"შენგელიას 65 წუთი ორ დღეში - ასე უყვარს საქართველოს ნაკრები" - ფიბა და უცხოური მედია თორნიკეზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მიერ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში უკრაინის დამარცხებას და თორნიკე შენგელიას შესანიშნავ თამაშს უცხოური მედია გამოეხმაურა.

"მარკა" ესპანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეს ადვილად მოუგეს, მომავალ შეხვედრაში კი საქართველოს ეროვნული გუნდის სახით უფრო სერიოზული მეტოქე ეყოლებათ, რომლის რიგებში მათთვის კარგად ნაცნობი თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი ასპარეზობენ და რომლებიც დიდ პატივისცემას იმსახურებენ.

ფიბა თავის "ტვიტერზე" თორნიკეს კარგ თამაშს აღნიშნავს და წერს: "იპოვე შენთვის ვინმე, ვისაც ისე უყვარხარ, როგორც უყვარს თოკო შენგელიას საქართველოს
ნაკრებში თამაში".

sports.ru ხაზს უსვამს, რომ შენგელიამ ორ დღეში, ორ მატჩში 65 წუთი ითამაშა, ცსკა-ს "ბაიერნის", ხოლო საქართველოს ნაკრებს უკრაინის ძლევაში დაეხმარა, რაც წარმოუდგენელია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მადლობა თოკოს!!! ჭეშმარიტი მამულიშვილია!!!
tngh
27 ნოემბერი 2021 15:04
1
შემთხვევით დამეჭირა დისლაიქი, არ მაგინოთ! ჩემი ერთი დისლაიქის მერე ვინც დააჭერს იმას აგინეთ!
ქორ-პარიკმახერი
29 ნოემბერი 2021 01:09
0
მადლობა თოკოს!!! ჭეშმარიტი მამულიშვილია!!!
tngh
27 ნოემბერი 2021 15:02
0
თორნიკე შენგელიას ქცევა არის მამულის სიყვარულით ნაკარნახევი მაგალითი სპორტული გმირობისა.ტყუილად კი არ უსვამენ ხაზს უცხოლნიც ამ გარემოებას უდიდესი პატივისცემით. სწორედ ეს არის პარტიოტიზმი,შენი საკეთებელი საქმის,საჭირო დროსა და ადილას, საუცხოოდ კეთება. ათმაგად პატივსაცემია,როცა ამას ადამიანი ეროვნული დროშის ეგიდით, ვინ მოთვლის,უკვე მერამდენედ, ბრწყინვალედ აკეთებს! შენ გაიხარე,თოკო, ყველა დანარჩენმაც,ვისაც სამშობლოს სიყვარულით გიძგერთ გული! უფალმა გვიმრავლოს მამულის გულითა და გონით მოყვარული ჭეშმარიტი პატრიოტები!!!
მერაბი
27 ნოემბერი 2021 14:04
2
ადამიანი ფასდება იმით, თუ რა შეუძლია მან გაუკეთოს თავის სამშობლოს და მოყვასს, აქ ვინც ჩხაკუნობთ უაზროდ, ჯერ გვითხარით, თავად რა გაგიკეთებიათ სამშობლოსათვის და მერე აგინეთ სხვას. დარწმუნებული ვარ თქვენ მხოლოდ იქით მიგაქვთ და არც ფიქრობთ, რომ სამშობლოს რამე დაუბრუნოთ. შენგელიამ ეს გააკეთა, გააკეთეთ თქვენც და მერე აკრიტიკეთ სხვა. შენგელია გულზე აწერია სამშობლო, არა გარედან, არამედ შიგნიდან, დაფარულად, უმარიაჟოდ და სუფთად. რომელსა გაქვთ უფლება, რომ მას აგინოთ? არცერთს!
27 ნოემბერი 2021 12:14
4
კარგო ადამიანო! გენაცვალე ჯიგარში! ყველაფერში გეთანხმები და თითოელ სიტყვაზე ვაწერ ხელს.საერთოდ სხვისი გაკრიტიკება თანაც დაუმსახურებლად, სუსტების საქმეა! თორნიკეზე აუგად, რომ იტყვის ადამიანი, რა დეგრადირებული სულის მატარებელი უნდა იყო?
დ-ს
27 ნოემბერი 2021 13:56
1
თოკო,ნამდვილი ლომი ხარ!!!
მერაბი
27 ნოემბერი 2021 11:24
3
მაგ ცსკაში როა მიტო იყო ნაკრებში თუარა მოვიგებდით ბუის კვერცხებს ისედაც 4 კაცით ვთამაშობთ.
Zaza
27 ნოემბერი 2021 10:16
7
თორნიკე! საქართველოს საღად მოაზროვნე ნორმალურ ქომაგებს, უყვარხარ და გვეამაყები!!!!!!!
ქომაგი
27 ნოემბერი 2021 09:51
4
თოკო გლიჯავს.........
kaxa
27 ნოემბერი 2021 08:04
2
ისე უყვარს საქართველო რომ ცსკაში თამაშობს
ლომი
27 ნოემბერი 2021 04:56
159
ნაცების ტელევიზიებს ნუ უყურებ,ლომო!თორემ მაგათ,ლაშა ტალახაძესაც კი აგინეს,ეგ რა სპორტსმენიაო.დავით გარეჯის გამყიდველს გმირს უძახიან,ტალახაძეს და შენგელიას კი,მოღალატეებს.
სოსო
28 ნოემბერი 2021 20:51
0
რაო "ურა პატრიოტო" გულზე მოგხვდა? ჯერ სადა ხართ.
"ლომი"? კაი კაცო, არ გაგვაცინო რა?.
27 ნოემბერი 2021 09:48
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული