საქართველოს ნაკრები სტუმრად იტალიასთან დაძაბულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები ბრეშაში იტალიასთან 84:91 დამარცხდა.

შენგელიას ტრავმის მიღების შემდეგ, ჩვენი გუნდის სხვა წამყვანი კალათბურთელებისგან უფრო შედეგიანი თამაშის მოლოდინში ვიყავით. თუმცა, თავიდანვე ცხადი გახლდათ, რომ მოკლე სათადარიგოთა სკამის გათვალისწინებით კაპიტნის გამოკლება, მით უმეტეს ასეთ მეტოქესთან და თანაც გასვლაზე, აუნაზღაურებელ დანაკლისს წარმოადგენდა და გამარჯვების შანსები შეგვიმცირდა. თორნიკემ შეხვედრის დაწყების წინ თანაგუნდელებს უთხრა, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდათ, მეტოქეს უნდა ენერვიულა, ვინაიდან სახლში წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, თუ ერთმანეთისათვის იბრძოლებდნენ, ყველაფერი კარგად იქნებოდა და მეტადრე დაცვაში კარგად მოქმედება სჭირდებოდათ.

ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, ცინცაძე, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. დებიუტში 7:0 გავიჭერით წინ და ვიზავის მწვრთნელმა უმალ წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც ანგარიში გაათანაბრეს, მერე წინ გავიდნენ, ძალიან ლამაზი და საინტერესო თამაში წავიდა და პირველი მეოთხედი 19:25 დავთმეთ.

მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 11-ქულიანი გაქცევით დაიწყო, თუმცა იტალიამ ისევ მოახერხა დაწინაურება, მოხსნებში გვჯაბნიდნენ, სამქულიანებსაც უკეთ ისროდნენ და პირველი ტაიმი 43:38 დასრულდა.

გასაოცარი ფაქტია, ჩვენმა გუნდმა დიდი შესვენების შემდეგაც მოახერხა გაქცევა, თან 12 ქულით. ჩინებულად ირჯებოდა ბითაძე. სამწუხაროდ, მეოთხე პერსონალური მიიღო მამუკელაშვილმა და ზუროსმა მოედნიდან გაიყვანა. შემდეგ კვლავ შეძლეს მასპინძლებმა წინ გაჭრა, ნერვების თამაში და ქულა ქულაში წავიდა და მესამე მეოთხედი 66:66 დასრულდა.

დასკვნითი მეოთხედის დასაწყისში მოწინააღმდეგის ლიდერმა გალინარიმ ტრავმა მიიღო, დარბაზი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა, იტალიელებმა ოთხი სამქულიანი ჩაგვიგდეს, მაკფადენმა ზედიზედ ორი სამიანით უპასუხა, ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, საბოლოოდ მაინც წავაგეთ.

ბითაძემ 19 ქულა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), მაკფადენმა 16, შერმადინმა 12, სანაძემ 11, ცინცაძემ 8 (11 პასი), მამუკელაშვილმა 8, ჯინჭარაძემ 5, ბურჯანაძემ 3, ბექაურმა კი 2. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 21 ქულით ფონტეკიო გახდა და MVP-ც სარგებლიანობის 26-იანი კოეფიციენტით. გალინარიმ 17 ქულა მიითვალა, სპისუმ 15, მელიმ 12, ხოლო დატომემ 9.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე 1-ელ სექტემბერს თბილისში ბელგიასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ძალიან მაგარი თამაში ვითამაშეთ, არ დაგავიწყდეთ როგორი ძლიერი შემადგენლობით იყო იტალია. ფაქტიურად ყველა კალათბურთელი ყავდა და კინაღამ მოვუგეთ, რომ არა მსაჯების აშკარა სიმპათია მათ მიმართ.
გელა
28 აგვისტო 2022 12:33
0
ბექაური მეტად უნდა ათამაშოს მაგარი ბიჭია
geo
28 აგვისტო 2022 10:35
2
სხვებიც. ეგ რომ ვთქვი, ვიღაცამ შენი ახლობელი ხომ არ არისო, ეგრე მითხრა
: )))))))
28 აგვისტო 2022 14:18
0
ბექაურს მარტო მე ვითხოვ ამ საიტზე, კაცი არაფერს აფუჭებს თამაშში და ამხანაგურებზე რატო არ დატვირთა, უპატივცემულობაა ისედაც მოკლე სათადარიგო სკამის.
მიიღო შენგელიამ ტრავმა და დაჭირდა ახლა თურმე. ამხანაგურში ათამაშე, მიიღოს ის ტონუსი.
ბექაურს არ ვიცნობ
28 აგვისტო 2022 10:05
3
იტალიის გუნდს ბოლო წამებზე რომ დასჭირვებოდა მსაჯების დახმარება, კიდევ მეტ უკადრებელს იკადრებდნენ მსაჯები, საერთოდ ნებისმიერ სპორტის სახეობაში, თუნდაც თბილისში მსაჯობა ჩვენს წინააღმდეგაა, არ ვიცი ალბათ რუსეთში ვეშლებით??!!
ლეო
28 აგვისტო 2022 10:01
4
ბიჭებმა რაც ითამაშეს თავისი ოსტატობის ხარჯზე...მწვრთნელი არა გვყავს მწვრთნელი..იტალიელებმა 3 ჯერ გაიყვანეს სასროლად დატონე და ჩააგდო...ჩვენ ერთხელაც ვერ დავხაზეთ კომბინაცია ისეთი ,რომ მაკფადენი ცარიელი გაგვეყვანა სასროლად...რაც თამაში ვნახეთ ბიჭების დამსახურებაა მწვრთნელის გარეშე...თუნდაც ვინც ერკვევა 82-82 ანგარიშზე მაკფადენი სასროლად ვერ გაიყვანა კომბინაციით ზუროსმა.რაც ისროლა თავის ოსტატობით...
მწვრთნელი უნდათ ამ ბიჭებს
მოქალაქე
28 აგვისტო 2022 09:58
11
ზუროსი 3-ნებს სათადარიგოთან ვერ ჩაგვიგდებს... ნბს- მწვრთნელიც ამ შემადგებლობით, მით უმეტეს შენგელიას არ ყოფნით -ასეთ თამაშს და ამ შედეგსაც ვერ დადებს!
ზოგადად მეტოქის 3-ბის ჩახშობა- დ ა ბ ლ ო კ ვ ა ( მით უმეტეს ისლანდია 3-ბის ლიდერია) და ფარზე დომინირება მეტად - 2 ქულიანებით თამაში გვჭირდება და ყველა მოვუგებთ.
კახაბერი
28 აგვისტო 2022 15:01
0
მსაჯებმა მართლა დიდი უნამუსობა ჩაიდინეს ! პატარა ქვეყანა ვართ ....
bondo
28 აგვისტო 2022 09:50
0
ეგ თამაში იტალიას არ მოუგია , მოგვიგო მსაჯებმა
სსსს
28 აგვისტო 2022 06:17
4
ბევრი არასერიოზული გულშემატკივარი ყავს ჩვენ ძალიან სერიოზულ ნაკრებს !
Teof
28 აგვისტო 2022 03:31
7
სერიოზული ნამდვილადაა ოღონდ არასერიოზულად უდგება საქმეს.ანიავებს უდიდეს პოტენციალს.
გიორგი
28 აგვისტო 2022 07:44
6
თქვენი არ ვიცი და მე კმაყოფილი ვარ, მეორე თამაშის პირობაზე გოგა კარგი იყო, იმედია საჯარიმოების პროცენტს გაზრდის, სანდროს ეტყობა ევროპული კალათბურში რომ არ ააქ ნათამაშები და უჭირს იმედია შეეჩვევა, ცინცაძე დღეს კარგი იყო, დუდაც უკეთესი.
რრრ
28 აგვისტო 2022 01:15
3
ყოჩაღ ბიჭებს თავისი შეცდომები , თავგამოდებით თამაშით...
- მოკლედ- ფარის მოგება, როგორც მეტოქის, ისე თავისთავად საკუთარის, რისი შესაძლებლობაც არსებობს და მინიმუმ 12 3-ნი გვჭირდება ყოველ თამაშში (5 მაკდაფენი,2-2 მაინც ცინცაძე, სანაძე, ანდრონიკაშვილი...) და ყველა გუნდათ გვაქვს მოგების შანსი.

ბითაძე და მამუკელაშვილმა ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვან,მით უმეტეს გადამწყვეტ მომენტებში შეცდომები არ უნდა დაუშვა.
კახაბერი
28 აგვისტო 2022 01:15
1
არა აქვთ ასეთ სიტუაციებში თამაშის გამოცდილება და ზოგადად სანაკრებო პრაქტიკა, თორემ პირველ 2 მეოთხედში კარგად ითამაშეს .
: )))))))
28 აგვისტო 2022 23:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული