შენგელიას გარეშე საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვერ გაუმკლავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში სტუმრად ესპანეთთან 61:89 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ამ ეტაპზე ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს და ტრავმის გამო შენგელიას გამოკლებამ ერთულეს სიტუაციაში ჩააგდო. მართალია, მეტოქეს ევროლიგაზე მოასპარეზენი ვერ დაეხმარნენ, მაგრამ მათი გუნდი ლიგა ენდესას კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომელთაც ჩრდილოეთ მაკედონიას დამაჯერებლად სძლიეს და თორმეტივე მათგანმა მიითვალა ქულები. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, მაზიაშვილი, ფევაძე, ბურჯანაძე და შერმადინი.

თავიდან ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგეს ტოლ-სწორად ეთამაშებოდა, თუმცა მაკფადენს ყურადღებით მეურვეობდნენ, გასაქანი არ მისცეს.
შეტევაში ზუროსის შეგირდებმა ელემენტარული შეცდომების დაშვება დაიწყეს. თანდათან მეტოქის კლასში სხვაობა ნათელი გახდა, რომელსაც ვერც დაცვაში ვერ უმკლავდებოდნენ. პირველი მეოთხედი 8 ქულით წავაგეთ, ხოლო პირველი ტაიმი - 16 ქულით.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის შემცირება შეძლო, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ისევ მოახერხეს გაქცევა და გამანადგურებელი სხვაობით გვძლიეს.

ცხადი შეიქნა ისედაც უცხადესი, რომ ასეთი შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლა არ ძალუძს.

21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შერმადინი იყო, რომელმაც 9 მოხსნა მიითვალა და ორივე გუნდიდან შედეგიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ჰქონდა - 26. 14-14 ქულა მაკფადენმა და ბურჯანაძემ ჩააგდეს, 8 - ჯინჭარაძემ, ხოლო 2-2 - ტურძილაძემ და ფხაკაძემ. ესპანელთაგან ქულები თერთმეტმა კალათბურთელმა ჩააგდო -  ყველაზე მეტი ლოპეს-აროსტეგიმ (14), ფერნანდესმა (13) და სიმამ (10).

მკითხველის კომენტარები / 42 /
რა განსხვავებაც ესპანეთსა და საქართველოს შორისა არის როგორც ქვეყნები რომ ავიღოთ ზუსტად იგივე განსხვავაება იყო ამ თამაშში. ეს შემთხვევითი არ არის. მე დღეს ვერ დავინახე ახალგაზრდებიდან ვერც თამაშის ცოდნა, ვერც ტყორცნის ქონა ან ცოდნა, თავდასხმა იქნება თუ თავდაცვა ადგილის სწორად შერჩევა და მუდმივი მოძრაობა... ყველა ტლანქად გამოიყურებოდა, პრესინგის, თუ ზონის დაყეების არ ცოდნა. არ ვიცი ამ თამაშიდამ მარტო შერმადინის სტაბილური მუშაობის გარდა კარგი არაფერი გამოჩნნდა. სამწუხაროა
n
30 ნოემბერი 2021 03:23
0
შენგელიასთან ერთად მაინც წავაგებდით, ამიტომ შეიძლება ასეც ჯობდეს. უბრალოდ ხუთჯერ რომ დარჩები ცარიელი პერიმეტრზე და ვერც ერთს ვერ ჩააგდებ, ეგაა თორე…
domenti
30 ნოემბერი 2021 01:35
0
ნაკრების წევრების უმეტესობა ისე იქცეოდა, მგონი კალათბურთი ეზოშიც არ აქვთ ნათამაშები. ეს იყო ქვეყნის შერცხვენა, რაც გუშინ მოედანზე ხდებოდა და ამაზე პასუხისმგებლობა სამწვრთნელო შტაბს ეკისრება. კალათბურთელი თავისიანს და სხვიანს რომ ვერ არჩევს, ნაკრებში არ უნდა იყოს.
1
30 ნოემბერი 2021 14:28
1
არ დაბლოკოᲗ
როდემდე იქნებიან Თოკო გიო და სხვები?
სისტემაა დამნასავე არასწორი სელექცია და არასწორი მიდგომა ..
მაგ.Ჩემს Თავზე მყავს 2005 წელს დაბადებული ბავᲨვი 205სმ სიმაᲦლის და ნაკრების დონეზე ვარ გავქაᲩე.
მყავს მეორე 184სმ სიმარლის არც მაგას არა აქვს წვდომა ფედერაციის დონეზე ასაკობრივს ვგულისხმობ.
ბავᲨვები ამ ასკიდანვე იკარგებიან რადგან როცა არ ექცევა ყურადᲦება.
კალაᲗბურᲗი Ძვირიანი სპორტია ორივეს ტარება დაახლოებიᲗ 350-400 ლარამდე ჯდება.
ყველა მიხვდებიᲗ რაც ხდება გვერდზე წევენ პერსპექტიულ ბავᲨვებს რომლებიც იკარგებიან და წინა პლანზე მოყავᲗ ის ბავᲨვები რაც ვნახეᲗ გუᲨინ და Თუნდაც უკრაინასᲗანაც
მომო
30 ნოემბერი 2021 10:06
2
ესპანეთთან გასვლაზე და თუნდაც თბილისში მოგებას არავინ ითხოვს, მაგრამ ეს მუხლების კანკალით თამაში რა უბედურებაა (სტატისტიკა ნახეთ რამდენი დაკარგვა გვქონდა)?! ნაკრები რომელიც დაახლოვებით შვიდი წუთის განმავლობაში ქულას ვერ აგდებს მსოფლიოზე თამაშს ალაბთ, არ იმსახურებს!!! ჯერჯერობით ევროპა ვიკმაროთ!!!!
მუხლის კანკალით საქმე არ კეთდება!!!
30 ნოემბერი 2021 09:01
1
პარკეტზე შეინიშნებოდა რამდენიმე შლანგი
...
30 ნოემბერი 2021 02:11
0
სამარცვინოები კალათბურთს შეგაძულებენ!
ზურა
30 ნოემბერი 2021 02:24
2
რა გვეშველება და არაფერიი !!! ასე , როცა კალათბურთის განვითარება ნიჭიერი ბავშვების მოძებნა და გაზრდა კი არა , მდიდარი და გავლენიანი მშობლების მიხედვით ხდება აქცენტების გაკეთება ბავშვთა კალათბურთში , შედეგიც შესაბამისია . გვარებს გადახედეთ ყველა ასაკობრივში და დარწმუნდებით ყველაფერში . სამაგიეროდ ფედერაცია ფულის კეთებას არ ეშვება . გაარკვიეთ აბა ჟურნალისტებმა , რამდენი გადაიხადეს იმ ბავშვების მშობლებმაფედერაციის ხელმძღვანელების სასარგებლოდ , ესპანეთსა და იტალიაში რომ აუშვეს წელს ? 10 000 $ . ჯერ სად ხართ , შემდეგი ასაკობრივი ნაკრების შედეგები იმდენად საგანგაშოა , ეს თაობა წავა (შერმადინი, შენგელია) და დაივიწყეთ ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილეობა . იმ ნაკრებში სადაც ბაქრაძეს ეკუთვნის დრო და ბულაშვილი , გაფრინდაშვილი და თავაქარაშვილი საერთოდ ვერ ხვდებიან , რაზე უნდა ილაპარაკო . ხალხი ისე დგას ნაკრებში , ეროვნულ ჩემპიონატშიც კი არ შედიან საუკეთესოებში , ჯინჭარაძეს არ ეხება , ერთ-ერთი საუკეთესოა . ხოდა კლანური პრინციპით დაკომპლექტებული ნაკრები , მასე გამოიყურება ზუსტად . წარმატებები ძლიერთა ამა ქვეყნისათა , ღმერთმა თქვენ დაგაჯილდოვად ყველაფრის ნიჭით , მაგის დამალვა დანაშაულია :)))
ATP 16
30 ნოემბერი 2021 09:05
1
თამაშის წინ 1 დღით ადრე დავწერე - შენგელია რადგან ვერ იქნება სჯობს სათამაშაოდ არ გავიდეთ და წაგება ჩაგვითვალონ! სულ დისლაიქების ცვენა წამოვიდა. ხედავ რა შედეგი დადგა?! მე განა მართლა იმას ვგულისხმობდი რომ მოედანზე გასვლა არ იყო საჭირო. უბრალოდ ვიცოდი, რომ შენგელიას გარეშე ასთი სამარცხვინო მარცხისათვის ვიყავით განწირული! შენგელია მოედანზე მარტო ის 14 -20 ქულა და 10 მოხსნა კი არ არის?! შენგელია იმედია, მფარველია, ყაჩაღების ატამანია, სისონა დარჩიაა! ახლა მინდა გითხრათ, შენგელია რომ არ იყო ამიტომ ვერ ითამშა მაკფადენმა თავისი თამაში და ვერ აიღო თავისი 25 ქულა. ახალგაზრდებს რაც შეეხება არ მინდა კატეგორიული ვიყო და გული ვატკინო, მაგრამ სავა გზა არ არის, სათქმელი დროზე უნდა ითქვას. ამ ახალგაზრდებს ღმერთმა საკალათბურთო ნიჭი არ მიამადლა. რაც ვნახეთ, რასაც თამაშობდნენ ეს არის ვარჯიშის და გარჯის შედეგი, მაგრამ ნიჭის გარეშე ეს შრომა-გარჯა-ენთუზიაზმი შედეგს ვერ მოიტანს.
SILVERMARCS
30 ნოემბერი 2021 09:33
5
დაცვაში ძალიან დიდი ნახვრეტია როგორც უნდოდათ ისე გულაობდნენ
ჟორიკა
30 ნოემბერი 2021 09:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული