საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ნიდერლანდებთან სპარინგ-მატჩი გამართა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ამხანაგური მატჩი გამართა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდის მეტოქე გახლდათ ნიდერლანდები, რომელსაც ქართველებმა 9 ივლისს, სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 90:71 მოუგეს.

ამჯერად გამარჯვება ნიდერლანდს დარჩა. თბილისში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის "ბ" დივიზიონში საასპარეზოდ ნაადრევად ჩამოსულმა ბენილუქსელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს და ქართველებს დამაჯერებლად – 77:60 სძლიეს. სტუმრებმა ყველა პერიოდი მოიგეს და საბოლოოდ 17 ქულის სხვაობით იმარჯვეს, რაშიც ლომის წვლილი 16 ქულისა და 10 მოხსნის მიმთვლელ კრააგს მიუძღვის.

საქართველოს ნაკრებში 19 ქულითა და 6 მოხსნით ნიკოლოზ გაფრინდაშვილი გამოირჩა.
9 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა ლუკა ლიკლიკაძემ მოაგროვა, 8 ქულა და 6 მოხსნა გიორგი სარალიძის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ თბილისში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის "ბ" დივიზიონი სტარტს 15 ივლისს აიღებს. საქართველოს ჯგუფში მეტოქეებად კოსოვო, ავსტრია, შვედეთი და ჩრდილოეთი მაკედონია ჰყავს. ნიდერლანდები კი პირველ ჯგუფშია ისლანდიასთან, ესტონეთთან, ლუქსემბურგთან და რუმინეთთან ერთად.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული