"მაქსიმუმს გავიღებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ იამაყოს" - ბითაძის ვრცელი ინტერვიუ საქართველოში გასამართი ევრობასკეტის წინ

AutoSharing Option
სექტემბერში საქართველოს ნაკრები მეხუთედ იასპარეზებს ევრობასკეტზე. A ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს. Fiba-ს ოფიციალურმა საიტმა საქართველოს ნაკრების კალათბურთელ გოგა ბითაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც გთავაზობთ:

"ეს დიდებულია! ასეთი დიდი მატჩების მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც შესანიშნავია. ეს იქნება ფანტასტიკური გამოცდილება როგორც კალათბურთელებისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვის.

"ჩვენ გვაქვს დიდი ნიჭი, ჩვენი გუნდი ძალიან ნიჭიერია და ვაპირებთ ყველაფერი გავცეთ, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა იამაყონ. გვაქვს პოტენციალი და ნიჭი, რომ დავამარცხოთ რამდენიმე ძალიან კარგი გუნდი, ამაში დარწმუნებული ვარ. მოუთმენლად ველი ასპარეზობის დაწყებას. ეს იქნება ძალიან სახალისო სასწავლო
გამოცდილება ყველა ჩვენგანისთვის."

ბითაძემ "ინდიანა პეისერსის" შემადგენლობაში NBA-ში მესამე სეზონი დაიწყო და ახლა ეროვნული ნაკრების მატჩებს მოუთმენლად ელის. მთავარი ტურნირის საშინაო პარკეტზე თამაშის შანსს ღრმა მნიშვნელობა აქვს და 22 წლის კალათბურთელი იმედოვნებს, რომ სახლის მხარდაჭერა შეიძლება მნიშვნელოვანი უპირატესობა იყოს.

"ჩვენი მიზანია, ჩავატაროთ შესანიშნავი პირველი რაუნდი სახლში და გამოვიყენოთ მეექვსე ადამიანი, ანუ ჩვენი გულშემატკივარი, რათა მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი თამაში.

რა თქმა უნდა, მათი მხარდაჭერა იქნება მასიური და ეს ჩვენთვის დიდი სტიმული იქნება.

"ჩვენი ამოცანაა, გავიდეთ პარკეტზე და გავიღოთ მაქსიმუმი, რათა კარგი ტურნირი ჩავატაროთ. თუ ჩვენს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, ჩვენი გულშემატკივრების გვერდით ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. 

რთულ ჯგუფში ვართ. ყველა გუნდი ძალიან კონკურენტუნარიანია. ტურნირზე პატარა გუნდები აღარ არის. მე მაქვს განცდა, რომ ამ ზაფხულს NBA-ს ბევრი ბიჭი გამოვა და ითამაშებს თავის ეროვნულ გუნდში, რაც ძალიან კარგი სანახავი იქნება!

ეს იქნება დიდი გამოწვევა ჩვენთვის, ისევე, როგორც სხვა გუნდებისთვის, რომლებსაც ვეთამაშებით. ჩავდებთ ენერგიის მაქსიმუმს. გვინდა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ!

ვფიქრობ, უკეთესია ჯგუფურ ეტაპზე კარგ გუნდებთან თამაში, რათა მოემზადო შემდეგი ტურებისთვის. 

ჩვენ გვყავს ძალიან დომინანტური გუნდი. სანდრო მამუკელაშვილი, თოკო შენგელია, გიორგი შერმადინი და მე - ჩვენ შეგვიძლია დიდი სამუშაოს შესრულება, შეგვიძლია ბევრი მოხსნა და ასევე შეგვიძლია სროლა.

გვყავს მოთამაშეთა ძალიან დაბალანსებული ჯგუფი და გვყავს ბევრი ნიჭიერი და ასევე გამოცდილი კალათბურთელი, როგორებიცაა, მაგალითად, გიორგი და თოკო. ასეთი ვეტერანების ყოლა გუნდში, ეს დიდი ბონუსია.

ყოველთვის ვეცდები, დავეხმარო ჩემს ქვეყანას ყოველ ჯერზე, როცა ამას შევძლებ. ვოცნებობ, ვითამაშო ბევრი ტურნირი ეროვნულ გუნდთან ერთად, ევრობასკეტზე, FIBA-ს კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე. ამიტომ ვაპირებ დავეხმარო ეროვნულ გუნდს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომელშიც მონაწილეობა შემიძლია".
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს მაღლები კარგია მარა მარტო ერთი(ნატურალიზირებული) გამთამაშებლით რა გამოვა არ ვიცი, რა გახდა ერთი გელა დარსაძის დონის კალათბურთელის გაზრდა, ზურა საკანდელიძის დონეზე არაფერს ვამბობ.
რრრ
19:43 16-06-2022
1
აღარ დამთავრდა ეს გამოცდილების მიღების დრო? რა გამოცდილებაზეა საუბარი ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში მონაწილეობთ, ეს გამოცდილება არ არის? მოვიდა უკვე შედეგის დადების დრო და ამ ევროპაზე სწორედ შედეგს ველით.
ჟორა გაბრიჭიძე
18:49 16-06-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული