უკრაინასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში მოგებული მატჩის (88:83) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისაუბრა:
"მოთამაშეები საკუთარ მოვალეობას შესანიშნავად გაუმკლავდნენ. შენგელიამ გუშინ ევროლიგაზე 32 წუთი ითამაშა, დღეს კი მოედანზე თავისი გული დადო. ბურჯანაძემ და შერმადინმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს. მოთამაშეები, რომლებიც სეზონის დასაწყისში ტრავმირებულები იყვნენ, ბოლომდე დაიხარჯნენ. ამასთან რამდენიმე კალათბურთელი გვაკლდა. მოთამაშეებზე ინდივიდუალურად არ მინდა ვილაპარაკო. ახლა დასვენება გვჭირდება.
ამ ფანჯრისას კიდევ ერთი შესარჩევი შეხვედრა გვაქვს და კონცენტრაციის დაკარგვა არ შეიძლება. პირველი რაუნდის გადასალახად ამ მარათონისას რაც შეიძლება მეტი
გამარჯვების მოპოვებაა აუცილებელი. შემდეგ უკვე ვნახავთ, რისი უნარი გაგვაჩნია. ჩვენ გვესმოდა, რომ როდესაც ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გუნდში ჩამოდის, დანარჩენები თავდაჯერებულები ხდებიან. ჩვენ საქართველოს ჩემპიონატიდან ბევრი კალათბურთელი გვყავს, მაგრამ მათ გულშემატკივართა მძლავრი მხარდაჭერისას დიდ მატჩებში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვთ.
ლეგიონერების ჩამოსვლამ გაგვახარა. ამან ხარისხიანად თამაშისა და მოგების საშუალება მოგვცა. მიხარია, რომ ამ რთულ დროში ბევრი ადამიანი გავაბედნიერეთ. უკრაინის ნაკრებს პატივს ვცემთ. ისინი შესანიშნავად იბრძოდნენ".
ვეღარ ვიცანი :3
მაგარი ხარ ზუროს, და შენ ეს გუშინ დაამტკიცე.
ვაღიარებ და გუშინდელი თამაში შენ და მაკფადენმა მოიგეთ!
ასე გამარჯვებებით გევლოთ, ბიჭებო!