ ნბა-დან ხომ არ გავიწყდებათ,ასევე არ ყავდათ ევროლიგაზე მოასპარეზე 7 თუ 8 კალათბურთელი,რა შენგელიას ან ბითაძის არ ყოფნაზეა საუბარი.ასე რომ სერბეთის და მისი დონის გუნდებთან რა შანსიც ექნება ჩვენს ნაკრებს პრინციპულ შეხვედრაში გუშინ გამოჩდა. საშუალო დონის გუნდებთან კი ბატონო.
mees
20 თებერვალი 2021 19:23
3
მინდა გაგახსენო, რომ სწორედ მაგ სერბეთს (მარიანოვიჩით, ბოგდანოვიჩით, ბიელიცათი - იოკიჩის გარდა) მოუგო აკროპოლისის თასზე საბერძნეთში ჩვენმა ნაკრებმა (შენგელიათი, ბითაძით, დიქსონით, ცინცაძით)
ქალის სიმართლე
21 თებერვალი 2021 03:21
1
ჯერ ერთი სერბებმა არ მოგვიგო როცა დაჭირდა თბილისში მსოფლიო შესატჩევი თავის ბითაძით და შენგელიათი თუ ესე უვბად დაგავიწყდათ და თან როგორ მწარედ მოგვიგეს ტიტოს ბიჭებმა და მეორე იქრო მოუგე ეგ იყო სწორედ გამონაკლისი და შემთხვევითობა და არა ის რო აქ გაგანადგურა. ხუთი კაცი გვაკლდაო რომ წერთიმათ მესამე ნაკრები ყავდათ თუარადა ევროპსზე ნახავთ აქედან რამდენი კაცი ეყოლებად ორი ალბათ მეტი არა ჩვენ კიდე ამ დროს რასი ვხარჯავთ საქომაგოდ რო გამოგადგება მარტო იმ ხალხით ვავსებთ ნაკრებს რადროს ლონდარიძეა ხალხო 21 საუკუნეა გარეთ ჯერ ბოისა უმცროსი ეხლა კიდე ეს რატო არ ათამაშა ბულაშვილი ხო იძახოდა გურასპაული მივცემთ შანსო ამდენი ხალხი რო საქომაგოდ მოგყავს ნაკრებში და არა სათამაშოდ ამას რა წვია. თორე ევროპაზე რა ხალხი ეყოლებათ იგივე სლოვენყას საფრანგეთს ესპანეთს და ას შემდეგ ყველამ კარგად ვიცით . წაგება კიარაა პრობლემა პრობლემაა თუ როგორ აგებ .ზუროსმა კი მოიხადა ბოდიში აქაოდა ცუდად გამოვიყურებოდით ძალიანო მაგრამ ესხო პირველად არ ხდება .
Zaza
20 თებერვალი 2021 18:23
2
ჩემი აზრით ესეთი მარცხი სამმა ძირითადმა მიზეზმა განაპირობა:

1 სერბებმა საგრძნობლად ძლიერი შემადგენდლობის მქონე გუნდი ჩამოიყვანეს ვიდრე ბელგრადში ჰყავდათ.

2 თამაშის მსვლელობისას ჩვენ ძირითადი გამთამაშებელი და ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე დაგვიშავდა.

3) ჩვენ სროლები საერთოდ არ წაგვივიდა, მათ კიდევ - პირიქით.

jacob
20 თებერვალი 2021 15:54
4
ვინც კალათბურთის გარტყმაში არ ხართ, ისენი რატომ აკომენტარებთ?? მერე რა წავაგეთ სერბებთან, სერბებმა ჩვენთან წაგეს და წარმოიდგინეთ შვეიცარიასთანას, ანუ არც სერბებსაც ცოდნიათ კალათბურთი:)
გოგა
20 თებერვალი 2021 15:18
4
გურასპაულმა დაანებოს Თავი კომენტატორობას კალაᲗბურᲗს მიხეხოს Თუ იცის ესეც საკიᲗხავია ან ერᲗი ან მეორე..

ამ ნაკრებიᲗ გვინდა ევროპის მოგება ან პლეიოფᲨი გასვლა მოგებაზე საუბარი არ არის
სოს
20 თებერვალი 2021 13:56
2
სერᲑეᲗს უფრო კარგი სკოლა აქვს და ყურადᲦებასაც აქცევ იმ სპორტს სადაც გამოდის..Ჩვენს ქვეყანაᲨი საერᲗოდ არ აქცევენ სპორტს ყურადᲦებას..
ᲗამაᲨსს რომ ვუყურე სუპერლიგის მოᲗამაᲨებიი საერᲗოდ არ იყვნენ განვიᲗარებული და Ჩემი აზრიᲗ ეს Შედეგი მოიტანა 2-3ლევიონერი მაინც ᲗამაᲨობს გუნდებᲨი....
მე რომ ვიყო ფედერაციის პრეზიდენტი Ჩამოვიყვანდი ინდივიდუალური მომზადების მწვრᲗნელებს სროლების,დაცვის,Შეტევის,დრიბლინგის და ნაკრების ბიᲭებს 20-18-16 წლის პერსპექტიულ ბიᲭებს კვირაᲨი 2 დᲦე ექნებოდაᲗ დროს გავანაწილებდი....ყველა სუპერლიგის ბიᲭებს აკლიაᲗ ეს კომპონენტები გამოᲩნდა გუᲨინდელ ᲗამაᲨზე..
მომო
20 თებერვალი 2021 13:53
1
ჩვენ როგორც ყოველთვის რეალობას აცდენილები ვართ, სერბეთის ნაკრებს ვეთამასებით, 5-თი ძირითადი კალათბურთელი გვაკლია, შერმადინიც ვერ არის ფორმაში, ახალიც პირველ თამაშს ატარებდა და იმანაც ტრამვა მიიღო, საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებით გინდა სერბებს მოუგო? ფინელებიც მოგვიგებენ ასეთი შემადგენლობით.
x.x
20 თებერვალი 2021 13:21
5
სერბებს 8 კალათბურთელი აკლდა,რომლებიც ნბა და ევროლიგაში თაამაშობენ და მაგით რა?
თემო
20 თებერვალი 2021 18:09
0
*მსოფლიოს შესარჩევზე თბილისში,დიდი ანგარიშით მოგვიგო სერბეთმა,მაშინ შენგელიაც გვყავდა ბითაძეც და მამუკელაშვილიც
*გიორგი
20 თებერვალი 2021 12:59
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული