როდესაც პარკეტზე "თავადი თავხედობს" - რატიმ ესპანეთთან მატჩის ბედი გადაწყვიტა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ახალ არენაში მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა. ესპანურმა მედიამ აღნიშნა, რომ რიგი წამყვანი მოთამაშეები აკლდათ, მაგრამ ჩვენს გუნდს გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ დაეხმარნენ, რაც ილიას ზუროსის კრებულის მოკლე სათადარიგო სკამის გათვალისწინებით, გაცილებით მნიშვნელოვანი დანაკლისი იყო, ვიდრე მათი. „მარკამ“ დაწერა, რომ საქართველოს ნაკრები კონტრასტების გუნდია, რამეთუ დიდი სამეული (შენგელია, მაკფადენი, შერმადინი) ჰყავს და ევროპაში ყველაზე სუსტია შემადგენლობის სიღრმის მხრივ. სწორედ ამ ტრიოს დამსახურებად იქნა ქართველების გამარჯვება მიჩნეული და მხოლოდ AS-მა გაუსვა რატი ანდრონიკაშვილის კარგ თამაშს ხაზი. გამოცემამ მას რატომღაც
„სპეციალური სტუმარი“ უწოდა. ბექა ბექაურის ჩინებული ასპარეზობა (10 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა, 3 დაფარება) არც უხსენებიათ. თუმცა, უნდა ითქვას, შეხვედრა ძალიან ობიექტურად გააშუქეს.

იყო დრო, როდესაც ქართულ კალათბურთში ტანმაღალი მოთამაშეების პრობლემა იყო. თბილისის „დინამოში“ ლამის შეუცვლელად უწევდა ნიკოლოზ დერიუგინს თამაში (სიმაღლე 206 სმ) და ამიტომ ჩამოჰყავდათ ყოფილი სსრკ-ის სხვადასხვა გუნდიდან კალათბურთელები (ბოროდაჩევი, მილოვიდოვი, ოპოშნიანი, მარჩენკო, ტიუბინი). ახლა პირიქით, მცველებისა და გამთამაშებლების დეფიციტი გვაქვს, ამიტომ გვიჭირს შედარებით სწრაფ ტემპში თამაში. გუშინ კი სასიამოვნოდ გაგვაოცა ანდრონიკაშვილმა. გულშემატკივრები ხუმრობდნენ, მსოფლიოს ჩემპიონები ამერიკული კოლეჯის ქართველმა თავადმა დაამარცხაო.

რატიმ 32:58 წუთში 17 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, თუმცა მთავარი მისი მატჩის დასასრულს დიდებული გარჯაა - ძირითადი დროის ბოლოს მეტად საჭირო ორქულიანი, ხოლო ოვერტაიმში 8 ქულა ჩააგდო. ის თითქოს რაღაც ავანტიურულ, კარგი გაგებით თავხედურ კალათბურთს თამაშობს, ხანდახან ქუჩისასაც რომ მოგაგონებთ, მაგრამ სწორედ ასეთი არასტანდარტული სტილისა სჭირდება ჩვენს გუნდს. გაიხსენეთ, როგორ მოჰპარა ბურთი მეტოქეს და ქულები შეგვძინა. თანაც, რა საჭირო მომენტში და მაყურებლებმა მისი სახელის სკანდირება დაიწყეს. ასეთ სიტუაციაში იგრძნობს ხოლმე კალათბურთელი, რომ თამაში მისდის, მუღამზე მოდის და ყველაფერი გამოსდის.

ესპანეთთან თავი არავის დაუზოგავს, ყველა ბოლომდე დაიხარჯა, თუმცა ანდრონიკაშვილმა გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გადასვლის შემდეგ მას აშკარად მოუმატებია, აქვს ლიდერის თვისებები, არ აქვს კომპლექსები, შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება და თუ პროგრესს ასეთი ტემპით გააგრძელებს, ბევრსაც მიაღწევს. ჩვენ კი გუშინდელი მართლაც გმირობისთვის სხვა რა გვეთქმის - მადლობა, რატი, ასე გააგრძელე!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 13 /
სპეციალურად შევადარე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობები ჩვენ წინააღმდეგ ესპანეთში რომ მოგვიგეს ამ რამოდენიმე თვის უკან და ჩვენ რომ მოვუგეთ გუშინწინ. განსხვავება იმაშია რომ არ ჰყავდათ სამი მოთამაშე თბილისში, კერძოდ Díaz A. , Pauli O. და Perez D., არცერთი არ თამაშობს ტოპ კლუბში. ასე რომ ბიჭების მოგების დაკნინება, არასწორი მგონია!
გიორგი
06 ივლისი 2022 16:15
0
რატის ყველა მონაცემი აქვს, რომ სერიოზული კალათბურთელი დადგეს.კარგა ხანს ვადევნებ თვალს, ჰქონდა პრობლემები, ბურთს ბევრს ათრევდა, პასს არ იძლეოდა დროულად.ბევრი რამ გამოასწორა და იმედი მაქვს იმუშავებს საკუთარ თავზე.გადაჭარბებული ქება კი ქართველ სპორტსმენებს არ უხდება. ისე ცნობისათვის ბოლო 4 წელში ამ ესპანეთმა წააგო უკრაინასთან, ისრაელთან, სახლში პოლონეთთან.
დიმა
06 ივლისი 2022 11:33
0
პოლონეთთან რომ გუნდი კალათბურთს წააგებს, იმის მსოფლიო ჩემპიონობა არ გაიშვა!
aburjga
06 ივლისი 2022 13:03
3
ფიზიკაში რამხელა აქვს მომატებული....
იგრძნობა ამერიკული სკოლის გავლენა...
ჩვენი სტეფია!!!
ვაუ
06 ივლისი 2022 09:24
0
არიქა, ახლა დაგიწერენ ბოღმიანები, სტეფს ნუ ადარებო. მე დარსაძის მერე არ ჰყოლია საქართველოს ნორმალური გამთამაშებელი მეთქი და ერთმა გენიოსამ დარსაძეს და დონჩიჩს ნუ ადარებთო, მგონი დონჩიჩის თამაში მარტო ჰაილაითებითა აქვს ნანახი. დიახაც ჩვენი სტეფი უნდა გახდეს. მე მის ყველა ნაბიჯს ვადევნებ თვალს ნსაა-ში, ძალიან მოუმატა ფიზიკაში, მაგრამ უკრაინასთან თამაში რომ ჩააგდო, ცოტა ეჭვი შემეპარა მასში, თან პირველი ტაიმი ესპანეთთანაც ფაქტიურად ჩააგდო, მაგრამ მერე, როგორც მაგრებს სჩვევიათ, ბოლო მეოთხედი და ოვერტაიმი დაგლიჯა, ასე თამაშობენ ტოპები. ჯერ ბევრი უკლია ტოპ-ამდე, მაგრამ თუ ივარჯიშა, საკმაოდ მაღალი სიმაღლეების დაპყრობა შეუძლია. ასეა თუ ისე, როგორც იქნა ქართველი გამთამაშებელი გამოჩნდა.
ბმბ
06 ივლისი 2022 11:53
0
ჩვენ ბიჭებს ჭ ი რ დ ე ბ ა გამოცდილება , ერთად თამაშის მეტი გამოცდილება, საჭიროა გაცილებით მეტი ამხანაგურები, ვროპიდანაც გ ა ვ ი დ ე თ და სამხრეთ ამერიკის ძლიერ ნაკრებებს ვეთამაშოთ (ბრაზილია ურუგვაი, არგენტინა), ავსტრალიის,ზელანდიის ძლიერ ნაკრებებთან,
იაპონია, ჩინეთს...აქ უნდა გამოიცდადოს - მენტალურად განმტკიცდეს რეზერვი,ახალგაზრდა ბიჭები მაქსიმალური დატვირთით ; ბოქორიშვილი,ბექაური, ბერიშვილი,ბაქრაძე...
ფედერაციამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

ძლიერი სპორტილი ერი ვართ (მენტალურად, ნიჭით...-იდეური გაერთიანებაც რომ შევძლოთ- სახელმწიფოც მტკიცე და წარმატებული გვექნება, მით 900 000 ემიგრცია ა რ დაგვიდგებოდა)... მაგრამ გვიჭირს სისწრაფეში- დინამიური თამაში, ე.ი. მუდმივ სისწრაფე-მუდმივ კონცენტაციით თამაში და მხოლოდ მით ვაგებთ ხოლმე (უკრაინამ სისწრაფეში გვაჯობა და მოგვიგო,იმ ბაგატსკიმაც კარგად იცის ქართველთა ეს ბრობლება და...), მაგრამ ეს ა რ არის რთული მოსახსნელი, საჭიროა ეროვნული ჩემპიონატების დონე ავამაღლოთ,სერიოზული ფინანსები ჩავდოთ, ახალგაზრდობის დასაქმების საშუალება გავხადოთ - ძალიან კ ა რ გ ი ანაზღაურების დასაქმების საშუალება (როგორც არის ევროპაში),მისთვის ევროპასთან,პასუხისმგებლობის სამყაროსთან დაახლოება კი არა-მისი ნ ა წ ი ლ.ი უნდა გავხდეთ ( მევროკავშირის წევრი), ეკო- კასაც სწრაფად ავაღორძინებთ და მსოფლიო სპორტის ერთ-ერთი ლიდერი ერი შევიქმნებით, ახალგაზრდობისათვის სპორტი (ყ ვ ე ლ ა სახეობა)და ჯ ა რ ი ძირითადადი დასაქმების საშუალება იქცევა, მით გ ა ც ი ლ ე ბ ი თ ჯანსაღი თაობები გვეყოლება!
კახაბერი
06 ივლისი 2022 06:00
0
ყოჩაღ კახაბერ. კარგად გაქვს ჩამოყალიბებული. ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ.
ჩვენი მთავარი პრობლემა ყოველთვის იყო ერთად შეკვრა და სწორი მიმართულებით მოძრაობა.
ღმერთმა გისმინოს.
დათო
06 ივლისი 2022 10:34
0
აშკარად გაგვაოცა რატიმ,გენაცვალე. და ბოლოს იმასა ვიტყვი რომ გადამწყვეტ მომენტში იმ პატარა ბიჭებმა შეასრულეს.
გიო
05 ივლისი 2022 22:12
1
ვინმე ბაგრატიონი არ გვყავს კაათბურთელი ? ნაკრებში ვათამაშოთ და მერე ამერიკის დრიმ ტიმსაც მოვუგებთ ! PP
zura222
05 ივლისი 2022 21:43
6
შერმადინს თამაში არ წაუვიდა და იმიტომ აღარ გამოიყვანა, აი რატი და ბექაურის ასეთ თამაშს ალბად თავადაც არ ელოდა, ესპანეთთან კი სხვა გამოსავალი აღარ ქონდა სანაძე-ბურჯანაძის ინერტული თამაშის შემხედვარე, ჯინჭარაძე ძალიან ენერგიული და საჭიროა დაცვაში მაგრამ ცოტა დასახვეწია უნარებში, ისე იყო და რჩება ჩვენს კალათბურთში მსროლელის არყოლა, ძირითადად სულ ფარქვეშ თამაშით გავდიოდით ფონს, ერთი დარსაძეს არაუშავდა, მერე კაპუსტინი ჩამოიყვანეს, რა გახდა მსროლელის მოძებნდა და გაზრდა?!
გუსანი
05 ივლისი 2022 23:18
0
ხოდა ეგ მიკვირს მეც რატო არ ენდო უკრაინასთან რატის ზუროსი? ან თუნდაც ბექაურს? შერმადინის მეორე ტაიმში არ გამოყვანამაც გამაკვირვა.
რრრ
05 ივლისი 2022 19:01
1
რატო არ ენდო და იმიტომ რო უკრაინას თამაში მისცეს
beqa
05 ივლისი 2022 19:57
7
tkven ar ikavit bekaurs ra unda nakrebshi rom gaidzaxodnen
suares
05 ივლისი 2022 19:25
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული