საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი უკრაინასთან დაძაბულ მატჩში გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა თბილისში უკრაინა დაძაბულ მატჩში 88:83 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოქოლიშვილი, მაკფადენი, ბურჯანაძე, შენგელია, შერმადინი. დებიუტში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, ორივე გუნდი უპირატესად პერიმეტრიდან აგროვებდა ქულებს, მაკფადენმა 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და პირველი მეოთხედი 28:24 მოვიგეთ.

მეორე პერიოდში უკრაინელებმა უკეთ ითამაშეს, საჯარიმოებს უშეცდომოდ იყენებდნენ და პეტროვის ზუსტი სამქულიანების წყალობით 7 ქულით დაწინაურება მოახერხეს. ჩვენი გუნდი დაცვაში შეცდომებს უშვებდა, ფარზე კი ჩვეულად ვერ დომინირებდა შერმადინი, რომელსაც პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა.
თუმცა, ზუროსის შეგირდებმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს და პირველი ტაიმი 45:46 დასრულდა.

შესვენების მერე მოედანზე შენგელია დაბრუნდა, რომელმაც მცირე ტრავმა მიიღო, შერმადინმა ზედიზედ მოაგროვა ქულები, თუმცა საქართველოს ნაკრები შეტევაში ხშირად უშვებდა შეცდომებს, კარგავდა ბურთს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ უკრაინა 2 ქულით წინ გავიდა.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლიდერების - შენგელიას, შერმადინისა და ბურჯანაძის ძალისხმევითა და ბაქარაძის სამქულიანითა და დაცვაში კარგი გარჯით ჩვენი გუნდი დაწინაურდა, ბოლოს შენგელიამ მეტად საჭირო 4 ქულა ჩააგდო და გავიმარჯვეთ.

