საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი წინა ხაზი ჰყავს - ევრობასკეტის რეიტინგი გამოქვეყნდა

AutoSharing Option
ფიბას ვებგვერდზე მწერალმა ჟურნალისტებმა თავიანთი შეხედულებები შეაჯერეს და ევრობასკეტის წინ მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნეს, სადაც საქართველო აღნიშნული ტურნირის მონაწილე 24 ნაკრებს შორის მე-14 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ეს არ გახლავთ ფიბას ოფიციალური რეიტინგი და ის მხოლოდ კონკრეტული, ევროკალათბურთში რიგით ქომაგებზე მეტად ჩახედული და კომპეტენტური ადამიანების ნააზრევია.

აი, რას წერს ფიბას საიტი: "საქართველო იმ ნაკრებთა სიაშია, რომელთაც ამჯერად თამაში მშობლიურ გარემოში მოუწევთ. ევრობასკეტისთვის აშენებული ახალი არენა დიდი ზურგი უნდა იყოს ქართველი კალათბურთელებისთვის, რომელთაც გასულ თვეში ესპანეთთან მატჩში მნიშვნელოვანი მოგების გემო შეიგრძნეს, თუმცა იმავე
მეტოქესთან ჯგუფურ ეტაპზე თამაშს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა ექნება. საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი უძლიერესი წინა ხაზი ეყოლება მას შემდეგ, რაც თორნიკე შენგელია-გიორგი შერმადინის დუეტს გოგა ბითაძე შეუერთდება".

ამ რეიტინგით საქართველო ისეთ ნაკრებებს უსწრებს, როგორებიც უკრაინა, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა და პოლონეთი არიან. უკან არიან ჩვენი ჯგუფის სხვა წევრები: ბელგია და ბულგარეთიც. სამაგიეროდ, ჩამოვრჩებით ხსენებულ ესპანეთსა და თურქეთს. სრულად კლასიფიკაცია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

1. სლოვენია, 2. საფრანგეთი, 3. საბერძნეთი, 4. სერბეთი, 5. ლიეტუვა, 6. ესპანეთი, 7. თურქეთი, 8. იტალია, 9. გერმანია, 10. ჩეხეთი, 11. ხორვატია, 12. ფინეთი, 13. ისრაელი, 14. საქართველო, 15. პოლონეთი, 16. ბოსნია-ჰერცეგოვინა, 17. მონტენეგრო, 18. ბელგია, 19. უკრაინა, 20. დიდი ბრიტანეთი, 21. უნგრეთი, 22. ბულგარეთი, 23. ესტონეთი, 24. ნიდერლანდები.

ამავდროულად, ფიბამ მომავალ შეჯიბრებას უკვე უწოდა ისტორიაში საუკეთესო ევრობასკეტი და 11 კალათბურთელი ჩამოთვალა, რომელთა მონაწილეობაც მას ასეთად გახდის. საინტერესოა, რომ გამორჩეულ კალათბურთელთა შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაც მოხვდა ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი), რუდი გობერი (საფრანგეთი), ჩედი ოსმანი (თურქეთი), ტომაშ სატორანსკი (ჩეხეთი), სერხიო ლული (ესპანეთი), დენის შრიოდერი (გერმანია), ნიკოლო მელი (იტალია) და იონას ვალანჩუნასი (ლიეტუვა) არიან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და ჯგუფური ეტაპის მატჩებს, თბილისის გარდა, მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და კიოლნი (გერმანია) მიიღებენ, პლეი-ოფი კი სრულად ბერლინში (გერმანია) ჩატარდება. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ბელგია და ბულგარეთი ეყოლება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 11 /
მამუკელაშვილი უბრალოდ დაიმახსოვრეთ სანდრო მამუკელაშვილი ნაკრების ლიდერი ხდება ამ ევრობასკეტზე, ყველა მასზე დაწერს უცხოელებს გამოა..ტერებს
გოგა
12:49 02-08-2022
1
რატის,გოგას და სანდროს იმედი მაქვს,გვასახელეთ ბიჭებოო!!
ანი
12:46 02-08-2022
0

სიახლეები პოპულარული