ნაცნობი სურათი - მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აკროპოლისის თასის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პოლონეთთან 76:87 დამარცხდა.

ზედიზედ ექვსი ამხანაგური მატჩის წაგების შემდეგ, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა განაცხადა, რომ ორივე ტაიმში სტაბილურობა სჭირდებათ, პოლონელებთან კი მოსამზადებელი თამაში იქნებოდა, რომელიც გაუმჯობესებისთვის უნდა გამოეყენებინათ. ეროვნული გუნდის კალათბურთელის მამუკელაშვილის თქმით, მალე ყველაფერი დალაგდება. ერთი რამ ფაქტია, ნაკრებში ისევ მოკლე სათადარიგოთა სკამია, რაც პრობლემაა და მესამე მეოთხედში იჩენს თავს. ეს განსაკუთრებით ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრებში და დატვირთულ კალანდარში ხდება თვალსაჩინო. საბედნიეროდ ხვალ გუნდს ბითაძე შეუერთდება.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 23:22 მოიგო. შენგელიამ 12
ქულა ჩააგდო. მეორე პერიოდის დასაწყისში ზუროსმა შერმადინი, შენგელია და მამუკელაშვილი დაასვენა, მაკფადენს კვლავ არ წაუვიდა სროლები, პოლონელები ზუსტი სამიანების წყალობით წინ გავიდნენ, პარკეტზე წამყვანი კალათბურთელების დაბრუნების მერე სიტუაცია შეიცვალა, ბოლოს მამუკელაშვილმა ჩააგდო და პირველი ტაიმი 1 ქულით მოვიგეთ.

მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა ტრადიციულად ძალიან ცუდად დაიწყო, მოწინააღმდეგემ ხუთიდან ოთხი ზუსტი სამქულიანი ჩაგვიგდო, 18 ქულით გაიქცა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიშის შემცირება მოახერხა - 59:67. მეოთხე მეოთხედში ზუროსმა შერმადინი დაასვენა, ქართველმა
კალათბურთელებმა სხვაობის 4 ქულამდე შემცირება შეძლეს - ეგ იყო და ეგ, დარჩენილ დროში პოლონელებმა უკეთ ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

27 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელია იყო, ანრონიკაშვილმა 10, მამუკელაშვილმა 9 (პლუს 7 მოხსნა), შერმადინმა 7, მაკფადენმა და ბურჯანაძემ 6-6, სანაძემ 5, ცინცაძემ 4, ბექაურმა კი 2 ქულა ჩააგდო. პოლონელმა მიხალაკმა 22 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისში ნიდერლანდებთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
გაიხარეთ ბიჭებო, ძლივს ამოვედი ვალებიდან.რა კარგია, რომ იცი წინასწარ უეჭველი წააგებ.
დიმა
20 აგვისტო 2022 00:30
8
იიიიი კარგი რა დიმა ნუ ამბობ ესე :)
Me ar bar Roboti
20 აგვისტო 2022 02:53
0
როგორც მივხვდი ესპანეთთან ყარაულის თოფის ამბავი იყო
მეგრელი
19 აგვისტო 2022 23:57
7
ზუროსმა თავისი შესაძლებლობები დიდი ხანია ამოწურა. ჩაამთავრებს კონტრაქტს და ვაისივით მილიონებით ჯიბექასქელებული თვალცრემლიანი დაგვტოვებს დაახლოებით ასეთი სიტყვებით: ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ ბოჭებთან და ფედერაციასთან თანამშრომლობა, საქართველო ჩემი მეორე სახლია, წარმატებებს ვუსურვებ ნაკრებს. შედეგი კი გვექნება როგორც ყოველთვის ნოლი. პასუხს კვლავ არავინ არაფერზე აგებს, მდიდრები უფრო გასუქდებიან, საწყლები უფრო გახდებიან. საით მიექანები საბრალო საქართველო, რაზედ მოგიწყენია? იმიტომ ხომ არა რომ ათასი გადამთიელი ჩამოგისახლეს და შენი შვილები გაგიყარეს? ცოტაც მოითმინე და ბონდო გვიშველის, გამოდი ბონდო გამოდი, ნუ ეფარები ბუტკასა.
აბუბაქარი, ბონდო აქ არი?
19 აგვისტო 2022 23:53
8
გაუვიდა ზუროსს ვადა!
სააკაძე
19 აგვისტო 2022 23:34
4
ექსპერტებით სავსეა სოცქსელები :)
პ.ს. ცოტა დრო დარჩა,მოვითმინოთ და ნახავთ ;)
ადამიანი
19 აგვისტო 2022 23:33
2
თამაშს ვმალავთ, აი მერე დანალულს თუ ვიპოვით ევროპის ჩემპიონები გავხდებით.ოღონდ თუ ვიპოვით
დიმა
19 აგვისტო 2022 23:30
0
აქ აკომენტარებენ 13-14 წლის სკოლის ბავშვები . რაც გამოჩნდა . მახსოვს ნაკრებმა რო ყველა ამხანაგური მოიგო. ლიტვა იტალია სერბეთი და მერე ოფიციალურებში ევრობასკეტის ჯგუფიდან ვერ გავიდა . იმის მერე ვისაც ოდნავ მაინც აქ ტვინი თავში ამ შედეგებს არ უნდა უყურებდეს. მაგრამ 14 წლის ლაწირაკს გინდა ელაპარაკე გინდა არა. ოხონდ ალაყაფე და აწერიე უაზრო კომენტარები
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
19 აგვისტო 2022 23:00
4
ავი ენები ამბობენ მაშინ ევროზე ფაჩულიას ბეჭედმა აწყინა და არია სიტუაცია გუნდში.
მ.მ
20 აგვისტო 2022 02:14
3
მე ესეთი სუსტი მაკრები არ მახსოვს!
ვერც სამიანს ვესვრით და ვერც სამიანების სროლას ვუზღუდავთ მოწინააღმდეგეს..
პრახადნოი დვორია დაცვა
paata
19 აგვისტო 2022 22:33
4
ამაზე კომენტარიც ზედმეტია. მეტოქის დასაბნევად დაცვაში კაცს სპეციალურად ტოვებდე სასროლად, კიდევ გავიგებ, მაგრამ ბურთს სპეციალურად აცილებდე, სულ ცოტა სინდისი შეგაწუხებს კალათბურთელს და რამდენიმე ყარაულის თოფივით მაინც გაგივარდება. მომკალით და არ მჯერა, რომ 180 გრადუსით შეიცვლება გუნდის თამაში. სკამზე ის ბიჭები ვინც გვყავს, რატომ არ თამაშობენ, ვერ ვიგებ. ვარსკვლავებს რომ არ ვწყვეტთ გასაგებია, მაგრამ ამ ხალხმა რა დააშავა?
: )))))))
19 აგვისტო 2022 22:18
0
სანამ რამეს დაწერ, მანამდე დაფიქრება არ გაწყენს. ან ვინმესთან ახლობლობა საერთოდ რა შუაშია? შენგელია რომ გაწყვიტა წელში, 1 წუთით არ დაუსვენია და ამდენი ხალხი ტურისტებად რომ მიყავს, რაიმე აზრი აქვს? თუ ნაკრების დონეს არ აკმაყოფილებს, რა უნდათ შემადგენლობაში? გუნდს ძალა არ ყოფნის და პირწმინდად აგებს ზედიზედ მერვე შეხვედრას.
: )))))))
20 აგვისტო 2022 00:22
0
4 -+1 გარდა სხვა კალათბურთელი არ გვყავს, იქნებ ვინმესთან ახლობლობ და განიცდი? ის ჯობია შეახსენო- თუ სპორტსმენობა უნდა გაცილებით მეტი უნდა ივარჯიშოს.
გუსანი
19 აგვისტო 2022 23:19
1
ბატონო ილიას სადაც დაგვპირდით, რომ ვიქნებით, მგონი უკვე იქა ვართ!
ჰოლანდიასთან - ალე ჰოპ! ფოკუსი იქნება?
ვაჟა მასწავლებელი
19 აგვისტო 2022 21:59
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული