ესპანეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებში ერთი ცვლილებაა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ესპანეთშია. უკრაინასთან გამარჯვების შემდეგ ჩვენმა გუნდმა დაისვენა და ღამის 3 საათზე გეზი ესპანეთის ქალაქ ხაენისკენ აიღო. სტამბოლისა და მალაგის გავლით საქართველოს ნაკრები ხაენში 27 ნოემბერს, 15:00 საათზე ჩავიდა და ძალების აღდგენას შეუდგა.

მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით კალათბურთელებს მხოლოდ აღდგენითი ვარჯიშები, სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში ჩაუტარდათ, დარჩენილი დრო კი მოთამაშეებმა დასვენებას დაუთმეს. საქართველოს ნაკრები პირველ ვარჯიშს ხაენის დარბაში დღეს, საღამოს ჩაატარებს.

ესპანელებმა გუშინ ვარჯიში მოასწრეს. მოგეხსენებათ, ჩვენი ოპონენტი ჩრდილოეთ მაკედონიაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ნაკრები გაანადგურა და სკოპიედან გუშინ დაბრუნდა. საქართველოს
ნაკრები სასტუმროში რამდენიმე წუთის დაბინავებული იყო, როცა სასტუმროს ჩრდილომაკედონიიდან დაბრუნებული ესპანეთის ნაკრების ავტობუსი მოადგა.

საქართველოს ნაკრები ესპანეთში 12 კალათბურთელით ჩავიდა. უკრაინასთან შეხვედრაში დაშავებული მერაბ ბოქოლიშვილი თბილისში დარჩა და სამატჩო გაცხადი ლუკა მაზიაშვილმა შეავსო.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული