საქართველო- ნიდერლანდები - ფრე პირველი ტაიმის შემდეგ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრებებს შორის 35:35 დასრულდა.

ზედიზედ ექვსი ამხანაგური მატჩის წაგების შემდეგ ჩვენს გუნდს ბითაძე დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმა აშშ-ში იმკურნალა. ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. ფარზე ქართველების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ მე-8 წუთზე მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და პირველი მეოთხედი 18:18 დასრულდა.

კარგად შევიდა შეცვლაზე ანდრონიკაშვილი, რომელმაც ოთხჯერ ჩაჭრა ბურთი, თუმცა ჩვენი კალათბურთელები შეტევაში შეცდომებს უშვებდნენ, ჰოლანდიელები 6 ქულით წინ გავიდნენ, მაგრამ შენგელიას და
მამუკელაშვილის ძალისხმევით თანაფარდობის აღდგენა შეძლეს და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა - 35:35.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კომბინაციები გარეშე როგორ უნდა ვითამაშოთ შეტევაში? არ მესმის რა!
კაი, გასაგებია დაცვა, მეტი მოძრაობა და დაკეტვა, მარა შეტევაში არაფერს რომ არ გავს თამაში მარტო მე ვხედავ? მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის იმედზე შეტევაში თამაში არ არი საკმარისი! რატომ არ ესმით ეს?
აატკომბონაციების გარეშე
20:09 24-08-2022
0
რაში ადგება საქართველოს ნაკრებს უცხოურ კლუბებში ქართველ კალათბურთელთა კარგი ასპარეზობა.ქართველი რომ რუსეთის არმიის გუდისთვი იბრძოლებს ის ნაკრებ ში არუნდა მიიწვიონ. არ არსებობს საქართველოს კალადბურთელ ნაკრებზე ცუდი გუნდი რომელიც თავის პოტენციალს ასე ზერელედ ეპყრობოდეს.
გიორგი
20:05 24-08-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული