ეს გახლდათ თამაშამდე ბოლო ვარჯიში “რიგა არენაზე”, რადგან დღეს, 30 ივნისს, ამ დარბაზში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი გაიმართება ლატვიასა და სერბეთს შორის. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, 10 500 მაყურებელზე გათვლილი “რიგა არენა” მთლიანად სავსე იქნება, რადგან ყველა ბილეთი გაყიდულია.
საქართველოს ნაკრები “რიგა არენას” მხოლოდ 1-ელ ივლისს, თამაშის დღეს დაუბრუნდება. დილით მოკლე ვარჯიშს ჩაატარებს, ხოლო საღამოს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე, უკრაინას დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 19:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.
GBF