მონტენეგროს თბილისში თამაში მთავარი ვარსკვლავის, ნიკოლა ვუჩევიჩის გარეშე მოუწევს, რომელიც NBA-ში "ჩიკაგო ბულსის" ღირსებას იცავს. გასულ სეზონში მან 73-ვე მატჩი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და საშუალოდ 17.6 ქულა, 11.5 მოხსნა და 3.2 პასი ჰქონდა.
მეტოქისთვის დიდი დანაკლისია 18 წლის ტალანტის, ფედორ ზუგიჩის არყოფნაც, რომელიც მცირე ხნის წინ დასრულებული
მონტენეგროელთა მთავარმა მწვრთნელმა ბოშკო რადოვიჩმა ზუგიჩი თავიდან 21-კაციან შემადგენლობაში შეიყვანა და მისი დიდი იმედიც ჰქონდა, თუმცა, როგორც გაირკვა, ახალგაზრდა მცველს რამდენიმე ტრავმა აწუხებს და სარეაბილიტაციო კურსს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაივლის. რადოვიჩის თქმით, ის ერთი ტურნირის გამო ახალგაზრდა ვარსკვლავის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებას არ აპირებს.
ასეთი დანაკლისის მიუხედავად, მონტენეგროს ეროვნული გუნდი თბილისში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ჩამოვა. მეტოქე კალათბურთელებიდან უნდა გამოვარჩიოთ დინო რადონჩიჩი (სარაგოსა, ესპანეთი), ნემანია რადოვიჩი (მურსია, ესპანეთი), ბოიან დუბლევიჩი (ვალენსია, ესპანეთი), მარკო სიმონოვიჩი (ჩიკაგო, NBA), მარკო ტოდოროვიჩი (ბეიჯინგი, ჩინეთი) და ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი კენდრიკ პერი, რომელმაც ამ ზაფხულს კონტრაქტი მალაგის "უნიკახასთან" გააფორმა.
მონტენეგროს საკალათბურთო ნაკრები მზადების ძირითად ეტაპს ქალაქ ბარში გაივლის და ცხადია, ამხანაგური მატჩებიც ექნება. 4-5 აგვისტოს რადოვიჩის გუნდი სლოვენიაში მასპინძლებსა და ნიდერლანდელებს ეთამაშება, 13-ში სტუმრად სერბეთთან მატჩია, 16-ში კი ხსენებულ ბარს ჩრდილოეთი მაკედონია ესტუმრება.
GBF.GE