აღსანიშნავია, რომ თორნიკემ გუშინ ევროლიგაზე "ბაიერნთან" ითამაშა და სასწრაფოდ ჩარტერული რეისით გამოფრინდა თბილისში.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულით ყველაზე შედეგიანი მაკფადენი იყო (პლუს 9 პასი), 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 16 შენგელიამ (13 მოხსნა), 11 ბურჯანაძემ (7 მოხსნა), 4 ფევაძემ, 3 ბაქრაძემ, 2-2 ჯინჟარაძემ და ბერიშვილმა, ხოლო უკრაინელთაგან 18 ქულა ბლიზნიუკის ანგარიშზე იყო, 16 პეტროვის, 15 რენდლის და 10 პავლოვის.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს, რომელიც დღეს გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 40 /
მაკფადენი ძალიან მაგარი იყო და ჯიგრიანი!
თედი დიდი მადლობა!!!
ზურა
27 ნოემბერი 2021 11:17
0
ვულოცავ ბიჭებს.მაკფადენმა ფეხბურთის თამაშიც ხო არ იცის?
Levani
27 ნოემბერი 2021 10:37
0
მადლობა ბიჭებს და მე ასე ვიტყოდი მაკფადენის უდიდესი შრომა თოკომ დააგვირგვინა მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც მგონია რომ ნაკრებმა საშუალო სიჩქარეზე ითამაშეს რადგან ესპანეთთან ღირსეულად წარვსდგეთ . ამიტომ უკრაინას ვფიქრობ ათიდან შვიდს მაინც მოუგებთ თუ მეტს არა .
darabi
27 ნოემბერი 2021 09:50
1
რატომ იყო ასე ცოტა გულშემატკივარი?!
aburjga
27 ნოემბერი 2021 09:27
2
მაყურებლების მესამედი დაუშვეს მხოლოდ,პანდემიიდან გამომდინარე.
ზურა
27 ნოემბერი 2021 12:28
0
საიდან მართლა ვაი ქართველებს ამდენი სიძულვილი.რამ გაგაბოროტათ მოიგეს ბიჭებმა და მაინც უარყოფითს ეძებთ.....გუგა ..აქაც პოლიტიკას რო ხედავ რამ გაგაბოროტა.
D a n i
26 ნოემბერი 2021 23:54
8
მოდი რა ეგ შენიშვნები, შენს გაბოროტებულ "ურა პატრიოტებს" უთხარი. თორნიკეს, რომ აკრიტიკებენ ბოღმით და ღვარძლით, ეგეთების გასაგონად დავწერე. რაც შეეხება გახარებას, ჩემზე ძალიან არა მგონია ვინმეს გახარებოდა ჩვენი ბიჭების მოგება.
Dani-s გუგა
27 ნოემბერი 2021 09:41
6
ქართველი "ურა პატრიოტები", ალბათ უკრაინას ბალელშიკობდნენ, მიშას ხათრით.
გუგა
26 ნოემბერი 2021 22:11
95
თოკო ძაან მაგარია.შეცდომებიც ბევრი დაუშვა მაგრამ ბოლოს გამოასწორა.მაკფადენს დიდი მადლობა
ლუკა
26 ნოემბერი 2021 21:56
1
ყოჩაღ ბიჭებს, ყოჩაღ მაკ ფადენს სიტყვის კაცია. გვითხრა სიყვარულს გამარჯვებით გადაგიხდითო და ულიდერა გუნდს 27 ქულით შეუჩერებელი იყო. მადლობა ყველას და რა თქმა უნდა ზუროსს. ძლენი გამარჯვება უფრო ფასეულია. გილოცავთ ყველას და წარმატება საქართველოს ნაკრებს ესპანეთში.
G.LA
26 ნოემბერი 2021 21:31
3
მაპატიეთ,შეცდომით დისლაიქზე მიმიხვდა ხელი.ბოდიში.
ბოდიში
26 ნოემბერი 2021 21:47
1
ვულოცავთ ჩვენს ნაკრებს და მის ღირსეულ კაპიტანს, თორნიკე შენგელიას, ურთულეს თამაშში მოგებას. თორნიკე არის უძლიერესი კალათბურთელი და მეამაყება, რომ საქართველოს ნაკრებს ყავს, ასეთი კარგი კაპიტანი! ასე გაგეხარებინოთ თქვენი ქომაგები!
ნინი
26 ნოემბერი 2021 21:28
15
თორნიკეს, რომ უარი ეთქვა საქართველოს ნაკრებში თამაშზზე, მაშინ კიდევ გაგიგებდით ამ ბოღმისტებს, მაგრამ ეხლა როცა არაფერი ენანება თავისი ქვეყნისთვის და ნაკრებისთვის, მითუმეტეს ტრავმაც აწუხებს, არ დავუფასოთ? საერთოდაც დაანებეთ თორნიკეს თავი და ნუ გამომიხვედით ეს ბოღმისტები ნამეტანი "მამულიშვილები". თორნიკესთან ბოღმაობას შეეშვით, თქვენთვის დროის დაკარგვაა! შენგელიას ნაირი ნაღდი შვილები, უმრავლოს საქართველოს!
ბოღმისტებო! ნამეტანი ბოღმისგან, ემანდ გულები არ გაგისკდეთ!
27 ნოემბერი 2021 16:01
1
ჩვენ, რომლებიც არასდროს ვუგულშემატკივრებთ მტრის არმიას, მის გუნდს და მის სახელთან დაკავშირებულ არაფერს, თავის მოთამაშეებიან გულშემატკივრებიანად, მართლა ბევრი ვართ და ამიტომაცაა საქართველო ახლა სახელმწიფო და არა ვიღაც საღორის გუბერნია. რაც შეეხება შენგელიას, თქვენ რომ მაგ კაცზე მართლა შეგტკიოდეთ გული, პირიქით, სანამ დრო იყო მანამდე ეტყოდით, ეგ სისხლიანი ფორმა არ ჩაეცვა, მაგრამ ტაში დაუკარით მიდი, მიდი, ტიტულებს დააგროვებ და ენბიეიში გადახვალო))). არც ახლაა გვიან, ერთ წელიწადში უმთავრდება კონტრაქტი და გადავიდეს ნორმალური ქვეყნის ნორმალურ გუნდში. მაგრამ არ ეტყვით მაგას იმიტომ რომ არც ეგ ქვეყანა მიგაჩნიათ მტრად და არც მაგათი არმია მკვლელების და მარადიორების ჯოგად,
ბიჭებს კი გამარჯვებას ვულოცავ,მადლობა ბიჭებო, მაგრები ხართ, ესპანეთშიც რეალურია მოგება და ეგეც უნდა მოხდეს! ზუროსის ნაირი მწვრთნელი კი არცერთ სხვა სათამაშო სახეობაში არ გვყოლია. უმაგრესი სპეციალისტი, შესანიშნავი მოტივატორი, ყველა ათამაშდა მის ხელში. წარმატებები საქართველოს!
Bs-s
27 ნოემბერი 2021 15:17
7
ვინც შენგელიას აკრიტიკებდნენ მოღალატეაო, იმათ ცოტა უნდა შერცხვეთ
Nukri
26 ნოემბერი 2021 21:27
31
არტ საქართველოს მტრებია: აშშ და ევროკავშირი, უკრაინა!
aburjga
27 ნოემბერი 2021 09:29
7
არტს! აბა მომისმინე ძამია! გამართული ქართულით გეტყვი. შენგელია ერთადერთი მოთამაშეა ევროლიგის ვარსკვლავებიდან ვინც თამაშობს ამ შესარევს! იცი რატომ? არ იცი! ხოდა გეტყვი და დაიმახსოვრე! რომ ჩვენთვის ავადსახსენებელ ცსკა-თან, ანუ ევროპის ერთ-ერთ გრანდთან კონტრაქტს აფორმებდა მანამდე არ მოაწერა ხელი სანამ პირობა არ მიიღო, რომ როცა ჩემ ქვეყანას დასჭირდება უფლება არ გექნებათ ხელი შემიშალოთო! იმედია იმის ახსნა არ დაგჭირდება ეს რატო გააკეთა და სხვები რატო ვერ აკეთებენ იმავეს. თუმცა რომ ვერ გაიაზრო არ გამიკვირდება, შენნაირებიც ბევრი გვყავს ამ უბედურ ქვეყანაში, სამწუხაროდ.
Bs
27 ნოემბერი 2021 01:12
10
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული