საქართველოს ნაკრების სამწუხარო მარცხი ოვერტაიმში და ბითაძის ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ ბელგიასთან 76:79 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. თამაში ქულა-ქულაში წავიდა, შემდეგ მოხსნებში შეცდომები დავუშვით, ტაბუმ ორი სამქულიანი ჩაგვიგდო და დაბალქულიანი პირველი მეოთხედი 11:16 დასრულდა.

მეორე პერიოდი ბურთის რამდენიმე დაკარგვით დავიწყეთ, პერიმეტრში თავს კარგად ვერ ვიცავდით, შეტევაშიც სათანადოდ ვერ ვთამაშობდით, ჩვენი "დაბლები" ქულებს ვერ აგროვებდნენ, მეტოქე 11 ქულით გაგვექცა, თუმცა ანგარიშის შემცირება შევძელით და პირველი ტაიმი 6 ქულით წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ვიზავი 12
ქულით დაწინაურდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ მსაჯების შეცდომებმა იმატა, კარგი დაცვის და ბითაძის ჩინებული თამაშით სხვაობა 5 ქულამდე შევამცირეთ, ბელგიელებმა ორი ზუსტი სამიანით გვიპასუხეს. შემდეგ მაკფადენმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:58 დაფიქსირდა.

მეოთხე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით დაიწყო, ბელგია 10 ქულით გაიჭრა წინ, მერე უპირატესობას დავეუფლეთ, მამუკელაშვილმა ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 4 ქულა მიაყოლა, სანაძემ სამიანი, 4 ქულით წინ გავედით, ბითაძემ ტრავმა მიიღო, რითაც მეტოქემ ისარგებლა, ანგარიში გაათანაბრა (70:70) და ოვერტაიმი დაინიშნა.

ოვერტაიმი ქულა-ქულა ქულაში მიმდინარეობდა. 11 წამით ადრე მამუკელაშვილმა საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, 3 წამით ადრე 36 წლის ტაბუმ საპასუხოდ სამიანი ჩაგვიგდო, ბოლოს სანაძის სამქულიანმა ვერ უწია მიზანს და წავაგეთ.

ჩვენი გუნდიდან მამუკელაშვილმა 18 ქულა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), 17 მაკფადენმა (6 პასი), 14 ბითაძემ (9 მოხსნა, 3 დაფარება), 6 ბურჯანაძემ, 5-5 ანდრონიკაშვილმა და სანაძემ, 4-4 შერმადინმა და ჯინჭარაძემ, 3 ცინცაძემ. სტუმართა გუნდიდან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები მვემა და ტაბუ იყვნენ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს ესპანეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 87 /
რა თქმა უნდა იბრძოლეს ბოლომდე და ამისთვის დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს!!! მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო ბრძოლის უნარი არ არის საკმარისი წარმატების მისაღწევად. პირველ რიგში ზუსტი სროლის, განსაკუთრებით 3 ქულიანების საშინლად საგანგაშო
დაბალი მაჩვენებელია და რა წარმატებაზე ლაპარაკი საერთოდ???.... იქნებ 2 კარგ მსროლელის ნატურალიზება მოვახდინოთ? ან ესენი როგორმე გადავამზადოთ? რა ვიცი.... ყველა ხედავს, რომ ამ კომპონენტში საშინელი მდგომარეობააა.ფარზე მოხსნაში როგორც ვყოჩაღობდით მაგის ნახევარი რომ ზუსტი სროლები გვქონოდა თავისუფლად მოვიგებდით ამ თამაშს
სოსო
02 სექტემბერი 2022 00:07
1
სამწუხაროდ ქართული კალათბურთი ღრმა კრიზისშია, ორ კაცზე ჩამოკიდებული ნაკრები ლოგიკურ შედეგებს აჩვენებს.
WTF
02 სექტემბერი 2022 00:05
0
როდესაც უკრაინასთან წავაგეთ მანდ ვიფიქრე რომ, ეს არის ძალიან ცუდის ნიშანი.
არა დაცვა, არა 3ქულიანი პერიმეტრის გადაკეტვა, არა კომბინაციური თამაში, არა მეტოქის კალათში 3 ქულიანების ზუსტი ტყორცნა, არა საჯარიმოების გამოყენება!
არ გეცნობათ რომ, ეს ყველაფერი წელს საქართველოს ნაკრების შვოდივე ამხანაგურ თამასში და პლუს ჰოლანდიასთან ერთნაირად გამოჩნდა?
ეს არის სამწუხაროდ ჩვენი ნაკრების თაობის დასასრული.
შერმადინი დაბერდა,
შენგელიას პრონციპში დაღმასვლის პერიოდი ეწყება,
მაკფადენი ნუ ყველაზე უკლასო უცხოელია ვისაც კი უთამაშია ერთი სამიანი თუ წაუვიდა ეგაა.
სანაძე კატასტროფა,
ცინცაძე პენსიაზეა დიდი ხანია და გვრჩება მამუკელაშვილი, ბითაძე რომლებიც ამ ყველაფრის ყურებით ასევე მომენტებში ბანძდებიან იმიტომ რომ, წართველებს ძალიან სამწუხარო მენტალური პრობლემები გვაქვს თუ რამე ისე არ წავიდა ეგრევე ვირევით და უსუსურ ბავშვურ შეცდომებს ვუშვებთ.
დღე რაც ვუყურე ეს არის სამარცხვინო თამაში ესე ეზოს გუნდები თამაშობენ
Paata
02 სექტემბერი 2022 00:03
3
ეს შავი ფორმა, რომელი ქურდის საპატივცემულოდ ჩააცვეს გუნდს? დდ ვაი თქვენს პატრონს.
რრრ
02 სექტემბერი 2022 00:01
3
ამ თამაშით დამთავრდა ყველა ჩვენი პრეტენზია ამ ევროპაზე, ახლა დანარჩენი თამაშები მსოფლიო შესარჩევისთვის კარგად მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. ამ ფიასკოში არანაირი ბრალი მწვრთნელს არ მიუძღვის. ზუროსი ვერ ასწავლის ნაკრების წევრებს ფარში ბურთის სროლას, ეს არაა მისი საქმე. გახსოვთ ალბათ მსოფლიო შესარჩევზე უკრაინასთან 23 სამქულიანიდან მხოლოდ 4 რომ ჩააგდეს და საჯარიმოების შედეგიანობა რაღაც 40% რომ იყო. ჰოდა აქიდანაა ჩვენი შედეგი.
ჟორა გაბრიჭიძე
02 სექტემბერი 2022 00:00
3
ადრეც მითქვამს და იგივე აზრზე ვარ - როგორც ფეხბურთში ვერ მოიგებ, თუ კარში დარტყმა არ იცი, ანალოგიურია კალათბურთშიც. სროლა არ ვიცით და რატომ გვგონია, რომ ვინმე ესვრის თავის ფარში ჩვენს მაგივრად? დავანებოთ თავი დაცვას, კაცის დატოვებას, ბევრ ჯარიმას, პერიმეტრიდან ვერ ვესვრით, საჯარიმოებს ვაფუჭებთ და მეტი რაღაა კალათბურთი??? ოვერტაიმამდე ბურჯანაძემ რაც გააფუჭა, იქ მორჩა თამაში. მთელი 3 მეოთხედი პირწმინდად ვაგებდით, 4:0-ის მერე სულ მდევრის როლში ვიყავით და მარტო მეოთხე მეოთხედში ბოლოს გავედით წინ. ლოგიკურად იმათ უფრო ეკუთვნოდათ, მაგრამ ჩვენ ამდენი მარცხი აღარ გვეყო? ესპანეთთან და მონტენეგროსთან კოშმარი გველის, ბულგარეთთან აგერ თურქეთს გაუჭირდა.. პლეი ოფს ვინ ჩივის, ნეტავ ერთი თამაში მაინც მოვიგოთ
: )))))))
01 სექტემბერი 2022 23:59
2
სამწუხაროდ რეალურად რომ შევხედოთ ევრობასკეტი ფაფუ ჩვენთვის უკვე!
მადრიდისტი
01 სექტემბერი 2022 23:58
1
სამქულიანების წესი რომ გააუქმონ ჩვენ ალბათ მსოფლიოში ხუთეულში ვიქნებით ! რაც თავი მახსოვს და რა თამაშებიც წავაგეთ ყველა სამქულიანების გამო წავაგეთ @
zura222
01 სექტემბერი 2022 23:57
1
ბელგიის ლიგაში მოთამაშე კალათბურთელებთან მშიშარა კალათბურთის თამაში ,5 წელი ამას ველოდით?
მეიცა
01 სექტემბერი 2022 23:55
0
მშვიდობით ევრობასკეტ-22-ო
ჟორა
01 სექტემბერი 2022 23:53
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული