საქართველოს ნაკრების სამწუხარო მარცხი ოვერტაიმში და ბითაძის ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ ბელგიასთან 76:79 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. თამაში ქულა-ქულაში წავიდა, შემდეგ მოხსნებში შეცდომები დავუშვით, ტაბუმ ორი სამქულიანი ჩაგვიგდო და დაბალქულიანი პირველი მეოთხედი 11:16 დასრულდა.

მეორე პერიოდი ბურთის რამდენიმე დაკარგვით დავიწყეთ, პერიმეტრში თავს კარგად ვერ ვიცავდით, შეტევაშიც სათანადოდ ვერ ვთამაშობდით, ჩვენი "დაბლები" ქულებს ვერ აგროვებდნენ, მეტოქე 11 ქულით გაგვექცა, თუმცა ანგარიშის შემცირება შევძელით და პირველი ტაიმი 6 ქულით წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ვიზავი 12
ქულით დაწინაურდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ მსაჯების შეცდომებმა იმატა, კარგი დაცვის და ბითაძის ჩინებული თამაშით სხვაობა 5 ქულამდე შევამცირეთ, ბელგიელებმა ორი ზუსტი სამიანით გვიპასუხეს. შემდეგ მაკფადენმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:58 დაფიქსირდა.

მეოთხე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით დაიწყო, ბელგია 10 ქულით გაიჭრა წინ, მერე უპირატესობას დავეუფლეთ, მამუკელაშვილმა ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 4 ქულა მიაყოლა, სანაძემ სამიანი, 4 ქულით წინ გავედით, ბითაძემ ტრავმა მიიღო, რითაც მეტოქემ ისარგებლა, ანგარიში გაათანაბრა (70:70) და ოვერტაიმი დაინიშნა.

ოვერტაიმი ქულა-ქულა ქულაში მიმდინარეობდა. 11 წამით ადრე მამუკელაშვილმა საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, 3 წამით ადრე 36 წლის ტაბუმ საპასუხოდ სამიანი ჩაგვიგდო, ბოლოს სანაძის სამქულიანმა ვერ უწია მიზანს და წავაგეთ.

ჩვენი გუნდიდან მამუკელაშვილმა 18 ქულა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), 17 მაკფადენმა (6 პასი), 14 ბითაძემ (9 მოხსნა, 3 დაფარება), 6 ბურჯანაძემ, 5-5 ანდრონიკაშვილმა და სანაძემ, 4-4 შერმადინმა და ჯინჭარაძემ, 3 ცინცაძემ. სტუმართა გუნდიდან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები მვემა და ტაბუ იყვნენ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს ესპანეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 87 /
ენბეადან მწვრთნელი,წლების პრობლემაა,საქართველოს ნორმალური ჩემპიონატი,წლების პრობლემაა,მეტი ნიჭიერი ქართველი,ჩრდილოეთ ამერიკის სტუდენტურ ჩემპიონატებში,პარალელურად მათი კოლეჯებში სწავლით იუესეუში ...
ლონდონიდან
02 სექტემბერი 2022 09:20
2
ბიჭები საწყენია ეს მარცხი. ბოლოსდაბოლოს ყველა უძლიერესი კალათბურთელები ხართ და ბევრი გინახიათ ბევრი გიკეთებიათ. რამეს ვითხოვთ ისეთს ? რაც გიკეთებიათ ის აკეთეთ ტო. ყველას და ყველაფერს ეშველა
რა დააშავა საქართველომ? მეტი მონდომება და მეტი მიდგომა.
აევკლ
02 სექტემბერი 2022 09:04
8
იგივეს ვტკეპნით, იგივე სტილი, მცირე სათადარიგო სკამი და იმის შიში, რომ თუ ვინმე გამოგვაკლდა დაგვერხევა. ერთიდაიგივე მეორდება... დიდი კონკურენცია და დონის ამაღლებაა საჭირო ეროვნულ ჩემპიონატში.
ლაშა
02 სექტემბერი 2022 08:23
0
შენგელიას ყოფნისასაც ვერ მივაღწევდით სერიოზულ შედეგს. პრობლემა უფრო სერიოზულია, გადახედეთ ასაკობრივ ნაკრებებს, თუ პერსპექტივას დაინახავთ? ბითაძის არყოფნისას ბულგარეთთან მოგებაც სანატრელი გვექნება.
დიმა
02 სექტემბერი 2022 08:00
5
საერთოდ არ გამოცხადდნენ შემდეგ თამაშზე აჯობებს. ვითომ კალათბურთელები ჰქვიათ და ფარი მათთვის სხვა პლანეტაა. ამდენი წელი რომ ვარჯიშობთ, ფარში ჩაგდება ვერ ისწავლე?????
gori
02 სექტემბერი 2022 02:14
7
კალათბურთზე წასვლა კი არა, გამორიცხულია თამაშებს ვუყურო. კალათბურთელი როცა ვერცერთი დისტანციიდან ფარში ბურთს ვერ აგდებს - უბრალოდ სასააცილოა...........
kaxa
02 სექტემბერი 2022 02:03
5
ესენი კალათბურთს ვერ თამაშობენ.ყველა ამათი თამაში არის ჯახირი და წვალება.სამქულიანებში ნოლები.დაცვაში ნოლები.საჯარიმოებში ნოლები და მეტი კალათბურთი სხვა რამე კი არ არის.
ჯანაშია ვაგნერი.
02 სექტემბერი 2022 01:44
2
რა წაიღეთ ტვინი ამ კრიტიკით რა, რას ფილოსოფოსობთ მშვენიერი თამაში იყო დაძაბული, საინტერესო, ემოციებით სავსე. გეყოთ ეგ ჭკუა დარიგებები უბრალოდ უყურეთ და დატკბით თამაშებით. დააფასეთ ჩვენი ნაკრებიც და მოწინააღმდეგეც
dinamo
02 სექტემბერი 2022 01:40
47
უსირცხვილოები ხართ, მე თქვენ აღარ გიგულშემატკივრებთ!
Jora
02 სექტემბერი 2022 01:29
13
ბურჯანაძემ წააგო ეს თამაში
geo
02 სექტემბერი 2022 01:12
6
მართალია, ბურჯანაძემ და მე დავამატებდი ცინცაძემ წააგეს ეს თამაში.
ტარიელი
02 სექტემბერი 2022 07:08
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული