კარგი პირველი და საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკეთ დაცვაში და უარესად შეტევაში

აკროპოლისის თასზე მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ათენში საბერძნეთთან 67:80 დამარცხდა.

თურქეთთან მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო მამუკელაშვილმა, დღეს დილით არ ივარჯიშა, თუმცა ის პარკეტზე გავიდა და მწვრთნელმა ზუროსმა ცინცაძესთან, მაკფადენთან, შენგელიასთან და შერმადინთან ერთად სასტარტოში დააყენა. მასპინძლებს იანის ანტეტოკუნმპო ვერ დაეხმარა, რომელიც იტუდისმა დაასვენა. ჩვენი გუნდი დაცვაში თავიდან ისევ კარგად თამაშობდა და პირველი მეოთხედი 21:16 მოიგო.

მეორე პერიოდში საბერძნეთმა, რომელსაც გულშემატკივრები უჭერდნენ მხარს, თანამემამულე მსაჯების წახმარებით და აქტიური თამაშით ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ პირველი ტაიმი 37:34
ქართველების გამარჯვებით დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა როგორც დაცვაში ასევე შეტევაში ბევრი შეცდომა დაუშვა, პერიმეტრიდან ქულებს ვერ აგროვებდნენ, ბერძნები ზუსტი სამიანებით 11 ქულით წინ გავიდნენ, ხოლო საბოლოოდ 13 ქულით დაგვამარცხეს.

ჩვენი გუნდიდან 21 ქულა მამუკელაშვილმა ჩააგდო (პლუს 8 მოხსნა), შენგელიამ და შერმადინმა 13-13 ქულა და 9-9 მოხსნა მიითვალეს, ანდრომიკაშვილმა 9 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 6, ბურჯანაძემ კი 2. ელადელთაგან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი სლუკასი იყო.

მოკლედ, ზუროსის გუნდმა ზედიზედ მეექვსე მარცხი განიცადა და 19 აგვისტოს პოლონეთს დაუპირისპირდება, რომელმაც თურქეთს 87:86 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 37 /
მხოლოდ სროლაში ავარჯიშონ თავიდანვე ახალგაზრდები და დანარჩენს ძალაუნებურად ისწავლიან. კალათბურთელი ფარში რომ ვერ აგდებს, იმას კალათბურთელი ჰქვია თუ ჰოკიჯოხელი..........
mmm
19 აგვისტო 2022 00:45
0
ამ ცინცაძემ თავადაც ხომ იცის, რომ ვეღარ თამაშობს. მადლობა წარსული მაგარი თამაშებისთვის მაგრამ..,... არა გვყავს ნორმალური შემცვლელები თუ ამ ბირთვზე ჰკიდია ქვეყანა. სამარცხვინოდ თამაში სირცხვილია, ნუთუ არც ახალგაზრდები გვყავს. ბავშვთა კალათბურთში მწვრთნელებმა დააყენონ თავიდანვე და ასროლინონ დღეში სამი საათი მარტო ფარში, რა გახდა სულ ერთი პრობლემა გავაქვს მთავარი
kaxa
19 აგვისტო 2022 00:43
2
3-4 კაცია ვის მხრებხეც გადადის მტელი თამაში იქნება მეორე ტაიმი 'საშინელი' აბა რა იქნება. ზუროსს ჩიხში შეჰყავს საკუთარი თავი მაგრამ ისაც ფაქტია რომ არჩევანი არცა აქვს. არ ზრდიან საქართველოში კალათბურთელებს. U16 იმედი მქონდა ეხლა და იმატაც ვერაფერი თამაში აჩვენეს. ეს კრიზისია უკვე და ამაზე პასუხი ფედერაციას უნდა მოეკითხოს. მაგალითი კარგი მუშაობის კიდევ კარგი, არის-- ძალოსნობის ფედერაციაა.
გიორგი
19 აგვისტო 2022 00:29
0
კალათბურთელებს ვერ ზრდიან საქართველოშიო რომ ამბობ აბა ფაჩულია,,შენგელია,,ბითაძე,,მამუ,,შერმადინი სანიკიძე და სხვები სად გაიზარდნენ კამბოჯაშიი??ფედერაციას გადაწვდი ეგრევე და სანიკიძე იცი რამდენი ხანია რაც ფედერაციის პრეზიდენტიაა??მოესწრებოდა გაზრდა მაგ დროშიი??ეხლა მთავარს გეტყვი და კარგად მომისმინე,,საქართველოში უამრავი წარმატებული სპორცმენი და გუნდი არსებობს აქეთ მოჭიდავეები ყველა სახეობის,,იქით UFც მებრძოლები,,რაგბისტები ამ ბოლო დროს უკვე ფეხბურთელებიც და რაღა მაინცდამაინც ისეთი სპორტის სახეობა მოიყვანე მაგალითად სადაც ნაციონალ ასანიძეს მიყავს პარადი??ჯერ გუნდური სახეობა როგორ უნდა შეადარო ინდივიდუალურს მაგრამ იმდენად გინდოდა შეგექო ნაციონალი ეგ ვეღარ გათვალე მერე კიდე ჩამოაშორე ტალახაძე მაგ ძალოსნობას და ნახავ მაგათ მაგარ მუშაობას,,ერთი სული როგორ გაქვთ ყველა სექტანტს რო ფეხი დაუცდეს რომელიმე ქართველს რო გამოხტეთ და ზედ გადაუაროთ და მერე იძახოთ აი მიხუილას დროს უკეთესად იყო საქმე სპორტშიო,,თითქოს დაგვავიწყდა როგორ აქცევდით ყურადგებას სპორტს და სპორტსმენებს,,ვაი თქვენს პატრონს
გიორგის
19 აგვისტო 2022 18:29
0
თურქეთი და საბერძნეთი ძლიერი გუნდებია და მათთან წაგების გამო კრიტიკა არ მოსულა, მაგრამ პრობლემაა დაცვაში, არ იციან სამიანების სროლა და სულ ერთიდაიგივე კალათბურთელები თამაშობენ. გარდა იმისა რომ რა პრობლემებიც გვაქვს ის პრობლემად დარჩა, მთლიანად გავიშიფრეთ, ყველა მეტოქემ იცის ჩვენი ძირითადი ბირთვი ვინ იქნება.
დააT
19 აგვისტო 2022 00:26
4
ხო და ზუსტად არ გავშიფრულვართ, მაგაშია საქმე და ნაწილობრივ მაგიტო ვტმობთ მეორე ტაიმს. ეგრე ვერავინ დაგვბომბავს პერიმეტრიდან ოფიციალურებში
Irakli Apkhaidze
19 აგვისტო 2022 09:50
1
საერთოდ კომენტარიც არ ღირს, იმდენად საშინლად თამაშობს გუნდი, უბრალოდ ეს ნახევარი გუნდი რომ უზის სკამზე , გულშემატკივრებად სჭირდება? გულშემატკივრობა ხომ უნდა მოგინდეს ადამიანს?
: )))))))
19 აგვისტო 2022 00:24
1
რა ჭირს ამ ჩვენს გუნდს, რაიმე არეულობაა ??????????????
???????????????
19 აგვისტო 2022 00:21
3
ცინცაძე არსად დაგეკარგოთ. ანდრონიკაშვილს 3-4 წლის წინ ეტყობოდა მაგარი ბიჭი იყო და დღემდე არ აძლევენ ნორმალურ სათამაშო დროს. რატიმ უნდა ითამაშოს 30 წუთი, მაკფადენმაც მაგდენი. ობოლაძემ ის ვერ გაიგო თუ რატომ არ 'სჯის' მაკფადენს ზუროსი შეცდომების გამო. ბოლ-ჰენდლერი არა გყავს და სხვა ვარიანტი არა გაქვს, ტვინიკოს. ვინ უნდა შეიყვანო მაკფადენი რომ გაიყვანო. ცინცაძე? :)) თან ელემენტარულ საკალათბურთო წესებში თუ ვერ ერკვევი, ბევრს მაინც ნუ ლაპარაკობ. ჯარიმას ვერ ცნობ, სასროლია თუ არა იმას ვერ იგებ, ბურთი ითვლება თუ არა ეგ არ იცი. გოლთენდინგი რომ ისევე არ მუშაობს ევროპაში როგორც ნბა-ში ეგ არ იცი, 2 for 1 რა არის მეოთხედის ბოლოს, არ გაგიგია. კარგი, ამეების აზრზე არა ხარ, ის მაინც არ იცი, რომ მოვლენებს მაინც რომ არ უნდა გაუსწრო წინ. გუშინდელი თამაშის მერე დასკვნები გავაკეთეთ თურმე და დღეს მაგრად ვთამაშობთ. არა და ჯერ პირველი მეოთხედია გასული. აიკლო ბაქი-ბუქით ეთერი. პირველი მეოთხედი თურქებსაც მოვუგეთ. მერე?.. დანარჩენ ბიჭებზე რა უნდა თქვა. ვენაცვალე ყველას ჯიგარში, მაგრამ რამდენიმე მოთამაშის გარდა, უბრალოდ კლასი არ გვყოფნის. მე სანიკიძის თამაში მენატრება და სხვისი არ ვიცი.
odala
19 აგვისტო 2022 00:18
1
კიდევ შერცხვენას ჯობს, საერთოდ წამოვიდნენ სახლში
ლუკა
19 აგვისტო 2022 00:09
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული