მამუკელაშვილი ნაკრებს სლოვენიაში შეუერთდა

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსის" კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებს სლოვენიურ შეკრებაზე შეუერთდა.

მამუკელაშვილმა კომენტარი კალათბურთის ფედერაციის საიტთან გააკეთა: "ნბა-ს რეგულაციებით ნაკრებში ვარჯიშის უფლება 4 აგვისტომდე არ მაქვს, მაგრამ მინდოდა ბიჭებთან ვყოფილიყავი და ნაკრებს როგლაში შევუერთდი".

საქართველოს ნაკრები ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება, იქამდე კი ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებს - ორჯერ უნგრეთთან და ორჯერ თბილისში ისრაელთან, აგრეთვე საბერძნეთში აკროპოლისის თასზე მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სანდრო კაცი ხარ!!❤️
მარი
22:57 29-07-2022
0
დიდ ნიჭთან ერთად პროფესიონალიზმიც უხვად აქვს ამ ბიჭს.გაიხარე და დიდი წარმატებები,სანდრო!
მერაბი
22:46 29-07-2022
0

სიახლეები პოპულარული