კვლავ წუნი დაცვაში - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აკროპოლისის თასზე პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 88:101 დამარცხდა.

ათენში საცობების გამო მატჩი 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. წაგებული წინა ოთხი ამხანაგური შეხვედრისგან განსხვავებით თავიდან საქართველოს ნაკრები დაცვაში უკეთ მოქმედებდა, მეტადრე ეს მამუკელაშვილზე ითქმის, 10 ქულით დაწინაურდა, პირველი მეოთხედი კი 24:18 მოიგო.

მეორე პერიოდში მეტოქე ხშირად ახერხებდა პერიმეტრზე ცარიელი კალათბურთელის დატოვებას, სამქულიანები ზუსტად ისროლეს, შეტევაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და პირველი ტაიმი 1 ქულით დავთმეთ.

დიდი შესვენების შემდეგ
უფრო ქაოტური თამაში წავიდა, თურქებმა ოსმანის ძალისხმევით 11 ქულით გაქცევა მოახერხეს, ჩვენი გუნდი მეოთხე მეოთხედშიც უშვებდა დაცვაში შეცდომებს და საბოლოოდ დამარცხდა.

შენგელიამ 20 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 18, მამუკელაშვილმა 16 (პლუს 14 მოხსნა), მაკფადენმა 12, ბურჯანაძემ 8, სანაძემ 6, ანდრონიკაშვილმა 6, ხოლო ცინცაძემ - 2. 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ოსმანი იყო, კორკმაზმა 18, შენგუნმა კი 17 ქულა ჩაგვიგდო.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 აგვისტოს მასპინძელ საბერძნეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
როცა ეგ ტურნირი მოვიგეთ და მიფინ-მოვფინეთ გრანდები, ევროპაზე ჯგუფში ჩავრჩით. იმედია ახლა პირიქით მოხდება.
მ.m
17 აგვისტო 2022 21:50
0
საჯარიმოდან ბურთს რომ ვერ ჩააგდებ, სამქულიანებს რომ ვერ ისვრი, ბიჭებო ნუ გეწყინებათ, მაგრამ მეტი ვარჯიში და მეტი მონდომება გმართებთ იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს.
საქართველოს სასახელოდ გისურვებთ შემდგომ გამარჯვებებს !
SOS!!!
17 აგვისტო 2022 21:36
1
ჩვენები თუ არ მალავენ თავის შესაძლებლობებს ძალიან ცუდად გვქონია საქმე!
ირაკლი
17 აგვისტო 2022 21:07
1
ცინცაძეს ვინ ლობირებს ამისთანა? არ შეიძლება მის მდგომარეობაში ( ასაკი, წონა) ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების მნიშვნელობის დონეზე მისი მოედანზე გასვლა, თვითონ მაიც გადადგას ეს ნაბიჯი, უმაგრესი გამთამაშებელი იყო 7-8 წლის წინ.
ტატო
17 აგვისტო 2022 22:09
0
ბავშვთა კალათბურთს შეხედეთ, u16,u18 ბ ლიგაში საუკეთესო 10-შიც ვერ შედიან, ა ლიგაზე საუბარიც ხომ არ არის
სანამ ნეპოტიზმი იქნება და ნიჭიერი, მაგრამ უპატრონო ბავშვები დაიჩაგრებიან, არაფერი ეშველება კალათბურთს
მწვრთნელების კომპეტენცია კრიტიკასაც ვერ უძლებს
ფედერაციისთვის კი მხოლოდ ეროვნული ნაკრები არის პრიორიტეტი
ბავშვთა კალათბურთი არც აინტერესებთ
გოგა
18 აგვისტო 2022 01:12
4
კი არ დამარცხდა წაასხა!!! არა დაცვა, არა პერიმეტრიდან სროლა(რეზულტატური) არა საშუალოდან სროლა, არა სტაბილური საჯარიმოდან სროლა, უაზრო შეცდომები და ბურთის კარგვა, რამდენი ჯარიმა ავიკიდეთ ე.წ. ენდ ვანით, ორ თამაშში ზედიზედ ჩაგვიგდეს 100-100 ქულა, ვისაც არ ეზარება ყველა გვიგდებს 3-იანს!!! სრული კატასტროფა!!! რა გვესაქმება ევროპაზე რისი იმედი გვაქვს?! ესპანეთთან ვითამაშეთ საუკუნის მატჩი?! ხვალ საბერძნეთი ამოგვტენის კიდევ და წავიდა ჰეეეეე!!!! 21-ე საუკუნეში ორს ვინ ჩივის და ერთი სტაბილური მსროლელი რომ არ გყავს რაზე გაქვს პრეტენზია?!
……
17 აგვისტო 2022 21:21
2
ტვინს ნუ გაბურღავთ სიმართლე თუ გინდათ აი ეს არის - სპორტი თუ გინდათ განვითარდეს და მნიშვნელობა არ აქვს რომელი სპორტი ყველაფერი თბილისის ბაზაზე არ უ და ხდებიოდეს. დიდ პატივს ვცემ ზაზა ფაჩულიას მაგრამ ბევრი მშობლისგან გამიგია და ასევე სხვა მწრვთნელებისგანაცმ, თუ ვინმეს ცოტა ნიჭი გამოაჩნდა სხვა გუნდებში სასწრაფოდ მიაქანებენ ფაჩულიას აკადემიაში. და ეს იგივეა რაც რაგბში კეთდება ლელოს მიერ. Pირდაპირ ეუბნებიან ნიჭიერის მშობლებს, თუ გინდა ნაკრებში ითამაშოს ლელოში უნდა გადმოვიდეს. დამიწყებთ ეხლა ხომ ხედავ იტალიას მოვუგეთ ლელოს გამო. იტალიასთან ნინიაშვილს რომ არ ეთამაშა ვერაფერს მოიგებდნენ. და ვერც პორტუგალიას მოუგებდნენ თამაში მანამდე. ყველა სპორტი უნდა განვითარდეს ყველა დიდ ქალაქში საქართველოს მაშტაბით და ადგილობრივი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და ეს აწევს შეჯიბრების დონეს პატარებიდან მოყოლებული. ყველა ნორმალურ ქვეყანაშI საქართველოში ისევ საბჭოთა სისტემით მუშაობენ, ხრუშჩოვიდან მოყოლებული, ნეპოტიზმი ხომ უმაღლეს დონეზეა ისევ და ასევე ყურადღება რომ მიაქციონ ვინმეს ნორმალურად ხანდახან მშობლების ფინანსური სიტუაციაც თამაშობს როლს. საცოდაობაა იმდენ ბავშვს ეკაგება შანსი, ამის გამო ჯანმრთლი ორგანიზმში ჯანმრთელი სული ვეღარ ხარობს და შემდგომ ბევრი აჰყვება ძველბიჭურ ცხოვრების წესებს და ... დანარჩენი კარგად უნდა იცოდეთ საით გრძელდება... ფეხბურშიც გამოსასწორებელია მიდგომა. რატომ აქვს ზესტაფონს და სხვა გუნდებსაც ბაზები თბილისში და არა ზესტაფონში, ოზურგეთში, ლანჩხუთში და ასე შემდეგ...პატრონი არ ჰყავს ქვეყანას და ცარიელია სოფლები და პერიფერიები და მერე გიკვირთ რატომ გარბის ხალხი უცხოეთში მონური სამსახურების ასაღებად, რადგან ეს სამსახურები არჩენენ საქართველოს ბლო 30 წელია... ვიღაცეების მოსაწონად არ ვწერ ამას არამედ რომ გამოპფხიზლდეს ქვეყანა და მთავრობა რომ ზის და მათ მიერ დანიშნული იდიოტები ზოგ ფედერაციებში და ყველგან
simartle
18 აგვისტო 2022 06:02
2
ისევ იმ მთავარ პრობლემასთან მივედით რასაც ფინანსები ქვია. ქვეყანა უნდა გაძლიერდეს ეკონომიკურად და ფინანსურად, მერე სპორტიც თავის ადგილზე იქნება და ესტრადაც და ა.შ. ამისთვის კიდე რაცაა საჭირო ჩვენ პირიქით ვაკეთებთ, სამწუხარო რეალობაა...
jigari
18 აგვისტო 2022 13:19
1
გაიხარე-მაგ შინაარსის კომენტი მქონდა და დამიბლოკეს.
ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო უნდა განვავითაროთ-განვამტკიცოთ მით ეკო-კა, მით მლრდობით დოლარი რომ ჩაიდება ყ ვ ე ლ ა ქალაქში ყველა სპორტის სახეობის განვითარებისათვის,ეეე, მერე
გვექნება მ ყ ა რ ი , წარმატებული შედეგი...
წარმატებული და მტკიცე სახელმწიფოს შექმნისათვის შესაბამისი მმართველობის პოლიტიკური სისტემით რომ შევქმნათ- შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე- პატრიოტი ხელისუფლება უნდა მოვიყვანოთ,მისთვის ხელისუფლებების მუდმივი ცვლილებებით... და არა ფრთხალი ფულზე დაფეთებული, მით ცბიერი,ვერაგი და უტიფარი ვაჭრები,კარიერისტები, და მისთვის სრულიად ერმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ მუდმივ უნდა იბრძოლოს,მუდმივ ...და სპორტიც სერიოზულად განვითარდება-კონკურენტული შეიქმნება საქართველოს ყველა რეგიონში!
კახაბერი
18 აგვისტო 2022 14:48
0
მოწანწალე ტურამ აჯობა,დაწოლილ ლომსო,ნათქვამია.გაჩერებული გუნდი,სროლებშიც რომ ვერ ვარგობს,რითი აპირებს გამარჯვებებს,ძნელი წარმოსადგენია.გასაგებია,რომ ვემზადებით,მაგრამ ის ნაკრებებიც ხომ იგივე შეჯიბრებისათვის ემზადებიან და იმდენი სხვაობაა ჩვენს შორის,რომ მათი აღმოფხვრა,არა მგონია მოხერხდეს.უკანა ხაზი ნამეტანი ცუდ ფორმაშია და ჩვენ ვიქნებით ყველაზე ნელი,პერიმეტრიდან ყველაზე ცუდად მსროლელი და ყველაზე ცუდად დამცველი ნაკრები.პერიმეტრს თავი გავანებოთ,ფარქვეშაც ისე თავისუფლად ვუშვებდით და იმდენი "ენდვანი"მივიღეთ,შეტევაში იმდენი ბურთი დავკარგეთ რომ კრიტიკასაც აზრი აღარ აქვს.შესაძლოა ესპანეთთან გამარჯვება ბევრს თავში აუვარდა,მაგრამ ეს ფაქტობრივად მეორე და თანაც შეუთამაშებელი ნაკრები იყო,რომელმაც უამრავი შეცდომა დაუშვა,ჩვენ კი,უკრაინასთან შერცხვენის შემდეგ,ბოლომდე დამუხტულები ვიყავით და ამის ხარჯზე შევძელით გამარჯვება.დღეს განწყობაც არ ეტყობათ ბიჭებს და ეგ არის კიდევ უარესი.
სოსო
17 აგვისტო 2022 21:29
1
ესენი თუ თამაშს არ მალავენ ევროპაზე არაფერი გვესაქმება სამწუხაროდ!!! ცინცაძე არა სანიკიძეს და მარკოიშვილს დააწყებინეთ ბარემ ვარჯიში და დუდას სამქულიანებს დაველოდოთ კვარტალში ერთხელ... 21-ე საუკუნეში გუნდში ერთი !!! მსროლელი რომ არ გყავს რაზე გაქვს პრეტენზია?!
სირცხვილი კატასტროფა
17 აგვისტო 2022 22:44
0
ლონდარიძე ტაშს აღარ უკრავს რაღაც..რა ხდება ხო არ იცით??
მეიცა
17 აგვისტო 2022 22:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული