კვლავ წუნი დაცვაში - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აკროპოლისის თასზე პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 88:101 დამარცხდა.

ათენში საცობების გამო მატჩი 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. წაგებული წინა ოთხი ამხანაგური შეხვედრისგან განსხვავებით თავიდან საქართველოს ნაკრები დაცვაში უკეთ მოქმედებდა, მეტადრე ეს მამუკელაშვილზე ითქმის, 10 ქულით დაწინაურდა, პირველი მეოთხედი კი 24:18 მოიგო.

მეორე პერიოდში მეტოქე ხშირად ახერხებდა პერიმეტრზე ცარიელი კალათბურთელის დატოვებას, სამქულიანები ზუსტად ისროლეს, შეტევაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და პირველი ტაიმი 1 ქულით დავთმეთ.

დიდი შესვენების შემდეგ
უფრო ქაოტური თამაში წავიდა, თურქებმა ოსმანის ძალისხმევით 11 ქულით გაქცევა მოახერხეს, ჩვენი გუნდი მეოთხე მეოთხედშიც უშვებდა დაცვაში შეცდომებს და საბოლოოდ დამარცხდა.

შენგელიამ 20 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 18, მამუკელაშვილმა 16 (პლუს 14 მოხსნა), მაკფადენმა 12, ბურჯანაძემ 8, სანაძემ 6, ანდრონიკაშვილმა 6, ხოლო ცინცაძემ - 2. 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ოსმანი იყო, კორკმაზმა 18, შენგუნმა კი 17 ქულა ჩაგვიგდო.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 აგვისტოს მასპინძელ საბერძნეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
რა ხდება ? რა ხდება და , ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი დავიჭირე თოკოს იმ ცნობილ ჩართვაზე და გული დამწყდა (მიუხედავად მის მიმართ პატივისცემისა) , რომ ასე ესმით ის რეალობა , რაც ზოგადად კალათბურთში ხდება . მე გეტყვით რა ხდება , როგორც ზოგიერთები რაგბში გვაჯერებდნენ , რომ ჩვენი მთავარი იარაღი არის შერკინება და ისევ იმას უნდა დავუბრუნდეთ , სამწუხაროდ კალათბურთი ზობ-ზოგიერთებს , არ უნდათ სისწრაფეზე აგებული თამაში , რადგან ნელი მაღლების "ფარქვეშითა" კალათბურთი აღარ იქნება წამყვანი და სტატუსის დაკარგვისა ეშინიათ . თანამედროვე კალათბურთი 1-2-3 და 4 ნომერზეც კი , ძალიან დიდ მოძრაობას და დინამიკას მოითხოვს . გინახავთ ბავშვთა კალათბურთში ვარჯიშებზე რა ხდება ? ვინც მაღალია , მარტო ფარზე შედის , ვინც დაბალია პერიმეტრიდან ესვრის . ყველგან ყველა ესვრის განურჩევლად სიმაღლისა .ბახტაძე რამდენჯერ დარჩა U-16 პერიმეტრზე , არც უცდია სროლა , ყველა ნაკრების ცენტრი ესროდა მაგ ასაკშიც კიი . დაამთავრეთ ცენტრების დომინაცია და მოძრავ და სწრაფ კალათბურთზე გადადით , სხვა შემთხვევაში გვეყოლება მხოლოდ ერთი მექულე და წაგებული თამაში , ეს სპორტი ვითარდება და დღეს რომ ჩვენ შანს ვუშვებთ ნიჭიერი ბავშვების დაკარგვით , 10 წლის მერე მივიღებთ მაგის უარყოფით სედეგს .
ATP 16
17 აგვისტო 2022 23:21
0
ვერ გავიგე. ეს ზუროსი მწვრთნელია თუ მსახიობი? და ბითაძეს რა აქვსო?
აბო
17 აგვისტო 2022 23:14
3
2 კვირაში შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, რაც არის ეს არის. გადაბერებული და შენელებული შუთერები + სათადარიგო სკამი სკამის შესავსებად. ხუთივე თამაშზე ვიყიდე ბილეთები და უკვე ვფიქრობ რომ ნერვები ამელეწება

მაკფადენმა მოუკლო პერიმეტრიდან ზუსტ სროლებს, ბითაძე ან იქნება ან არა და თუ იქნება ფორმაში შესვლა ვერ მოასწრებს

მე-5 ევრობასკეტი ჩემი აზრით იქნება ყველაზე სუსტი ევრობასკეტი საქართველოს ნაკრების ისტორიაში

დადებითიც უნდა ითქვა. სამწამიანი ზონა ჩვენია და მეტოქეებს ევრობასკეტზე ამოვტენით
დააT
17 აგვისტო 2022 23:09
1
ესენი თუ თამაშს არ მალავენ ევროპაზე არაფერი გვესაქმება სამწუხაროდ!!! ცინცაძე არა სანიკიძეს და მარკოიშვილს დააწყებინეთ ბარემ ვარჯიში და დუდას სამქულიანებს დაველოდოთ კვარტალში ერთხელ... 21-ე საუკუნეში გუნდში ერთი !!! მსროლელი რომ არ გყავს რაზე გაქვს პრეტენზია?!
სირცხვილი კატასტროფა
17 აგვისტო 2022 22:44
0
ლონდარიძე ტაშს აღარ უკრავს რაღაც..რა ხდება ხო არ იცით??
მეიცა
17 აგვისტო 2022 22:38
0
კი მართალია ამხანაგური იყო მარა 2 თამაშში 100-100 ქულიაზე მეტის გაშვება დასაფიქრებელია,სამწუხაროდ ზოგიერთი მოთამაშე აშკარად ვერ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს.
რავიცი რავიცი
17 აგვისტო 2022 22:38
0
ცინცაძეს ვინ ლობირებს ამისთანა? არ შეიძლება მის მდგომარეობაში ( ასაკი, წონა) ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების მნიშვნელობის დონეზე მისი მოედანზე გასვლა, თვითონ მაიც გადადგას ეს ნაბიჯი, უმაგრესი გამთამაშებელი იყო 7-8 წლის წინ.
ტატო
17 აგვისტო 2022 22:09
0
როცა ეგ ტურნირი მოვიგეთ და მიფინ-მოვფინეთ გრანდები, ევროპაზე ჯგუფში ჩავრჩით. იმედია ახლა პირიქით მოხდება.
მ.m
17 აგვისტო 2022 21:50
0
ტიპები გაბღენძილები თამაშობენ. დაიჯერეს, რომ რახან უმოტივაციო ესპანეთის მეორე გუნდს მოუგეს, მართლა ძალიან მაგრები არიან. ფაჩულია იყო ეგრე განსაკუთრებით მეორე ჩემპიონობის მოგების მერე. ახლა შენგელია დააბიჯებს ლეგენდასავით. ამათ ყველა გახევს თუ ასეთი მიდგომით გავლენ. ცინცაძეს საერთოდ რატომ უნდა გამოიძახო ნაკრებში თუნდაც 10 წლის წინანდელი ცინცაძე იყოს. ზარალია ტიპი. ისე რომ დაფიქრდე, კომენტატორები ეგრე არ ბაქი-ბუქობენ? მაგარი ბაქი-ბუქა სასტავი ვართ :)
odala
17 აგვისტო 2022 21:47
6
როგორვ ჰიმნს მღერიან, ისეც თამაშობენ. ზუროსი სუსტია და გასაშვები, ფედერავიაც უკან უნდა მიაყოლო. ბითაშე ნაკრებს არ უნდა გააკარო და მერე შეიძლება დალაგდეს რამე,
ფირუზა
17 აგვისტო 2022 21:45
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული