შენგელიას გარეშე საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვერ გაუმკლავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში სტუმრად ესპანეთთან 61:89 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ამ ეტაპზე ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს და ტრავმის გამო შენგელიას გამოკლებამ ერთულეს სიტუაციაში ჩააგდო. მართალია, მეტოქეს ევროლიგაზე მოასპარეზენი ვერ დაეხმარნენ, მაგრამ მათი გუნდი ლიგა ენდესას კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომელთაც ჩრდილოეთ მაკედონიას დამაჯერებლად სძლიეს და თორმეტივე მათგანმა მიითვალა ქულები. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, მაზიაშვილი, ფევაძე, ბურჯანაძე და შერმადინი.

თავიდან ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგეს ტოლ-სწორად ეთამაშებოდა, თუმცა მაკფადენს ყურადღებით მეურვეობდნენ, გასაქანი არ მისცეს.
შეტევაში ზუროსის შეგირდებმა ელემენტარული შეცდომების დაშვება დაიწყეს. თანდათან მეტოქის კლასში სხვაობა ნათელი გახდა, რომელსაც ვერც დაცვაში ვერ უმკლავდებოდნენ. პირველი მეოთხედი 8 ქულით წავაგეთ, ხოლო პირველი ტაიმი - 16 ქულით.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის შემცირება შეძლო, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ისევ მოახერხეს გაქცევა და გამანადგურებელი სხვაობით გვძლიეს.

ცხადი შეიქნა ისედაც უცხადესი, რომ ასეთი შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლა არ ძალუძს.

21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შერმადინი იყო, რომელმაც 9 მოხსნა მიითვალა და ორივე გუნდიდან შედეგიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ჰქონდა - 26. 14-14 ქულა მაკფადენმა და ბურჯანაძემ ჩააგდეს, 8 - ჯინჭარაძემ, ხოლო 2-2 - ტურძილაძემ და ფხაკაძემ. ესპანელთაგან ქულები თერთმეტმა კალათბურთელმა ჩააგდო -  ყველაზე მეტი ლოპეს-აროსტეგიმ (14), ფერნანდესმა (13) და სიმამ (10).

მკითხველის კომენტარები / 42 /
შენგელიასთან ერთად მაინც წავაგებდით, ამიტომ შეიძლება ასეც ჯობდეს. უბრალოდ ხუთჯერ რომ დარჩები ცარიელი პერიმეტრზე და ვერც ერთს ვერ ჩააგდებ, ეგაა თორე…
domenti
30 ნოემბერი 2021 01:35
0
შეგაზიზღებენ კალადბურთს კიარა ტელევიზორის ყურებასაც...... სად ნახეს ეს ნახირი??? ბურჯანაძე შემადინი და მაკფადენი.. დანარჩენი ბოდიში და ნახირი ხართ კალადბურთელები კიარა?! ტელევიზორის გათიშვის სურვილი გამიჩნდა საბავშვო საკალადბურთო გუნდები აღარ თამაშობენ ასე ფუ ჩემი ეს რა ვნახე
რომა
30 ნოემბერი 2021 01:28
11
ბურჯანაძეს მეტი, რომ ეთამაშა, ვიდრე რაგბის ილეტების გამოყენაბა, უფრო სარგებლიანი იქნებოდა. ბოლო ჯარიმების ჩაყრამ ცოტათი მაინც მოგვწმინდა სირცხვილი.
გიზოგ
30 ნოემბერი 2021 13:10
1
30 ნოემბერი 2021 02:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული