საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა ნიდერლანდებთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ბულგარეთთან, ნორვეგიასა და კოსოვოსთან ერთად. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის და ბრძოლას 3 საპრიზო ადგილისთვის აგრძელებს, რომლის მფლობელებიც 2023 წლისთვის "ა" დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.
ლატვიაში გამგზავრებამდე, დავით როგავას გაწვრთნილმა ნაკრებმა
უკრაინელებთან მატჩი დაძაბული გამოდგა და სლავების გამარჯვებით – 73:68 დასრულდა. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი გიორგი ოჩხიკიძემ დააფიქსირა, რომელმაც 19 ქულა, 9 პასი, 6 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. 17 ქულა და 4 მოხსნა გიორგი სულაბერიძემ მიითვალა, 10-10 ქულა თენგო გოგიშვილმა და ლუკა კუჭუხიძემ მოაგროვეს.
მომდევნო დღეს, 13 ივლისს ქართველი 18-წლამდელები ლატვიას დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 64:62 სძლიეს. ჩვენს გუნდში 13 ქულით ბომბარდირი ოჩხიკიძე გახდა, რომელმაც ასევე მატჩში უმეტესი – პასი მიითვალა. 12 ქულა ანდრია მუჯირმა მიითვალა, ხოლო სამმა კალათბურთელმა – ლუკა ალავიძემ, გუგა ნაცვლიშვილმა და გიორგი სულაბერიძემ 7-7 ქულა მოაგროვეს.
ბოლო შეხვედრაში, რომელიც 14 ივლისს გაიმართა, საქართველოს ნაკრები ლატვიასთან 53:66 დამარცხდა. ჩვენს გუნდში10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ სულაბერიძემ დაძლია, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. როგავასა და ტომარაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდა და რუმინეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
GBF