საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სლოვენიური შეკრება გრძელდება. კურორტ როგლაში ილიას ზუროსის გუნდს ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ უმაღლეს დონეზე მოემზადოს და მოახლოებულ ოფიციალურ მატჩების სათანადო ფორმაში შეხვდეს. ოფიციალურ მატჩებამდე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 24 და 27 აგვისტოს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით უნდა გამართოს, არაერთი ამხანაგური მატჩია. მათ შორის უახლოესი 5 აგვისტოს, უნგრეთთან ქალაქ კეჩკემეტში ელის, სადაც ჩვენი ნაკრები ავტობუსით, როგლადან გაემგზავრება.
ვარჯიშები აქტიურ ფაზაში შევიდა. ილიას ზუროსი ასისტენტებთან ერთად ბევრ დრო კომბინაციების გათამაშებას, ძირითადად დაცვითი ტაქტიკის დამუშავებას უთმობს.
ფიზმომზადების მწვრთნელიც საკუთარ გეგმას მიჰყვება და მოძლიერებული მოთამაშეების უფრო მაღალ ფიზიკურ კონდიციამდე აყვანას ცდილობს. მედიკოსთა ჯგუფიც ჩვეულად დატვირთულია – ნაკლებად ტრავმების რეაბილიტაციით და უფრო მეტად მოთამაშეების ოპტიმალურ ფორმაში ჩასაყენებლად, იქნება ეს სწორი კვება, ვარჯიშისშემდგომი სარელაქსაციო მასაჟი თუ კალათბურთელებისთვის ინდივიდუალური მოედანსგარეთა გრაფიკის შედგენა-განხორციელება.
2 დღეა, ნაკრებს შეუერთდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც გუნდთან სრულფასოვანი ვარჯიშის უფლება ნბა-ს რეგულაციების გათვალისწინებით 4 აგვისტოდან აქვს. სანდროს თან ახლავს “მილუოკი ბაქსის” ერთ-ერთი მწვრთნელი, ჯეკ ჰერუმი, რომელიც მამუკელაშვილს ჩვენი ნაკრების დარბაზში მისვლამდე ინდივიდუალურად ავარჯიშებს. შემდეგ კი სანდრო ნაკრებთანაც ვარჯიშობს, თუმცა მხოლოდ სროლებით და ეგრეთწოდებული 5-0 კომბინაციებით შემოიფარგლება, სადაც მოთამაშეებს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი არ აქვთ.
ფორმაში შედის გიორგი ცინცაძე, რომელსაც ნაოპერაციები ფეხის გამო გასული მთელი სეზონი გაუცდა. ცინცაძემ არ ითამაშა წინა საკვალიფიკაციო მატჩები უკრაინასთან და ესპანეთთან, თუმცა ის გუნდთან ერთად იყო. ნელ-ნელა გიორგი ჩვეულ ფორმას იბრუნებს და მისი ორიენტირი საკვალიფიკაციო მატჩები და რა თქმა უნდა, ევრობასკეტია.
ეროვნული გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია დადებითად აფასებს გუნდის მზადყოფნას ამ ეტაპზე და იმ წვრთნის პროცესს, რომელსაც ჩვენი გუნდი ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად გადის:
“საკმაოდ კარგად მიდის ჩვენი შეკრება, ვემზადებით როგორც ტაქტიკურად, ისე ფიზიკურად და მჯერა, რომ ამ შეკრების მეორე ნახევარი უფრო პროდუქტიული იქნება”.

GBF.GE