ევრობასკეტ 2022-ზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ესპანეთთან, რუსეთთან, თურქეთთან, ბელგიასთან და ბულგარეთთან ერთად მოხვდა. წილისყრის შედეგებზე კომენტარი რუსეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერგეი ბაზარევიჩმა გააკეთა.
"საკმაოდ უჩვეულოა ამ ყველაფერზე საუბარი, როდესაც ევრობასკეტამდე ერთ წელზე მეტია დარჩენილი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ახლა სრულიად სხვა ამოცანა გვაქვს - ოლიმპიადაზე გასვლა - კენჭისყრის ყველა ეს შედეგები ცოტა აბსტრაქტულ სახეს იღებს.
ჯგუფზე შემიძლია ვთქვა, რომ ევროპულ კალათბურთში სუსტი გუნდები უკვე აღარაა, ქაღალდზე ძლიერები კი ძალიან იქნებიან იმაზე დამოკიდებული, რომელი მოთამაშეები შეუერთდებიან. სუპერფავორიტები უკვე აღარ დარჩნენ,
თუმცა იგივე ესპანელები უკანასკნელი მრავალი წლის მანძილზე ასეთები იყვნენ, მაგრამ ყველა წარმატება გასოლის თაობასთანაა დაკავშირებული, რომელიც თანდათან მიდის.
ჯგუფზე შემიძლია ვთქვა, რომ ევროპულ კალათბურთში სუსტი გუნდები უკვე აღარაა, ქაღალდზე ძლიერები კი ძალიან იქნებიან იმაზე დამოკიდებული, რომელი მოთამაშეები შეუერთდებიან. სუპერფავორიტები უკვე აღარ დარჩნენ,
საქართველო მასპინძელი იქნება. თურქეთის ადგილზე შეიძლება რომელიმე სხვა აღმოჩენილიყო, რომელმაც ბოლო ორ წელიწადში უფრო წარმატებულად იასპარეზა, თუმცა თურქებს პოტენციურად ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ და გულშემატკივრებიც დაეხმარებიან.
ტყუილად როდი აირჩია საქართველომ პარტნიორ ქვეყნად თურქეთი, ისინი მეზობლები არიან. კარგია, რომ ბათუმში არ ვთამაშობთ - ის პირდაპირ საზღვართანაა, იქ დარბაზი აუცილებლად გაივსებოდა თურქი გულშემატკივრებით.
ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ჩვენ თვითონ როგორ მდგომარეობაში ვიქნებით. ჩვენს გუნდს ელის - თანდათან ხდება - თაობათა ცვლა. შესაძლოა, ეს პროცესი უფრო რადიკალური იყოს. შესაძლოა, არც იყოს. ახლა თაობებს შორის გარკვეული წყვეტაა. იმედია, ეს მხოლოდ მცირედი წყვეტაა და არა უფრო სერიოზული ჩავარდნა, - ციტირებს ბაზარევიჩს რუსეთის კალათბურთის ფედერაციის საიტი.
კონტინენტის პირველობა 2022 წლის 1-18 სექტემბერს 4 ქვეყანაში გაიმართება. ეს ქვეყნები გახლავთ: გერმანია (კიოლნი), საქართველო (თბილისი), ჩეხეთი (პრაღა) და იტალია (მილანი).