საქართველოს ნაკრებში 6 კალათბურთელია, რომელთაგანაც 2 სათადარიგოა, 4 კი შოლნოკში ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს. ნაკრების მწვრთნელი დავით გასიტაშვილი გახლავთ, ხოლო გუნდის მენეჯერი - კალათბურთის ფედერაციაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელი გიგა გურგენიძე.
ნაკრების ძირითადი 4 კალათბურთელია: ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი, ლუკა კოკოჩაშვილი, საბა ნარიმანიძე
საქართველო 6 აგვისტოს ესტონეთს, ხოლო 7-ში შვედეთს დაუპირისპირდება. ჩვენი ჯგუფიდან გასული გუნდები მეოთხედფინალში D ჯგუფის მოწინავე გუნდებს დაუპირისპირდებიან, სადაც ლიეტუვა, ლატვია და დანია არიან თავმოყრილნი.
GBF