Mundo Deportivo: ესპანეთს საქართველოსთან ურთულესი მატჩი ელის - სკარიოლოს 5 ათასი ფანის იმედი აქვს

AutoSharing Option
29 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთს შეხვდება. მატჩისადმი ინტერესი დიდია. აი, რას წერს მომავალი დაპირისპირების შესახებ "მუნდო დეპორტივო":

"ორშაბათს ესპანეთი ხაენის "ოლივო არენაზე" 5 ათასი გულშემატკივრის მხარდაჭერით G ჯგუფში მთავარი კონკურენტის, საქართველოს დამარცხებას და მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. მეტოქე გუნდში ლიგა ენდესას ნაცნობი სახეებია: თად მაკფადენი (მურსია), ბექა ბურჯანაძე (ბეტისი) და 2.17-მეტრიანი გიორგი შერმადინი (ტენერიფე), აგრეთვე ცსკა-ს ფორვარდი თორნიკე შენგელია, რომელმაც რუსულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებისას მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისას ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება
მოითხოვა და მიიღო კიდეც.

ესპანელთა მწვრთნელი სერხიო სკარიოლო ძლიერ მოწინააღმდეგესთან რთულ შეხვედრა ელის, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი შეგირდები დასახულ გეგმას შეასრულებენ და ვარჯიშებზე დამუშავებულ კომბინაციებს გამოიყენებენ.

იტალიელმა სპეციალისტმა ვარჯიშის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ აღნიშნული ოთხი კალათბურთელი ძალიან ძლიერია და ისინი კარგი დაცვით უნდა გაანეიტრალონ. მისი თქმით, ქართველებს შეუძლიათ დაიტრაბახონ ისეთი კალათბურთელით, როგორიც მაკფადენია, რომელიც კარგად ისვრის ბურთს კალათში და მარტოს შეუძლია მატჩების მოგება.

სკარიოლოს ხაენელი ფანების იმედი აქვს, რომლებიც რთულ მომენტში მხარს დაუჭერენ. რთული მომენტები რომ ექნებათ, ამაში ის დარწმუნებულია".

მკითხველის კომენტარები / 11 /
შენგელიას მუხლის ტრავმა აქვს და ვერ ითამაშებს. შანსი ისედაც მცირე იყო, ახლა ხომ საერთოდ>
კოკა
29 ნოემბერი 2021 13:14
0
საქართველოში კალათბურთი სპორტის განდური სახეობებიდან ყველაზე წარმატებულია. ბოლო წლებში ისეთ დონეზე გავიდნენ, საუკეთესო ნაკრებებს თანაბარ დონეზე ეთამაშებიან და ამარცხებენ. კალათბურთის ფედერაცია საუკეთესოდ აღიარეს. იმხელა საერთაშორისო პატივისცემა დაიმსახურეს, 2022 წელს თბილისი ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ჰოდა, ამ ფონზე, სახელმწიფომ პოლიტიკა გაურია და დეკემბერში ჩასატარებელ არჩევნებში ხელებს აფათურებს. ცნობილი ოჯახის ახლობელი სურთ პრეზიდენტად აარჩევინონ. დაიწყეს ზეწოლები. ეგ ინფორმაცია თუ საერთაშორისო ფედერაციამდე მივა, დიდი სკანდალია მოსალოდნელი.
თემო
29 ნოემბერი 2021 11:43
5
ესპანეთი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ესპანეთის ჩემპიონატი უძლიერესია ნბა-ს შემდეგ. ასე რომ, ილუზიებში ნუ გადავარდებით და სახლში მსოფლიო ჩემპიონის დამარცხებაზე ნუ იოცნებებთ. მთავარია, კარგი თამაში ვაჩვენოთ და ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. თუ გაგვიმართლა და მოვიგეთ, ხომ იდეალური იქნება.წარმატება საქართველოს ნაკრებს
მამუკა
29 ნოემბერი 2021 11:30
1
თოკოოო არა თოკიკო ან თოკუშკი დაუძახეთ. მაგარი გულშემატკივრები ხართ, თოკოოოს და ბაქრაძის იმედი გაქვთ და იმ ამერიკელის არა, რომელიც ბოლო თამაშებში გუნდის მთლიანი მოგროვებული ქულების 30-40 პროცენტს მარტო აგროვებს? მე კიდევ, მაკფადენის,შერმანდინის და სხვა დანარჩენების იმედი მაქვს შენგელიას გარდა,დარწმუნებული ვარ არ ითამაშებს,რადგანაც ცსსკ -ს თამაშები აქვს შუა კვირაში.
რაიიი?
29 ნოემბერი 2021 11:26
2
ორი, სამი კაცი ამათთან მიმსგავსებული კალათბურთელი რომ გვყავდეს ევროლიგაში, მაგრად დაგვეხმარებოდა.
თენგაბი
29 ნოემბერი 2021 05:03
0
რაღაც არა მგონია, რომ ეს ესპანეთი ამ უკრაინაზე რამეთი ძლიერია.
ას
29 ნოემბერი 2021 01:02
12
ბატონო??:))))ნუ მაინც მოვიგებთ
მოსეხონლი
29 ნოემბერი 2021 09:02
0
მიდიი თოკოოოოო შენი იმედი გვაქ შერმადინთან და ბაქრაძესთან ერთად
საქართველო
29 ნოემბერი 2021 00:56
0
ამ ოთხეულს მაგარი ბრძოლა მოუწევთ რომ მოიგონ, რადგან კარგი დონის შემცვლელები ფაქტიურად არ გვყავს
Nukri
29 ნოემბერი 2021 00:30
0
ამათზე მოგვაგებია ჩემზე ბედნიერი ხვალ არ იქნება არევინ
irakli
28 ნოემბერი 2021 23:59
1
ჩვენ მაგარ ბიჭებს, მგლებს გაუმარჯოთ!
ILIA
28 ნოემბერი 2021 23:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული