დღეს საქართველოს ნაკრები თავის მეორე მატჩს გამართავს ევრობასკეტზე. ჩვენი მეტოქე იქნება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები, რომელსაც საქართველო აქამდე სამჯერ შეხვედრია. პირველად სლოვენიაში, 2013 წლის ევრობასკეტზე, როცა იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა საქართველომ 59:83 დათმო შეხვედრა ვარსკვლავებით გადაჭედილ ესპანელებთან.
შემდეგ ჯერზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ჯგუფში შეხვდნენ. პირველი მატჩი ესპანეთში გაიმართა და ესპანელების დამაჯერებელი გამარჯვებით – 89:61 დასრულდა. მეორე წრის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანელებს თბილისი არენაზე უმასპინძლა და საამაყო გამარჯვება მოიპოვა – 82:76. მატჩი ქართველებმა დამატებით
დროში მოიგეს.
ესპანეთის ნაკრები ახლა ორმაგად ძლიერია. სერჟიო სკორიოლოს გუნდს ნბასა და ევროლიგის მოთამაშეები დაემატნენ – ლორენსო ბრაუნი, რუდი ფერნანდესი, ვილი ერნანგომესი, უსმან გარუბა და ხუან ერნანგომესი. ესპანეთმა მიმდინარე ევრობასკეტის პირველ ტურში ბულგარეთს ძალიან იოლად – 114:87 მოუგო, საქართველო კი მოგეხსენებათ დამატებით დროში ბელგიასთან 76:79 დამარცხდა.
რაც შეეხება გოგა ბითაძეს, მისი სტატუსი გაურკვეველია და თამაშის წინ გადაწყდება, ითამაშებს თუ არა.
მომავალი მატჩის მონაწილე გუნდების მწვრთნელებმა ეს კომენტარი გააკეთეს:
ილიას ზუროსი: “წინ კიდევ 4 მატჩია. მომდევნო ორ შეხვედრას ვატარებთ ნაკრებებთან, რომლებსაც მედლებისთვის ბრძოლა შეუძლიათ, ბოლო ორ მატჩში კი ვთამაშობთ მეტოქეებთან, რომლებთანაც, თუ გასვლა გვინდა, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. შემიძლია ვთქვა, რომ არაფერს დავთმობთ! იმედია, რომ მომდევნო მატჩში გოგაც იქნება და ტრიბუნებზეც ისეთივე საოცარი ატმოსფერო იქნება, როგორც – ბელგიასთან”.
სერჯო სკარიოლო: “რთული თამაში გველის ფიზიკურად ძლიერ მეტოქესთან, რომელსაც დიდი აუდიტორიის მხარდაჭერა ექნება და ეს ბელგიასთან მატჩშიც გამოჩნდა. ქართველ კალათბურთელებს პირველ შეხვედრაში ფეხი დაუცდათ და ახლა სიკვდილზეც წავლენ, რათა შეცდომა ჩვენთან გამოასწორონ. ესპანეთის ნაკრების ამისთვის მზად უნდა იყოს”.
საქართველოსა და ესპანეთის მატჩი თბილისი არენაზე დღეს 21:00 საათიდან დაიწყება.

GBF.GE