კვლავ წუნი დაცვაში - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აკროპოლისის თასზე პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 88:101 დამარცხდა.

ათენში საცობების გამო მატჩი 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. წაგებული წინა ოთხი ამხანაგური შეხვედრისგან განსხვავებით თავიდან საქართველოს ნაკრები დაცვაში უკეთ მოქმედებდა, მეტადრე ეს მამუკელაშვილზე ითქმის, 10 ქულით დაწინაურდა, პირველი მეოთხედი კი 24:18 მოიგო.

მეორე პერიოდში მეტოქე ხშირად ახერხებდა პერიმეტრზე ცარიელი კალათბურთელის დატოვებას, სამქულიანები ზუსტად ისროლეს, შეტევაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და პირველი ტაიმი 1 ქულით დავთმეთ.

დიდი შესვენების შემდეგ
უფრო ქაოტური თამაში წავიდა, თურქებმა ოსმანის ძალისხმევით 11 ქულით გაქცევა მოახერხეს, ჩვენი გუნდი მეოთხე მეოთხედშიც უშვებდა დაცვაში შეცდომებს და საბოლოოდ დამარცხდა.

შენგელიამ 20 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 18, მამუკელაშვილმა 16 (პლუს 14 მოხსნა), მაკფადენმა 12, ბურჯანაძემ 8, სანაძემ 6, ანდრონიკაშვილმა 6, ხოლო ცინცაძემ - 2. 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ოსმანი იყო, კორკმაზმა 18, შენგუნმა კი 17 ქულა ჩაგვიგდო.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 აგვისტოს მასპინძელ საბერძნეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
როგორვ ჰიმნს მღერიან, ისეც თამაშობენ. ზუროსი სუსტია და გასაშვები, ფედერავიაც უკან უნდა მიაყოლო. ბითაშე ნაკრებს არ უნდა გააკარო და მერე შეიძლება დალაგდეს რამე,
ფირუზა
17 აგვისტო 2022 21:45
17
სანიკიძე გაიღვიძე ნუ გვიცავს....
მოქალაქე
18 აგვისტო 2022 11:36
2
ხმა ამოიღეთ სპორტულო ჟურნალისტებო !!! მივექანებით ქვემოთ , მწვრთნელი 0, მაკფადენი არ ვარგა გამოსაცვლელია. კრიზისია ნაკრებში ! მამუკელაშვილო მეტი მოგეთხოვება! ღმერთმანუ ქნას თოკო დაიტრავმოს მერე რას ვშვებით ?!! ერთი კაცი თამაშობს, აჰაა ორი შერმადინიც. დანარჩენები ფართხალებენ.
გიორგი
18 აგვისტო 2022 00:13
13
მამუკელაშვილი სწრაფი კალათბურთის თამაშსაა მიჩვეული, აქ კი მუშტი, კომბინაცია, 24 წამი არ ყოფნით შეტევისთვის. საშინელ კალათბურთს თამაშობენ.
f
18 აგვისტო 2022 11:43
1
ჯერ კიდევ როდის დაგიძახათ იპოლიტემ, ხვედელიძე, დაცვას მიხედეთ, დაცვას!!!
!!!
17 აგვისტო 2022 23:46
0
ვერ გავიგე. ეს ზუროსი მწვრთნელია თუ მსახიობი? და ბითაძეს რა აქვსო?
აბო
17 აგვისტო 2022 23:14
3
რიტორიკული კითხვა - საქართველოს ნაკრების გარდა ყველა გუნდი ასე კარგად ისვრის სამიანებს თუ რაღაცას ვაკლებთ?
რიტორიკული კითხვა ნომერი 2, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დასმულიყო - რატომ ავირჩიეთ ჯგუფში ესოდენ ძლიერი თურქეთი? თურქი გულშემატკივრების ჩამოსვლის გამო? იდეაში ფულის გამო?
იბერია
18 აგვისტო 2022 16:55
0
ორივე შეკითხვა რელევანტურია!
მასტერს
18 აგვისტო 2022 21:33
0
კალათბურთი იქით იყოს და..... კომენტარებში ისეთი ქართულით წერს ზოგი დედაენა დაავაწყდება ადამიანს, ოთხი კლასის ქართული გრამატიკა არ ვიცით და მაღალ მატერიებზე გვაქვს პრეტენზია?! სირცხვილია!!!
!!!!
18 აგვისტო 2022 15:12
0
სამი ძახილის ნიშანსაც ვერ შეხვდებით ქართულ გრამატიკაში.
გივი
18 აგვისტო 2022 20:35
0
ეეეე,იმაზე მეტად იფიქრე და ი ბ რ ძ ო ლ ე (თ) -მალე რუსული ენა -სახელმწიფო ენად არ გამოგოცხადონ იმ ღორებმა-ქართულ ენას- ძაღლების ენას რომ უწოდებდნენ ...და საქართველოში მასიურად ასახლებს - მანქურთების ,,ხელისუფლება,, (უკვე 140 000,24 თევერბლემდე 40 000 რომ იყვნენ)...სახელმწიფო ენის ცოდნასაც რომ არ თხოვს(?!), თორემ ჯერ უსახელმწიფოდ, მერე უსამშობლოდ დაგტოვებენ-დარჩებით.
კახაბერი
18 აგვისტო 2022 15:52
3
კი არ სროულობენ, სრულაობენ, ასეა სწორი, აპა რავა))))
ისრულავეთ ბიჭოოოო
18 აგვისტო 2022 15:05
0
გაიღვიძებს და წამოარტყავენ ყურებში ზემოდან)))
მოქალაქე-ს
18 აგვისტო 2022 12:30
1
იმიტომ გადავიდა ხვიჩა ნაპოლიში, რომ ნაკრების თამაშებზე არ ჩამოვიდეს? აი შედეგიც
აღშფოთებული ლიბერალი
18 აგვისტო 2022 08:41
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული