ისევ შეცდომები დაცვაში - საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის სპორტის საახლეში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელთან 96:104 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, სანაძე, მაკფადენი, შენგელია, შერმადინი. ჩვენი გუნდი ქულებს ძირითადად შენგელიას ძალისხმევით აგროვებდა და დაცვაში ისევ უშვებდა შეცდომებს, რითაც სორკინი სარგებლობდა. ზუროსმა მეექვსე წუთზე შეცვლაზე მამუკელაშვილი შეუშვა, რომელიც ნაკრებს ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დაუბრუნდა. პირველი მეოთხედი კი ძალიან შედეგიანი გამოვიდა და 26:29 წავაგეთ.

მეტოქე კომბინაციურად უკეთ თამაშობდა, ფარზეც გვჯაბნი
და, სამქულიანებსაც კარგად ისროდნენ და 11 ქულით გაქცევა მოახერხა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის შემცირება შეძლო და პირველი ტაიმი 48:54 დასრულდა.

მესამე მეოთხედში თამაშის სურათი არ შეიცვალა, მოწინააღმდეგე გუნდურადაც უკეთ მოქმედებდა, სამიანებსაც ჩინებულად ისროდნენ და 16 ქულით გავიდა წინ. ჩვენი გუნდის კალათბურთელები ძირითადად ინდივიდუალური გარღვევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, შეტევაშიც ელემენტარულ შეცდომებს უშვებდნენ და დასკვნითი პერიოდის წინ მეტოქემ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

მეოთხე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა და საბოლოოდ 8 ქულით დამარცხდა.

26 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, შერმადინმა 16 ქულა ჩააგდო, სანაძემ 15, მაკფადენმა 13, ჯინჭარაძემ კი - 9.

13 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ისრაელს კიდეც ერთხელ შეხვდება, თუმცა მატჩი დახურული იქნება და გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან.

მკითხველის კომენტარები / 40 /
ბევრჯერ მითქვია წინა თაობა ბერდება და სკამი ნული,იმიტომ რომ არასწორი მიდგომაა...სანიკიძე შესაცვლელია მთელი ფედერაცია მწვრთნელებით დამთავრებული მოძველდნენ და მიდგომა აქვთ არა სწორი...20 18 და 16 გამოსვლაც აბსოლიტური კრახი ამას სახელს ვერ დაარქმევ მარაზმი...ეს გამოიწვია ამპარტავნობამ და არასწორმა მიდგომამ...სანიკიძე მიხედე
მოქალაქე
12 აგვისტო 2022 23:41
5
კიი , სიგარეტის " ბიჩოკების" გადმომყრელი გამთამაშებლის თამაში დაუმალა ზუროსმა ევროპას !! დაუმალა კი არა , მართლა ბურთი დაგვიმალა ისრაელმა , ზე-დისციპლინით ითაშა და კიდევ ალბათ ცოტა დაგვინდო ბოლოს , რომ სახლში არ გავმასხარავებულიყავით . ევროპაზე , ცინცაძის , ბაქრაძის , ლონდარიძის , ბოქოლიშვილის , ბურჯანაძით - ამ ხალხით უნდა გავაოცოთ და გავიდეთ ჯგუფიდან , 19 საუკუნის დასაწყისის კალათბურთს რომ თამაშობენ . ყველა აბსოლიტურად , ჩვენზე სწრაფ კალათბურთს თამაშობს ყველა ასაკში , უნგრეთს გაუმართლა ჩვენთან?! ერთი ჩართეთ და უ-16 უყურეთ და მერე გაიგებთ გამართლებაზეა საუბარი თუ სისტემაზე, სამარცხვინოა, კალათბურთიც არ ჰქვია იმას , რასაც ვუყურებ .
ATP 16
12 აგვისტო 2022 22:30
2
მამუკელაშვილს ნაკრებთან შეთამაშება და გამოფხიზლება არ აწყენდა
სოსო
12 აგვისტო 2022 22:29
2
ცინცაძე - 0
ბურჯანაძე - 0
ჯინჭარაძე - 0
სანაძე - 0
მთელი სათადარიგო სკამი მინუს ბექაური - 0
და ამ გუნდით რაიმეს იმედი აქვს ვინმეს???
ზურა
13 აგვისტო 2022 00:07
6
ჩვეულებრივი მოსამზადებელი ვარჯიშებია,
ზუროსი მუშაობს... მაღალი კლასის ნაკრები გვყავს,
ბითაძე დიდი ძალაა და ისიც დაემატება,
ხო, ისრაელი საუკეთესო ნაკრებით თამაშობს,
მოკლედ -
არ არის საჭირო თავდადებით თამაში, გადაღლა, ტრამვები...გასვლის შანსი გვაქვს!
კახაბერი
12 აგვისტო 2022 21:49
3
ზუროსი გამოცდილი მწვრთნელია და გასაკვირია ცინცაძეს რო ამზადებს ნაკრებისთვის. თვითონ გიოს მხრიდანაც აჯობებდა თავი შეეკავებინა ნაკრებში თამაშზე(მადლობა რაც გაუკეთებია საქართველოსთვის)
მამუკელაშვილი აშკარად ვერ იჯდა გუნდში -შეუთამაშებელია.
და მთავარი -თანამედროვე კალათბურთი მაღალ ტემპში სწორად მოქმედებებია. სწრაფ თამაშს ვერაფერი დავუპირისპირეთ
rable
12 აგვისტო 2022 21:40
1
სანაბ ჯერ კიდევ დროა გაუშვით ნაკრებიდან ცინცაძე, ბურჯანაძე და ზუროსი.
კარგით რა
12 აგვისტო 2022 21:28
44
ევროპაზე კარგად ვითამაშებთ და დღევანდელი კრიტიკოსები ნაკრებისთვის ხოტბის შესხმას დაიწყებენ
sormona
13 აგვისტო 2022 13:38
0
ეგ არაფერი დახვეწავენ და უფრო შეთამაშდებიან ევროპაზე კარგი გუნდი გვეყოლება
irakli
12 აგვისტო 2022 23:52
1
ერთადერთი შენგელიაა,ვინც დაადასტურა თავისი კლასი.შერმო კარგია,მაგრამ წინა ვარსკვლავური წლის შემდეგ,ეს სეზონი ცოტა დაბალ დონეზეა და ვერც აქ გამოირჩეოდა ტიაძველებურად.ფაქტია,მისი,მაკფადენის,ცინცაძის ძველებურად ათამაშების შემთხვევაში ,მამუკელაშვილის გახსნის და ბითაძის ფორმაში მყოფად დაბრუნების შემთხვევაში გვექნება პლეი ოფის შანსები.დღეს ყველანი ძალიან შორს არიან სასურველი ფორმისაგან.ალბათ გეგმაზომიერად მიდიან აკეთკენ,მაგრამ სრულიად დაშლილი დაცვა და არაორგანიზებული შეტევა,დღისათვის დიდი იმედების საფუძველს არ იძლევა.არ ვიცი მხოლოდ ჩემთან იყო თუ საერთოს ყველასთან,მაგრამ სატელევიზიო სიგნალი,საშინელი ხარვეზებით მოდიოდა.წინა მატჩშიც ურევდა და არ გაუსწორებიათ ტაბლოს მუშაობაც.არადა საკმარისი დრო გავიდა,გამოსასწორებლად.
სოსო
12 აგვისტო 2022 22:18
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული