"ჯოჯოხეთი თბილისში და ცეცხლი პარკეტზე" - ესპანური მედია საქართველოს ნაკრებთან მარცხზე

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებთან წაგებულ მატჩს (76:82)  ესპანური მედია გამოეხმაურა.

AS: მტკივნეული დარტყმა თბილისში

"კავკასიელებმა ოვერტაიმში პარკეტზე ცეცხლი დაანთეს და ესპანეთმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი მარცხი განიცადა. "საქართველო-საქართველო" - ომახიანად სკანდირებდნენ დარბაზში გულშემატკივრები. ქართველებმა წამყვანი ტრიოთი (მაკფადენი, შენგელია, შერმადინი) და "სპეციალური სტუმრით", ანდრონიკაშვილით, ესპანეთი დასაჯეს. ეს საგანგაშო არა, მაგრამ მტკივნეული დარტყმაა.

ეს თბილისში კარგი საკალათბურთო საღამო იყო. ეს არ იყო ესპანეთის დღე, არამედ იყო ქართველთა სიამაყე. "საქართველო-საქართველო" - გრგვინავდა თბილისში არენა".

"მარკა": ესპანეთი ქართულ ჯოჯოხეთში იწვის - გაუტეხელ
მაკფადენთან

"ტყუილად როდი იყო ეს შეხვედრა ამ სანაკრებო ფანჯარაში ყველაზე რთულად მიჩნეული. ამ ფონზე ესპანეთი უძლური აღმოჩნდა. ესპანეთს გარკვეულ პერიოდში საუკეთესო წუთებმა ვერ უშველა და ქართველთა "დიდმა სამეულმა" ტემპი შეცვალა, ნატურალიზებული ამერიკელის წინამძღოლობით ჯოჯოხეთი მოგვიწყო და გაიმარჯვა.

ახლად აშენებულ არენაზე მოჩანდა, რომ მასპინძლები ზეწოლას სულ უფრო და უფრო აძლიერებდნენ. თავიანთ ეროვნულ გმირ თორნიკე შენგელიასთან ერთად მქუხარე ოვაციების თანხლებით, ეროვნული ჰიმნის, "თავისუფლების" შესრულების შემდეგ მოედანზე ჩვენზე უფრო აგზნებულები გავიდნენ და გამარჯვება მოიპოვეს".

მკითხველის კომენტარები / 24 /
პრესაᲨი არც უხსენებიაᲗ რომ მაᲗ ნაკრებს წამყვანი კალაᲗბურᲗელები აკლდაᲗ და წაგება ამისᲗვის არ დაუბრალებიაᲗ.ნამდვილი მსოფლიოს Ჩემპიონები არიან! Ღირსეულად Შეხვდნენ წაგებას!
Ღირსეული
05 ივლისი 2022 07:52
0
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სწორედ მაგ შემადგენლობით თამაშობენ და ყველა თამაში მოგებული ჰქონდათ. ასე რომ, მაგით თავს ვერ გაიმართლებდნენ.
ლუკა
05 ივლისი 2022 14:05
0
მთავარი ის არ არის "კოლეჯის ბიჭი" რომ ხარ, მთავარია მთელი სულით და გულით გინდოდეს, ჯიგარი გქონდეს და შედეგი სახეზეა. რატი შვილო, შენ უმაგრესი ქართველი ხარ!
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
05 ივლისი 2022 02:44
0
ჩვენ მე3 ადგილი უფრო გვაწყობს,კალენდრიდან გამომდინარე, მაგ შემთხვევაში ამერიკის ხალხი გვეყოლება აგვისტოში
დათო
05 ივლისი 2022 00:56
0
ფაქტიურად "კოლეჯის ბიჭმა"მოუგო,მსოფლიოს ჩემპიონს
მარი
05 ივლისი 2022 00:42
2
ამ ესპანეთს მოუგებს უკრაინაც.
რრრ
05 ივლისი 2022 00:30
66
დიდი ანგარიშით მოგების რა გითხრათ მარა მგონია 79-71 მოუგებს
ჯიჯი
05 ივლისი 2022 09:09
1
უკრაინა არა ის კიდევ .
უკრაინა საშუალო დონის გუნდიც არაა . მე ვერ გავიგე რატომ დათმო საქატთველოს ნაკრებმა უკრაინასთან , თუმცა გეტყვით იმას, რომ ესპანეთი დიდი ანგარიშით მოუგებს უკრაინას .
ბესო
05 ივლისი 2022 00:51
5
კიდევ ერთი დადებითი ჩვენთვის ამ წაგების მერე ვალდებული ხდება ესპანეთი უკრაინას მოუგოს თორე მეორე ეტაპზე 2 მოგებით გადავა რადგან მაკედონიასთან მოგებები არ ეთველებათ ხოდა მოუწევს 7 ში უკრაინას მასტერკლასი ჩაუტარონ დაუშვებენ აინარსს დედამიწაზე :დ იკითხავთ რატო არ მინდა უკრაინის მოგება რატო და უს ჟესტი ზუროს რო გაეკეთებინა მთელი უკრაინის კალ ფედერაცია ზუროსის გაშვებას მოგვთხოვდა მან ბოდიშიც კი არ იკადრა ჰოდა ასწავლიან 7ში რომ ჯერ უნდა გადახტეს და ჰოპ მერე დაიძახოს :დ
ნოდო
04 ივლისი 2022 23:34
6
უკრაინა,მთელი თვეა რაც სპეციალურად ემზადება ამ მატჩებისათვის,წუხელ მონტენეგროს,ფაქტობრივად პირველივე პერიოდში მოუგო და მერე უბრალოდ ანგარიშს ინარჩუნებდა,მოტივაცია,ომიდან გამომდინარე,უმაღლეს დონემდე ექნებათ აწეული და სულაც არ მგონია,რომ ესპანეთი ადვილად დაამარცხებს,მით უფრო,რომ ჩვენთან მათთვისაც უმძიმესი მატჩი გამოვიდა და შემადგენლობაც შეუთამაშებელია.
სოსო
05 ივლისი 2022 13:01
0
უკრაინასთან წაგებამდელი სტატუსქვოს აღსადგენად ესპანეთი ამოტენის უკრაინას და ყველაფერი ისევ თავის ადგილას დაბრუნდება.
შემდეგ ეტაპზე საჭიროა 2 მოგება და გავალთ მსოფლიოზე!
ქომაგი
05 ივლისი 2022 00:05
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული