საქართველოს ნაკრების სამწუხარო მარცხი ოვერტაიმში და ბითაძის ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ ბელგიასთან 76:79 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. თამაში ქულა-ქულაში წავიდა, შემდეგ მოხსნებში შეცდომები დავუშვით, ტაბუმ ორი სამქულიანი ჩაგვიგდო და დაბალქულიანი პირველი მეოთხედი 11:16 დასრულდა.

მეორე პერიოდი ბურთის რამდენიმე დაკარგვით დავიწყეთ, პერიმეტრში თავს კარგად ვერ ვიცავდით, შეტევაშიც სათანადოდ ვერ ვთამაშობდით, ჩვენი "დაბლები" ქულებს ვერ აგროვებდნენ, მეტოქე 11 ქულით გაგვექცა, თუმცა ანგარიშის შემცირება შევძელით და პირველი ტაიმი 6 ქულით წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ვიზავი 12
ქულით დაწინაურდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ მსაჯების შეცდომებმა იმატა, კარგი დაცვის და ბითაძის ჩინებული თამაშით სხვაობა 5 ქულამდე შევამცირეთ, ბელგიელებმა ორი ზუსტი სამიანით გვიპასუხეს. შემდეგ მაკფადენმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:58 დაფიქსირდა.

მეოთხე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით დაიწყო, ბელგია 10 ქულით გაიჭრა წინ, მერე უპირატესობას დავეუფლეთ, მამუკელაშვილმა ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 4 ქულა მიაყოლა, სანაძემ სამიანი, 4 ქულით წინ გავედით, ბითაძემ ტრავმა მიიღო, რითაც მეტოქემ ისარგებლა, ანგარიში გაათანაბრა (70:70) და ოვერტაიმი დაინიშნა.

ოვერტაიმი ქულა-ქულა ქულაში მიმდინარეობდა. 11 წამით ადრე მამუკელაშვილმა საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, 3 წამით ადრე 36 წლის ტაბუმ საპასუხოდ სამიანი ჩაგვიგდო, ბოლოს სანაძის სამქულიანმა ვერ უწია მიზანს და წავაგეთ.

ჩვენი გუნდიდან მამუკელაშვილმა 18 ქულა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), 17 მაკფადენმა (6 პასი), 14 ბითაძემ (9 მოხსნა, 3 დაფარება), 6 ბურჯანაძემ, 5-5 ანდრონიკაშვილმა და სანაძემ, 4-4 შერმადინმა და ჯინჭარაძემ, 3 ცინცაძემ. სტუმართა გუნდიდან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები მვემა და ტაბუ იყვნენ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს ესპანეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 87 /
ბრძოლისთვის მადლობა მარა კალათბურთი ამათ დღეს არ უთამაშიათ, ესაა სიმართლე, დამსახურებულად მოგვხვდა, და ისე ბოლო 15 წელია პერიმეტრი რომ ვერ მოვაგვარეთ მაგის ამბები როგორ იქნება ნეტა ?
მ.კ.
01 სექტემბერი 2022 23:52
1
ზუროსი უნდა წავიდეს უნდა მოშორდეეს ! არაფერი მწვრთნელი ეგ არაა ასეთ თამაშში შეიძლებოდა შერმადინის სკამზე დასმა ? ან ხედავ ხო რომ პერიმეტრიდან გვბომბავენ და მაინც ჯიუტად სამ მაღალს და ორ მოძრავს ტოვებ მოედანზე და ის მაღლები ვერ ასწრებენ პერიმეტრის ჩაკეტვას და მერე ისევ უკან სამწამიანში დაბრუნებას @ შეცვალე რა და ერთი მოძრავი მცველი მაინც გამოიყვანე მძიმეს მაგივრად @ წუთშესვენების დროული აღება მაგან არ იცის და ყველა"სიკეთესთან" ერთად თავისი წიოკით ხტუნაობით და თმების გლეჯით თამაში არ გავა რომ გადამწყვეტ მომენტში ტექნიკური არ დაიმსახუროს და ამას პლიუს მისი ამ საქციელით ნერვიულობა მოთამაშეევზეც გადააქვს @ ან ფეხნატკენი ბითაძის მოედამზე დაბრუნება შეიძლებოდა ? იქვე რომ იგივე ფეხზე ტრავმა რომ მიიღო და ვაი თუ უფრო გაურთულდეს @@
zura222
01 სექტემბერი 2022 23:52
3
რაღაცაში ხომ უნდა ჯობდე მეტოქეს?....რაღაცაში!!!
KOSTAKURTA
01 სექტემბერი 2022 23:51
0
შერმადინი დიდი ძალაა, მაგრამ მარტო მის არ ყოფნას ნუ დავაბრალებთ. რომ ვამბობდი 7 ამხანაგურის წაგება ცუდიათქო, ეს ამხანაგურია, აცადეთ, კომბინაციებს ხაზავენ. ფაქტი სახეზეა, რომ მაღალ დონისთვის გუნდი მზად არ არის. დაუმატეთ ბითაძის ტრავმა, რაღა დავრჩით?! ეხლა ცოტა დავმშვიდდი, თორე მეგონა ინფარქტი მხევდა.
აი ძააან მინდა გავიდეთ ჯგუფიდან, მაგრამ ბოდიში, მე ამის ყურება არ შემიძლია. სანდრო და ყველა ახალგაზრდა იმედია მაქსიმალურად გამოიყენებთ ყველა თამაშს, საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენისთვის!!!
ზურა
01 სექტემბერი 2022 23:50
0
მთავრობის ხალხი რო გამოჩნდა ერთ კადრში, მანდ მივხვდი, რომ წავაგევდით
ასად
01 სექტემბერი 2022 23:48
8
შერმადინი,სანაძე ბურჯანაძე,ცინცაძე!!თქვენი გამოცდილების იმედი მქონდა რომ გვერდში ამოუდგებოდით გამოუცდელ ბითაძეს და მამუკელაშვილს და თქვენ რა გააკეთედ? შორიდან უყურებდით გოგას და სანდროს რომლებიც პირველად თამაშობდნენ ევრობასკეტზე!!!!ძალიან შემეცოდნენ მხარს არავინ უმაგრებდათ,მადლობა გოგა და სანდრო!!!
გიორგი
01 სექტემბერი 2022 23:47
1
როგორ ვუსაყვედურო ბიჭებს?თავდაუზოგავად იბრძოლეს,მაგრამ მაინც მგონია,რომ გუნდი გადამწვარია.ასეთი რანგის ტურნირზე,სახლში თამაში,ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა გამოდგა და ბიჭებმა სიმსუბუქე დაკარგეს.იბრძვიან,თავს აკლავენ,მაგრამ გამარჯვებისათვის მზად არ არიან.ისედაც დაულაგებელი გვქონდა თამაში და შენგელიას ტრავმამ,კიდევ უფრო აგვირია ისედაც დაულაგებელი სისტემა.სწორედ ეს მგონია, ამდენი შეცდომის მიზეზი.დღეს გოგაც დაგვემტვრა,თუმცა იმედი მაქვს,მოასწრებს ტრავმის მოშუშებას და ბოლოსკენ დახმარებას.მეტოქე წვივის უკანა ნაწილზე დაეცა და სავარაუდოდ,ქუსლთან მყესები უნდა სტკენოდა.უკვე მიჩვეული ვარ,მაგრამ მსაჯებმაც მაგრად იმუშავეს,ჩვენს წინააღმდეგ.საკმაოდ ხშირად ჩანდა დარღვევები,რომელსაც მსაჯები ატარებდნენ და თითქმის მუდამ ჩვენ წინააღმდეგ.ვარი ტყუილად ჰქონდათ.მომდევნო თამაშები,კიდევ უფრო მძიმე გველოდება და იმედია შესძლებენ,უფრო მეტად შეკვრას.დღეს იმდენი და ისეთი შეცდომები დავუშვით,არავის რომ არ ეპატიება.
სოსო
01 სექტემბერი 2022 23:45
0
ეგ ყველაფერი ყველაფერი და შერმადინი სად გაქრა?...
შენა დაა..
01 სექტემბერი 2022 23:43
0
მადლობა გოგას და სანდროს რაცი ითამაშეთ იმისთვის!!
ბექა
01 სექტემბერი 2022 23:41
0
გუნდს ყავდეს ბითაძე და მამუკელაშვილი და აგებდე ბელგიასთან???
თემური
01 სექტემბერი 2022 23:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული