ბითაძე მძიმე დაზიანებას გადაურჩა - ითამაშებს ესპანეთთან?

AutoSharing Option
გოგა ბითაძის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა. ბელგიასთან მატჩიდან ფეხის ტკენის გამო გასულმა ცენტრმა დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და დაზიანება მსუბუქი ხასიათის აღმოჩნდა. ბითაძე დღეს საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშზე იქნება, მაგრამ დაისვენებს და მდგომარეობის განვითარებას დაელოდება. თუ როგორია მისი მდგომარეობა, კომენტარი ეროვნული ნაკრების ექიმმა თემურ ხვედელიძემ და თავად გოგა ბითაძემ გააკეთეს…

რა თქმა უნდა, ხვალ თამაშის შანსს არ გამოვრიცხავთ, თუმცა ვნახავთ მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა როგორ წარიმართება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მისი მდგომარეობა უკეთესია გუშინდელთან შედარებით. კოჭზე შეშუპება არის. ჩემს ასისტენტს,
თორნიკე გოგიჩაიშვილს ​ ექოსკოპიაზე ჰყავდა წაყვანილი.

ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ მედიცინაში საშუალო სიმძიმედ ითვლება. დღეს გოგა გეგმიურად ისედაც ისვენებდა და რა თქმა უნდა, ამ ტრავმის გამო არ ვავარჯიშებთ. გოგა არც ხვალ დილით ივარჯიშებს, შესაბამისად შუადღისას გადაწყდება გოგას თამაშის საკითხი.“

ტრავმის შესახებ გოგა ბითაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატარა შანსის შემთხვევაშიც კი ითამაშებს:„თამაშის შანსებზე საუბარი უფრო ადვილი ხვალ იქნება, დღეს ცოტა მიჭირს სიარული და მოძრაობა, მაგრამ დღევანდელ და ხვალინდელ დღეს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, მივხედავთ ტრავმას და თუ ვიქნები მზად და პატარა შანსიც იქნება, აუცილებლად ვითამაშებ.“

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 19 /
თქვენი არ ვიცი, მარა მე ზუროსის ადგილას გოგას, ბულგარეთ, მონტენეგროსთვის შევინახავდი.
ტტტ
02 სექტემბერი 2022 21:04
0
დასვენება ჯობია მობტენეგრო-ბულგარეთი-ტურქეთიტვის ესპანეთს მოტივაცია ემატება აქ წაგების გამო ამიტო რაც შეიძლება ნაკლები ენერგიის დახარჯვა ჯობია ჯერ ერთი უიღბლობა თან გვსდევს და თან მომდევნო დღესაც თამაში შესვენების გარეშე
ნოდო
02 სექტემბერი 2022 21:00
0
აქამდე გოგას რბილი ხასიათის გამო ვაკრიტიკებდდით.წუხელ კი,სერიოზულად განრაზდა და სიმართლე გითხრათ,ძალიან მომეწონა.თამაშში ისეთი მუხტი შეიტანა,რომ დარჩენილიყო,აუცილებლად გავიმარჯვებდით.არა მგონია ხვალ გარისკვა ღირდეს.დღეს თუ ისევ კოჭლობს,ხვალისათვის მზად ვერ იქნება და მხოლოდ ტრავმას გაიღრმავებს.მიუხედავად ძალიან ბევრი შეცდომისა,მაინც შეგვეძლო გამარჯვება,მსაჯებსაც ბოლომდე რომ არ გავეწირეთ.ალბათ მხოლოდ საქართველოა,საკუთარ მოედანზე მსაჯები რომ შენ წინააღმდეგ მსაჯობენ.
სოსო
02 სექტემბერი 2022 20:59
2
გეთანხმები ფაჩულია გამახსენდა ფარქვეშ რომ ანგრევდა ყველაფერს ასეთი მუხტი ქონდა გოგას რა ჩაჭრები დაცვა ქომდა რამდენი ჯარიმა აკიდა დარბაზში ვუყურებდი ანთებული თვალებით თამაშობდა აუცილებლად მოვიგებდით რომ დარჩენილიყო ნამდვილი ლიდერი იყო
Dito
02 სექტემბერი 2022 21:51
0
კარგია, რომ მსუბუქი ტრამვაა... მაინც აჯობებს ესპანეთთან არ დაიტვირთოს!!!
tngh
02 სექტემბერი 2022 20:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული