ზუროსი: უკრაინა და ესპანეთი უნდა დავამარცხოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები უკრაინასთან და ესპანეთთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის სამზადისს შეუდგა. ამ შეხვედრების წინ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საიტთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"სამწუხაროდ, ტრავმის გამო გვაკლია ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები, როგორებიც დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე არიან. იმედია, მალე შეძლებენ რეაბილიტაციას და დაგვიბრუნდებიან. ვეცდებით ორივე შეხვედრა მოვიგოთ. შესარჩევ ტურნირზე მხოლოდ ეს ორი თამაში არ არის, კიდევ არის თებერვალში ფანჯარა და ზაფხულშიც. ორივე მატჩი უნდა მოვიგოთ, რათა შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვქონდეს.

კარგია, რომ მატჩს
მაყურებლები დაესწრებიან, გვიქომგებენ და დაგვეხმარებიან. ძალიან გვჭირდება მათი გვერდში დგომა და იმედი მაქვს, რომ საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეპოტიზმი ნეპოტიზმი Ძველებიდან დაწყებული ახლიᲗ დამᲗავრებული
მოქალაქე
20:06 25-11-2021
2
ძალიან გაჭირდება.უკანა ხაზში მაკფადენის გარდა,ყველა გამოუცდელი და შეუთამაშებელია.
სოსო
21:46 24-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული