საქართველოს ნაკრების სამწუხარო მარცხი ოვერტაიმში და ბითაძის ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ ბელგიასთან 76:79 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. თამაში ქულა-ქულაში წავიდა, შემდეგ მოხსნებში შეცდომები დავუშვით, ტაბუმ ორი სამქულიანი ჩაგვიგდო და დაბალქულიანი პირველი მეოთხედი 11:16 დასრულდა.

მეორე პერიოდი ბურთის რამდენიმე დაკარგვით დავიწყეთ, პერიმეტრში თავს კარგად ვერ ვიცავდით, შეტევაშიც სათანადოდ ვერ ვთამაშობდით, ჩვენი "დაბლები" ქულებს ვერ აგროვებდნენ, მეტოქე 11 ქულით გაგვექცა, თუმცა ანგარიშის შემცირება შევძელით და პირველი ტაიმი 6 ქულით წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ვიზავი 12
ქულით დაწინაურდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ მსაჯების შეცდომებმა იმატა, კარგი დაცვის და ბითაძის ჩინებული თამაშით სხვაობა 5 ქულამდე შევამცირეთ, ბელგიელებმა ორი ზუსტი სამიანით გვიპასუხეს. შემდეგ მაკფადენმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:58 დაფიქსირდა.

მეოთხე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით დაიწყო, ბელგია 10 ქულით გაიჭრა წინ, მერე უპირატესობას დავეუფლეთ, მამუკელაშვილმა ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 4 ქულა მიაყოლა, სანაძემ სამიანი, 4 ქულით წინ გავედით, ბითაძემ ტრავმა მიიღო, რითაც მეტოქემ ისარგებლა, ანგარიში გაათანაბრა (70:70) და ოვერტაიმი დაინიშნა.

ოვერტაიმი ქულა-ქულა ქულაში მიმდინარეობდა. 11 წამით ადრე მამუკელაშვილმა საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, 3 წამით ადრე 36 წლის ტაბუმ საპასუხოდ სამიანი ჩაგვიგდო, ბოლოს სანაძის სამქულიანმა ვერ უწია მიზანს და წავაგეთ.

ჩვენი გუნდიდან მამუკელაშვილმა 18 ქულა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), 17 მაკფადენმა (6 პასი), 14 ბითაძემ (9 მოხსნა, 3 დაფარება), 6 ბურჯანაძემ, 5-5 ანდრონიკაშვილმა და სანაძემ, 4-4 შერმადინმა და ჯინჭარაძემ, 3 ცინცაძემ. სტუმართა გუნდიდან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები მვემა და ტაბუ იყვნენ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს ესპანეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 87 /
ამხანაგურებში რომ გვათრიეს (2 თამაშს უნგრეთი რო მოგიგებს თრევაა და მეტი არაფერი) მაშინ უნდა თქმულიყო სათქმელი...აბა ვიპოვეთ დამალული? შორს გავფრინდებითთქო რო ვწერდი ჰეითერი მეძახეთ და ა ბატონო. დავწერე კიდეც რა დაიმალა ამხანაგურებშითქო ისევ ისე. ისევ გვბომბავენ სამიანებიდან, ისევ უაზროდ გაწელილი მდორე შეტევები, ისევ ბოლო წამზე უაზროდ გადაგდებული ბურთები, სკამი ისევ ნული, მსროლელები ნული, შეიცვალა რამე? შორს ფრენას გისურვებთ გაშლილი ფრთებით
იბერია
02 სექტემბერი 2022 00:26
1
შავი ფორმა რატომ და საიდან??? რასთანაა კავშირში? გთხოვთ ვინმემ თუ იცით ან იქნებ კავშირმა აგვისტოს სადმე როდესმე გვქონდა???
Archili
02 სექტემბერი 2022 00:24
1
შავი ფორმა რომ ამდენი დამხმარე არ გამოჩნდეს
ნუგზარი ნუცუბიძე
03 სექტემბერი 2022 17:02
0
ბოისამ სიბოლური დატვირთვა აქვსო, პირველი თამაში შავიფერით რომჩავატარეთო რადგან პირველი თამაშიო საქართველოს ნაკრებმა შავიფერის ფორმით ითამაშაო
გიორგი777
03 სექტემბერი 2022 01:07
0
ყველა გამოხმაურება
მთელი სერიოზულობით გეკითხებით აქ კომენტარების ავტორებს- ზუროსს რომ აბრალებთ წაგებას,არ დაფიქრებულხართ,რა რესურსი და არჩევანი აქვს დღეს მას? ვინმე თამაშობს ჯორდანის დონეზე და არ მიყავს ნაკრებში? ეროვნული ჩემპიონატი თუ გიყურებიათ? ვინ წაიყვანოს? ორ კვირაში, შეკრებაზე, როგორ ასწავლოს სამქულიანების სროლა? ცოტა დაფიქრდით.
საერთოდ საქართველოში სპორტი რა დონეზეა?გვყავს კი იმდენად ერუდირებული მწვრთნელები, რომ ახალგაზრდა თაობა გაზარდონ? ეს არა მარტო კალათბურთს ეხება, იგივეა თითქმის ყველა სახეობაში.ახალგაზრდობას კი უნდა რომ სპორტს გაყვეს? ეს ხომ რთული და ხშირად დაუფასებელი გზაა.უველაფერი უნდა მოიკლო, უნდა ცხოვრების უდიდესი ნაწილი მას დაუთმო და შედეგად...? ქვეყანაში სადაც ლავას ოღლი და შაქრო მალადოი უფრო პოპულარულები და ფინანსურად უფრო მძიმეწონოსანი არიან ვიდრე სპორტსმენი თუ მეცნიერი,რას ელით? ზუროსი დაალაგებს ამას ყველაფერს?
თემო
02 სექტემბერი 2022 00:23
0
ორ რაღაცას ავღნიშნავ--- უკვე ფართან თითქმის მოხსნილ ბურთს რომ დაკარგავ და სამქულიანების ჩამგდები რომ არ გყავს,უკვე ზედმეტია იქ რამეზე ლაპარაკი.გვარები მე არ ვიცი ბელგიელების და თითქმის ყველა აგდებდა 3 ქულიანს.რამაც გადაწყვიტა მატჩის ბედი
კახა ქ.
02 სექტემბერი 2022 00:20
1
თანამედტოვე კალათბურთი ათლეტიზმის, სისწრაფისა და სამქულიანის გარეშე არ არსებობს. სამი საშუალო დონის მოთამაშე დაგვრჩა შენგელიას ტრავმის შემდეგ - მაკფადენი, ბითაძე და მამუ. სამი კაცით ესეც კაი შედეგია, როცა უმეტესობას უჭირს საჯარიმოს და თავისუფალი სროლის ჩაგდება. ეს ყველაფერი იქით იყოს და რატო ვერ ვზრდით კალათბურთელებს? რატომ არ აქვთ საბაზისო უნარები თუნდაც ნაკრების მოთამაშეებს?
Joseph
02 სექტემბერი 2022 00:20
0
ამათ თამაშს WNBA თამაშის ყურება ჯობია. სროლა არ იციან, მოძრაობა არ აქვთ და კომბინაციას ვერ აკეთებენ.
ლომი
02 სექტემბერი 2022 00:19
4
სტეფ კარი მარტო ნიჭიერი კიარაა, რობოტივით ყველა ბურთი ნასროლი აქვს და კიდე ისვრის ისვრის ისვრის ისვრის და კიდევ ისვრის... ვარჯიშობს ვარჯიშობს ვარჯიშობს ვარჯიშობს და კიდე ვარჯიშობს... ცენტრიდან და გასახდელიდან ჩაგდებას არ გთხოვთ არავინ, საჯარიმოები რაღა გახდა :-/
რა მაფიაა
02 სექტემბერი 2022 00:14
0
ეს არი უღბლობა მთელი ზაფხული თოკოზე იყო აწყობილი გუნდი თავისი კომბინაციებით მერე გოგაზე გადაეწყვნენ ნახეს თავისი თამაში როცა ყველაზე საჭირო იყო მაშინ დაიმტვრა ასე არ ხდება გადალაგდე უცებ ძირითადი ღერძი რომ იკარგება გაგვწირა იღბალმა არავიზე გული არ მწყდება მადლობა ბიჭებო შემდეგ თამაშზეც ვითნები დაგიჭერთ მხარს ამ შემადგენლობით უკვე თავზევით ძალა არ არი
Soso
02 სექტემბერი 2022 00:14
0
შენგელიას დაკარგვა ჩვენთვის განაჩენია, სამწუხაროდ.. იგივეა, რომ სლოვენიამ დონჩიჩი დაკარგოს, ან საბერძნეთმა იანისი...

ბითაძემაც თუ ვერ გააგრძელა ტურნირი, მანდ ხომ საერთოდ აზრი ეკარგება ყვალეფერს... თუ შეძლებს თამაშს, რაღაც შანსი არის, რომ ბულგარეთს და მონტენეგროს მოვუგოთ და გავძვრეთ ჯგუფიდან.

ევროპის ჩემპიონატის დონის კალათბურთელები გვყავს მხოლოდ გოგა, სანდრი და ტედი. აქტიური როტაციისთვის კარგ ფორმაში მყოფი შერმადინი და ცინცაძე გამოდგებოდა, მაგრამ მიმდინარე მდგომარეობით მაგათი მაქსიმუმი 12-18 წუთია.
ბურჯანაძე დიდ დროს ვერ ქაჩავს, მაქსიმუმ 10-12 წუთიანი როტაციის კაცია, სანაძეზე იგივე ითქმის,
რატისთვის - ჯერ ადრეა ასეთი დონის ტურნირი,
სხვებზე საერთოდ არ არის საუბარი..

თუ არ გამოჩნდა მაღალი დონის კიდევ 3-4 კალათბურთელი, ვიქნებით მაჩანჩალა გუნდი, რომელიც ზოგჯერ გავა ევროპის ჩემპიონატზე და ჯგუფში მეოთხე ადგილისთვის იბრძოლებს..
Just Supporter
02 სექტემბერი 2022 00:13
3
ორ რაღაცას ავღნიშნავ--- უკვე ფართან თითქმის მოხსნილ ბურთს რომ დაკარგავ და სამქულიანების ჩამგდები რომ არ გყავს,უკვე ზედმეტია იქ რამეზე ლაპარაკი.გვარები მე არ ვიცი ბელგიელების და თითქმის ყველა აგდებდა 3 ქულიანს.რამაც გადაწყვიტა მატჩის ბედი
კახა ქ.
02 სექტემბერი 2022 00:09
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული