სანაძის "ბორაცმა" ადრიატიკის ლიგა "ციბონასთან" მარცხით დაასრულა

AutoSharing Option
დუდა სანაძის "ბორაცმა" ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში ზაგრების "ციბონას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 77:82 წააგო. ბორაცელები, ძირითადად, ლიდერის როლში იყვნენ, თუმცა ბოლო მეოთხედი 14:24 დათმეს და შესაბამისად, შეხვედრაც წააგეს.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სერბული კლუბის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:32 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი
10-ს გაუტოლდა.

ამგვარად, ბორაცმა 8 მოგება და 18 მარცხი მოაგროვა და ადრიატიკის ლიგის მიმდინარე სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ სანაძე სერბულ კლუბს სწორედ ამ სეზონის მიმდინარეობისას შეუერთდა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი გახლავთ: 21.5 წუთი, 11.3 ქულა, 1.1 მოხსნა, 1.8 პასი.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული