ბითაძე მძიმე დაზიანებას გადაურჩა - ითამაშებს ესპანეთთან?

AutoSharing Option
გოგა ბითაძის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა. ბელგიასთან მატჩიდან ფეხის ტკენის გამო გასულმა ცენტრმა დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და დაზიანება მსუბუქი ხასიათის აღმოჩნდა. ბითაძე დღეს საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშზე იქნება, მაგრამ დაისვენებს და მდგომარეობის განვითარებას დაელოდება. თუ როგორია მისი მდგომარეობა, კომენტარი ეროვნული ნაკრების ექიმმა თემურ ხვედელიძემ და თავად გოგა ბითაძემ გააკეთეს…

რა თქმა უნდა, ხვალ თამაშის შანსს არ გამოვრიცხავთ, თუმცა ვნახავთ მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა როგორ წარიმართება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მისი მდგომარეობა უკეთესია გუშინდელთან შედარებით. კოჭზე შეშუპება არის. ჩემს ასისტენტს,
თორნიკე გოგიჩაიშვილს ​ ექოსკოპიაზე ჰყავდა წაყვანილი.

ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ მედიცინაში საშუალო სიმძიმედ ითვლება. დღეს გოგა გეგმიურად ისედაც ისვენებდა და რა თქმა უნდა, ამ ტრავმის გამო არ ვავარჯიშებთ. გოგა არც ხვალ დილით ივარჯიშებს, შესაბამისად შუადღისას გადაწყდება გოგას თამაშის საკითხი.“

ტრავმის შესახებ გოგა ბითაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატარა შანსის შემთხვევაშიც კი ითამაშებს:„თამაშის შანსებზე საუბარი უფრო ადვილი ხვალ იქნება, დღეს ცოტა მიჭირს სიარული და მოძრაობა, მაგრამ დღევანდელ და ხვალინდელ დღეს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, მივხედავთ ტრავმას და თუ ვიქნები მზად და პატარა შანსიც იქნება, აუცილებლად ვითამაშებ.“

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 19 /
შაბი, კვერცხის გული და ნაჭუჭი იდეალურად არჩენს ნაღრძობს.
3
ხომ ვიცით, რომ ესპანეთს ვერ მოვუგებთ. სჯობს ძალები სხვა გუნდებთან გასამარჯვებლად შევინახოთ.
დო მაჟორი
00:57 03-09-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული