საქართველოს ნაკრები სკოპიეშია - მეტოქეს შეიძლება 3 კალათბურთელი დაემატოს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჩავიდა, სადაც 27 თებერვალს ამ ქვეყნის ნაკრებთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ჩდრილომაკედონიელები 24 თებერვალს 21 ქულით – 91:70 დაამარცხა, რის შემდეგაც ორივე ნაკრები მორიგი საკვალიფიკაციო მატჩის გასამართად სკოპიეში გაემგზავრა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებმა თბილისიდან სკოპიემდე ერთად იმგზავრეს. გუნდები თბილისიდან 25 თებერვალს, 16:00 საათზე გაფრინდნენ და სტამბოლში გადაჯდომით დანიშნულების ადგილზე ადგილობრივი დროით 19:00 საათზე ჩაფრინდნენ. რა თქმა უნდა, კალათბურთელებმა დაისვენეს და ძირითად ვარჯიშებს დღეს,
სკოპიეს ბორის ტრაიკოვსკის დარბაზში გამართავენ. დაგეგმილია 2 ვარჯიში ადგილობრივი დროით 11:00 და 19:00 საათებზე.

ჩვენს ნაკრებში იგივე შემადგენლობაა, რაც წინა შეხვედრაში. მაკედონიელებს კი შესაძლოა ის 3 მოთამაშე დაემატოს, რომელიც თბილისში აკლდა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მაგარი იქნებოდა ,მაგრამ ვერა სამწუხაროდ. არადა ძალიან მნიშვნელოვანი არის, ფაქტიურად გადამწყვეტი იქნება ეს თამაში შემდეგ ჯგუფში,რადგან სრულად ყველა თამაშის ქულა გადაგვყვება მეორე ჯგუფში. თუ გვინდა შანსი გვქონდეს ეს თამაში 100% ით მოსაგები არის,წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ ჯგუფში უშანსოდ ვიქნებით.
Joko
22:03 26-02-2022
2
კი მარა ცსკა-დან წამოსული თოკო, რომ დაგვემატოს არ შეიძლება?
რრრ
21:24 26-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული