ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოსა და ბელგიის (76:79) მატჩის ყველაზე ლამაზი მომენტი სანდრო მამუკელაშვილმა შემოგვთავაზა.
ქართველი კალათბურთელის ეფექტურმა ჩატენვამ ინგლისელი კომენტატორი აღაფრთოვანა. მეტიც, რამდენიმე ქართული სიტყვაც "ათქმევინა".
"ღამე მშვიდობისა, თბილისი" - განაცხადა კომენტატორმა.
პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ჩვენს ნაკრებს მეორე ტურში ბელგიაზე გაცილებით ძლიერი, ესპანეთის ნაკრები ეყოლება, თუმცა მათი დამარცხება რომ შესაძლებელია, 4 ივლისს ვნახეთ უკვე. მატჩი ხვალ, 3 სექტემბერსაა ჩანიშნული.