შენგელიას გარეშე საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვერ გაუმკლავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში სტუმრად ესპანეთთან 61:89 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ამ ეტაპზე ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს და ტრავმის გამო შენგელიას გამოკლებამ ერთულეს სიტუაციაში ჩააგდო. მართალია, მეტოქეს ევროლიგაზე მოასპარეზენი ვერ დაეხმარნენ, მაგრამ მათი გუნდი ლიგა ენდესას კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომელთაც ჩრდილოეთ მაკედონიას დამაჯერებლად სძლიეს და თორმეტივე მათგანმა მიითვალა ქულები. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, მაზიაშვილი, ფევაძე, ბურჯანაძე და შერმადინი.

თავიდან ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგეს ტოლ-სწორად ეთამაშებოდა, თუმცა მაკფადენს ყურადღებით მეურვეობდნენ, გასაქანი არ მისცეს.
შეტევაში ზუროსის შეგირდებმა ელემენტარული შეცდომების დაშვება დაიწყეს. თანდათან მეტოქის კლასში სხვაობა ნათელი გახდა, რომელსაც ვერც დაცვაში ვერ უმკლავდებოდნენ. პირველი მეოთხედი 8 ქულით წავაგეთ, ხოლო პირველი ტაიმი - 16 ქულით.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის შემცირება შეძლო, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ისევ მოახერხეს გაქცევა და გამანადგურებელი სხვაობით გვძლიეს.

ცხადი შეიქნა ისედაც უცხადესი, რომ ასეთი შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლა არ ძალუძს.

21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შერმადინი იყო, რომელმაც 9 მოხსნა მიითვალა და ორივე გუნდიდან შედეგიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ჰქონდა - 26. 14-14 ქულა მაკფადენმა და ბურჯანაძემ ჩააგდეს, 8 - ჯინჭარაძემ, ხოლო 2-2 - ტურძილაძემ და ფხაკაძემ. ესპანელთაგან ქულები თერთმეტმა კალათბურთელმა ჩააგდო -  ყველაზე მეტი ლოპეს-აროსტეგიმ (14), ფერნანდესმა (13) და სიმამ (10).

მკითხველის კომენტარები / 42 /
Chacyobit xvdebian nakrebshi shedegic esaa
Aleko
30 ნოემბერი 2021 13:44
2
როცა ნაკრების ტანჯვას ვუყურებ, ერთადერთი სურვილი მიჩნდება ჩვენი ჩემპიონატის რამდენიმე თამაში ვნახო, რომ შევაფასო რატომ იმსახურებენ ესენი ნაკრებში გამოძახებას, თუმცა თავი ვერაფრით ვაიძულე.
დათო
30 ნოემბერი 2021 08:58
0
წარმოდგენაც კი არ შემიძლია, რა ხდება საქართველოს ჩემპიონატში. ალბათ ფეხბურთის ანგარიშებით მთავრდება, სროლა არავინ იცის, მწვრთნელებიც ჭ კლასის ჭ დამხმარეები თუ იქნებიან, ან ჰყავთ საერთოდ?
buba
30 ნოემბერი 2021 16:03
4
ცხოვრებაშიც უვარგისები იქნებიან ვინც გუშინ ათამაშეს. როცა იცი რომ არ ვარგიხარ და გუნდს დააზარალებ, მაყურებელს გადარევ და მაინც შედიხარ, რომ მერე თქვა ნაკრებში ესპანეთთან "ვითამაშეო", ძალიან უვარგისი კაცი იზრდები სპორტს რომ საერთოდ თავი დავანებოთ. უღირსებო კაცი, ყველაფერში უღირსებოა და რომ გადაყირავდეს დედამიწა თქვენგან არც კაცი დადგება და კალათბურთზე ხომ ზედმეტია საუბარი...................................
karuzo
30 ნოემბერი 2021 16:14
9
მსოფლიო ჩემპიონთან და ბოლო წლების ლიდერ ესპანეთან წაგება არ არის ტრაგედია. ჩვენებმა ვერ იბრძოლეს და ცალკეულმა კალათბურთელებმა ვერ გაამართლეს. ძალიან დაბალ დონეზე ითამაშეს იმათ ვისი იმედიც სკამზე მაინც უნდა გვქონოდა. რეგრესი ამ ბიჭების სახეზეა და ეს არის საგანგაშო. 4-5 კალათბურთელი მუდმივად ვერ ითამაშებს მთელ თამაშს. იმედია მალე დაგვემატებიან ბიჭები სანაძე, ცინცაძე, ბითაძე და მამუკელაშვილიც ევროპაზე და სულ სხვა გუნდი გვეყოლება, მარა შეცვლაზე არავინ არ მოდის და ეს საგანგაშოა. ჩვენთვის მთავარი თამაში უკვე კიევში გვექნება და ის უნდა მოვიგოთ.
G.LA
30 ნოემბერი 2021 15:38
2
მაკფადენს ვინც იყვანდა და გათიშა საერთოდ თამაშიდან, ეგ რომ მაინც არ შეგიძლია, სროლას რომ თავი დავანებოთ, რაღატომ დადიხარ კალათბურთზე, მოდაშია ?????????????????????????????????? კაცს რომ ზდიო აჩრდილივით ვერ აკეთებ, ფარში ვერ აგდებ ვერანაირი მანძილიდან, მოოწინააღმდეგე გუნდს მეტ ბურთს აძლევ ვიდრე შენსას, მოკლედ დაანებეთ თავი.............
???????????????
30 ნოემბერი 2021 15:49
3
უკრაინასთან თამაშში გამოჩნდა, რომ გუნდი კი არა ბანდა თამაშობდა. ზუროსმა აიყვანა თავითვის გუნდი მიხედა თავის თავს, ჩვენ გჭირდება ჩვენი კალათბურთით დაინტერესებული მწვრთნელი.
გიზოგ
30 ნოემბერი 2021 12:04
18
ქართველი მწვრთნელი ბოისაა.
-
30 ნოემბერი 2021 12:39
4
შეხედეთ ჩვენს ჩემპიონატს რას გავს.ესეც გმირობაა რომ უკრაინას ვუგებთ.არაა ლოგიკური რომ საქართველოს კალათბურთში ანგგარიშსაწევი გუნდი ყავს.
master
30 ნოემბერი 2021 07:47
0
ანგარიშგასაწევი??
გიზოგ
30 ნოემბერი 2021 13:59
2
აუფ რამდენისთვის გაუმაზავს საქართველოს ნაკრებს ბილეთი?! რამ დაგბოღმათ ხალხო,სპორტია, ძალიან ცუდი დღე ჰქონდათ ბიჭებს,პლიუს დიდი დანაკლისი შენგელიას სახით, დარწმუნებული ვარ შემდეგი თამაშები უკეთესი იქნება და მივაღწევთ იმ მიზანს რაც დასახული გვაქვს,წარმოდგენა არ გაქვთ ზოგიერთებს რას ნიშნავს გულშემატკივრობა,ფეხბურთელებმა მოიგეს და გააღმერთეთ,აგებდნენ და აგინებდით ყველაფერს,წადით ბიძია თქვენ უყურეთ სხვა სპორტს ან საერთოდ შეეშვით და პოლიტიკას მიხედეთ,იმათ უხდებათ გინება. ან გადახედეთ ევროპაში გულშემატკივრებოს კულტურას, წაგებული თამაშის შემდეგ როგორ უხდიან მადლობას გულშემატკივრები სპორტსმენებს და პირიქით, მესმის ყველაფერს აგებდნენ ბიჭები, რაც კალათბურთელებს წარმატებები აქვთ,არცერთ გუნდურ სპორტის სახეობაში არ გვაქვს ესეთი წარმატება(რაგბისტების პატივისცემის მიუხედავად, რაგბი არ არის განვითარებული და პოპულარული სპორტის სახეობა მსოფლიოში,ისეთი როგორც კალათბურთია)ბევრი სპორტსმენი კითხულობს კომენტარებს ან მათი ოჯახის წევრები და იმის ნაცვლად რომ მოტივაცია მივცეთ,ვდგავართ და ვლანძღავთ,იმიტომ რომ ყოველდღე უმაღლეს დონეზე ვერ თამაშობენ, თქვენ ყოველდღე მაღალ დონეზე ასრულებთ თქვენ სამუშაოს სამსახურში?! ალბათ უარყოფითი კომენტარების ავტორების უმრავლესობა არც მუშაობს,არ იცის რა არის შრომა,თორემ დააფასებდა სპორტსმენების შრომას.
სამწუხაროდ
30 ნოემბერი 2021 08:03
9
დაწერილის გააზრების უნარი თუარ გაქვს ეს ჩვენი ბრალი არაა ძმა. აქ საუბარი იმაზეა რომ ამ ბატიტასიკოებზე უკეთესი კალადბურთელები არიან შიდა ჩემპიონატში და გზას არ უხსნიან ნაკრებში და ფულით გაძეძგილი მამიკოს შვილებს ტენიან ნაკრებში. ერთი ამბავი ქონდა ატეხილი გურასპაულს მე თუარ მოვედი დედა აღარ ეყოლება კალადბურთსო და მგონი ეხლა აღარ ყავს დედა. მომავალი თაობა ვინებმაც უნდა ჩაანაცვლონ ბიჭები რაც არიან გუშინ გამოჩნდნენ....
რომა
30 ნოემბერი 2021 11:11
1
ამ დიდ მენტორებს და ჭკუის დამრიგებლებს, ნუთუ არ გიჩნდებათ კითხვა, რომ ამათზე უკეთესი ბიჭები არ არიან სუპერლიგაში? რატომ მიგყავს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე კაცი, რომელიც თანამედროვე კალათბურთის უმცირეს დონესაც ვერ აკმაყოფილებს. და თუ ეს თქვენ მოგწონთ, ითამაშეთ და იყავით ასე სამარცხვინოდ, ზუროსმა უკვე სხვა საქმე აირჩია, აწი გასტროლიორად ჩამოვა ხოლმე და თავში ქვაც გიხლიათო.
გიზოგ
30 ნოემბერი 2021 14:06
0
Camovidaa fuliani mamikoebis bihebiii
ბაჯო
30 ნოემბერი 2021 08:28
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული