ზუროსი: შეკრებაზე თავგამოჩენილ მოთამაშეებს ნოემბერშიც შევხვდებით

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების საზაფხულო კემპი დასრულდა, რომელსაც მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი და მისი ასისტენტები – გეორგიოს ლიმნიატისი, მილოშ გლიგორიევიჩი, მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა უძღვებოდნენ. საქართველოს ნაკრებს ნოემბრამდე ოფიციალური მატჩები არ აქვს, თუმცა მთავარი მწვრთნელისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, საზაფხულო კემპი მაინც დაიგეგმა, რასაც არაერთი დადებითი ასპექტი გააჩნია.

შეკრებაში მონაწილეობა ჯამში 25-მა კალათბურთელმა მიიღო, რაც მწვრთნელებს არჩევანის უფრო ფართო არეალს უქმნის. ამასთან, შეკრებაზე გამოძახებული იყვნენ დებიუტანტები, ძირითადად ახალგაზრდები, რაც ახალი სახეების გამოჩენის წინაპირობა და ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესის
დამხმარე კომპონენტია.

3 კვირის განმავლობაში ილიას ზუროსისა და მისი სამწვრთნელო შტაბის მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდნენ როგორც ვეტერანი, გამოცდილი მოთამაშეები, ისე – ახალგაზრდები. ამან მათ შორის შეთამაშებასა და ურთიერთგაგებას დიდად შეუწყო ხელი. მთლიანობაში ვარჯიშებზე ეს 25 კალათბურთელი იმყოფებოდა:

თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, ლუკა მაზიაშვილი, ოთარ ფხაკაძე, ლუკა ბულაშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, საბა ლობჯანიძე, სანდრო სანაძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ნიკა მეცხვარიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბექაური, ნიკა დარბაიძე, ილია ლონდარიძე, გეგი ბაქრაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი თვალაბეიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მალე შეიტყობს, თუ ვინ შეხვდება მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, რომლის თამაშებიც სტარტს ნოემბრიდან აიღებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული