საქართველოს ნაკრები უნგრეთთან ერთი ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
AUTO PLAY
ქალაქ კეჩკემეტში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მასპინძელ უნგრეთთან 88:89 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა თქვა, რომ სპარინგებში შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, თავს ექსპერიმენტების უფლება მისცა, როტაციას მიმართა და პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 31:24 მოიგეს, მეორეში 10 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის შემცირება შეძლო და პირველი ტაიმი 42:47 წააგო.

დიდი შესვენების შემდეგ შეცდომებს ორივე გუნდი უშვებდა, მეტოქე ჩვენს ფარზე მოხსნებში უკეთ გამოიყურებოდა, სამქულიანებსაც უკეთ ისროდნენ (საერთო ჯამში 13 სამიანი ჩააგდეს) და დასკვნითი პერიოდის წინ 7 ქულით გავიდა წინ (67:61). ბოლო მეოთხედის
დასაწყისში მადიარები 9 ქულით გაიჭრენ წინ, მაგრამ ცინცაძის, შენგელიასა და სანაძის ძალისხმევით ზუროსის გუნდმა საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. თუმცა, საბოლოოდ უნგრელებმა 1 ქულით იმარჯვეს.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა, რომელიც უფრო სავარჯიშო ხასიათის იქნება და მაყურებელი არ დაესწრება, 6 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ერთი ამიხსენით, ორი თამაში ჩაატარა ნაკრებმა უნგრეთთან და არც ერთხელ რა შემადგენლობით არ დაგიწერიათ, სტატისტიკაზე აღარაფერს ვამბობ...
ვახო
07 აგვისტო 2022 11:07
0
სანიკიძე იმ შუაშია რომ 20 წლამდელები ჩაფლავდნენ 18 წლამდელები ჩაფლავდნენ...3x3 კალათბურთში 2 ბავშვი ვინც კარგად ითამაშა დანარჩენები ნული...სანიკიძე იმ შუაშია რომ ნაკრების მწვრთნელები ოპტიმალური უნდა დანიშნოს ისეთი ვინც არ გაითვალისწინეს სხვის აზრს.მილოშა ლოთია და ბავშვები მიატოვა და დათვრა.
სანიკიძე იმისთვის მოვიდა რომ ეს შედეგები. დაგვედო...პერსპექტიული ბავშვები წამოწიონ წინ ამას მიხედონ
მოქალაქე
06 აგვისტო 2022 22:39
1
18 წლიანებზე რატომ არაფერს წერთ, ყველასთან რომ აგებს.აბა, მოეგოთ, ატეხავდით ბაქიბუქს.
დიმა
06 აგვისტო 2022 19:45
1
უნგრათთან კი წააგებდით არ გამკვირვებია..ილუზიებს მოეშვით..
მადრიდისტი
06 აგვისტო 2022 17:29
4
წარმატებები ნაკრებს!!! იქნება ბითაძე ევროპის პირველობაზე???
tngh
06 აგვისტო 2022 14:29
0
გამოცდილებას მიიღებენ არა უშავს და წარმატება ვუსურვოთ ნაკრებს...რაღაც მინდა დავწერო მაინც სანიკიძე თუ იცი კალათბურთი ისტორიას და დღევანდელ ახალგაზრდულ ნაკრებებს შეხედეთ უნგრეთი ჩვენზე უკან არის და ვჯობივართ,მაგრამ დიდები როგორც ჩანს ჩვენს დონემდე მოვიდნენ...კალათბურთის სამყარო თუ არ იცით გეტყვით ,რომ უნგრეთს პერსპექტიული ბავშვები ყავს წინა პლანზე.ჩვენ მამიკოს შვილები და ძალათ გაზრდილი კალათბურთელები...ევროპაში რომ ბავშვს გაუშვებ და ნაკრებში ვერ გამოჩნდება ..ამას ნიშნავს ...
მოქალაქე
06 აგვისტო 2022 09:34
6
და სანიკიძე რა შუაშია?
ანესთეზეოლოგი
06 აგვისტო 2022 10:57
4
იქნებ სტატისტიკა დაწეროთ
და როდიდან შეგვეძლება ბითაძის და მამუს ნახვა?
გოგა
06 აგვისტო 2022 00:57
0
ბუს დაბრუნება მაგრად გამეხარდა.
ბითაძეზე რა ხდება დაწეროთ იქნებ რამე მოვვადგა ევროპის ჩემპიონატი
ბათუ
06 აგვისტო 2022 00:46
0
ამ ამხანაგურებს აზრი არ აქ. ჯობია თუ წააგებენ. ყველას ახსოვს რო მაგარ გუნდებს მოუგეთ ამხანაგურები და მერე ევრობასკეტის ჩგუფიდან ვერ გავედით.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
05 აგვისტო 2022 23:14
7
რატომ არ გვიჩვენეთ, რომელი საუკუნეა?
კიმ ჩენ ირი
05 აგვისტო 2022 22:22
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული