ევრობასკეტის პირველ ტურში ბელგიასთან 76:79 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა, რომელმაც პირველ რიგში, მხარდაჭერისთვის მაყურებელს მადლობა გადაუხადა.
ბერძენი სპეციალისტის თქმით, დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვეს, მოსამზადებელ მატჩებში დამუშავებული კომბინაციები ვერ შეასრულეს, ამიტომ დაისაჯენ; შემდეგი ორი შეხვედრა მედლებისთვის მებრძოლ გუნდებთან უწევთ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო ორი თამაშის მოგება მართებთ, ამისათვის კი სრული მობილიზაციაა საჭირო.
ზუროსმა ჯერ ბითაძის ტრავმის სიმძიმის თაობაზე არაფერი არ იცის; გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ გადამწყვეტ მომენტში კალათბურთელი აკლდებათ, სრული შემადგენლობა არ ჰყავთ, ხანდახან იღბალიც
აუცილებელია და ესპანეთთან გოგას დახმარების იმედი აქვს.
ის, რომ შერმადინს ცოტა სათამაშო დრო მისცა, იმით ახსნა, რომ მეტოქის ყველა მოთამაშეს შორიდან სროლა შეუძლია და ამიტომ აირჩია განსხვავებული შემადგენლობა.
შეცდომები მარტო დაცვაში?კალათბურთი სროლის გარეშე გაგიგიათ? ,... ნელა ვათამაშებთ ბურთს, დაცვაში ვერ ვკეტავთ ზონებს ბელგიასთანაც კი, საშინელი სათამაშო დისციპლინა, აუარებელი უაზრო დაკარგვები, ზედმეტი დამღუპველი იმპულსურობა, ფაცა-ფუცი, რა ბიჭების გარდა ზუროსის პასუხიმგებლობა არ იკვეთება? რამე კომბინაცია დამუშავებული გვაქვს?, ჩავარდნილი, თამაშგარეშე დარჩენილი შერმადინი, გოგამ და სანდრომ რამე უნდა მოუხერხონ თავიანთ მინუსებს დიდი კალათბურთი თუ უნდათ ითამაშონ, ზედმეტად ჯარიმდებიან, სანდრო ეფექტის შესაქმნელად არასწორ გადაწყვეტილებებს ღებულობს, როგორც მახსოვს მაგაზე მწვრთნელებიც მიუთითებენ ორივეს....დანარჩენებზე ლაპარაკი არც ღირს.., კიდევ გავმეორდები თამაში სადაც მაკფადენი 20 ქ მეტს ვერ დააგროვებს წავაგებთ, სასწაული არ მოხდა, გული დამეთუთქა, იბრძოლეს ბიჭებმა მაგრამ მეტი არ შეუძლიათ, რატომ, რატომ?! ბელგიასთან თოკოს გარეშეც უნდა მოეგოთ,ისე ამ შედეგს ველოდი...
მაგალითად: ხსენებულმა მსაჯმა არ მოგვცა ჯარიმა შერმადინზე როცა აშკარად დაარღვიეს წესები, ამას შერმოს განრისხება და ტექნიკური ჯარიმა მოყვა. არ მოგვცა ჯარიმა, როცა მაკფადენს კინაღამ ხელი მოაძრეს ბოლო წუთებისკენ. სანდრო მამუკელაშვილს ორჯერ გარბენი დაუფიქსირა და ა.შ. ჩამოთვლილი ფაქტები საკმარისია რომ გუნდს არ მოაგებინო.
ვფიქრობ, ყველაფერს იზამენ, საქართველო რომ ჯგუფში ჩატოვონ, ალბათ მიზეზს ყველა ხვდებით
რა იყო ეს წუხელ? კი ძვირია მაგრამ, 3 თამაში 10.000 ადამიანი ვერ შევაგროვეთ ქვეყანაში? სულ მწვრთნელს და მოთამაშეებს რომ ვაკრიტიკებთ, ჩვენ ქომაგები რას ვაკეთებთ?
ესპანეთთან სულ გაყიდულიაო, მაგრამ მოსაგები თამაში ბელგიასთან იყო!
2019 წელს, როცა საქართველომ გაიმარჯვა ყველას უხაროდა მაგრამ, როგორც ჩანს უმეტესობა ტელევიზორიდან აპირებდა ყურებას.
განა რა ხდება ქვეყანაში სხვა ისეთი მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის, ვიდრე ასეთი მნიშველოვანი კონკურსი.
ფასზე არ დაიწყოთ გთხოვთ. რა თქმა უნდა ფასი დიდი ფაქტორია, მაგრამ 10.000 კაცი? მაგდენ მარტო coldplay-ს ევრო კონცერტებზე წავა ხალხი თბილისიდან ევროპაში ისე, რომ არც ჯიბეზე იწუწუნებს და ფეისბუქზეც "დააშეარებს" ფოტოებს. ასე, რომ ნაკლები "გულზე მჯიღი" და პატრიოტობა სოციალურ ქსელებში და საქმეს მივხედოთ, საქმეს!!!!
ჩვენ კი, მხარ-თეძოზე წამოკოტრიალებულებმა ვუყუროთ ტელევიზორით, თუ როგორ უხარიათ სხვებს და ვაკრიტიკოთ ყველა და ყველაფერი საკუთარი თავების და საქციელების გარდა როგორც "ბედნიერ ერს" შეშვენის.