ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებთან მატჩისას მომხდარ ინციდენტზე კომენტარი თურქეთის ეროვნული გუნდის მოთამაშემ, ფურკან კორკმაზმა გააკეთა.
"თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი ნახეთ იმისა, რაც მოხდა. მე და სანაძე ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით და მან შეურაცხყოფა მომაყენა. ამის უფლებას არავის არ მივცემ. თამაშისას ასეთი რაღაცები ხდება, ეს მისი ნაწილია, რაღაცას ამბობ და პასუხობ, მაგრამ რაც მან მითხრა, ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდი. რეაგირება მქონდა, როგორც ადამიანს, მოთამაშესა და მამაკაცს.
გვირაბში გასახდელისაკენ ჩვენი სტაფის წევრთან ერთად მივდიოდი. სამი ქართველი კალათბურთელი ორ პოლიციელთან ერთად დავინახე, რომლებიც ჩვენკენ მორბოდნენ.
ერთმანეთს მუშტები ვურტყით. ეს ქუჩის ჩხუბს ჰგავდა, არც გვილაპარაკია. როგორც მამაკაცები, ჩვენ თავდაცვას ვცდილობდით. ვფიქრობ, ეს უსაფრთხოების სამსახურის პრობლემაა. არ ვიცი, შეიძლება ისინი თავიანთი მოთამაშეების მიმართ ლოიალურები იყვნენ. ჩვენ გვესმის, რომ ისინი სახლში არიან, თუმცა ეს დაუშვებელია".