"ასეთი დონის მოთამაშეებისგან ამგვარ საქციელს არ ველოდი" - ერგინ ატამანის ვრცელი კომენტარი გუშინდელ მატჩზე

AutoSharing Option
2022 წლის ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (88:83) ერგინ ატამანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

თურქეთის ნაკრების თავკაცმა გუშინ მომხდარი სკანდალური მატჩის ყველა ეპიზოდი დეტალურად განიხილა და ვრცლად ისაუბრა.

"ევრობასკეტი ევროპაში ყველაზე დიდი ტურნირია. რაც მოედანზე და გასახდელში მოხდა, უდავოდ დიდი სკანდალია. ფურკან კორკმაზი გაძევების შემდეგ ჩვენი სტაფის რამდენიმე წევრთან ერთად გასახდელისკენ წავიდა. როგორც მითხრეს, სამი ქართველი მოთამაშე: თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და დუდა სანაძე, ფურკანს თავს დაესხა, მათ შორის, ჩვენი სტაფის წარმომადგენელსაც. როდესაც გასახდელში შევედი, დავინახე, თუ როგორ იცავდნენ
ჩვენი წარმომადგენლები კორკმაზს და გარეთ გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.

რაც აქ ვიმყოფებით, ყოველდღე რაღაც სკანდალური ხდება, განსაკუთრებით, პირველი ორი დღე. ვარჯიშისკენ მიმავალ გზაზე 45 წუთის განმავლობაში საცობში ვიდექით, სპორტსმენებს სასტუმროში სპეციალური კვება არ აქვთ, ამაზე თვალს ვხუჭავთ, მაგრამ ფიბამ მოთამაშეები უნდა დაიცვას.

თამაშის დასრულების შემდეგ კალათბურთელები გასახდელისკენ მიდიოდნენ, ადგილობრივი პოლიციელები მათზე თავდასხმას შეეცადნენ. შეურაცხყოფა მიაყენეს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსაც. ეს ყველაფერი წარმოუდგენელია.

ეს ყველაფრის პირველი ნაწილია. რაც შეეხება მეორე საკითხს - 22 წამი უბრალოდ გააქრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საჩივარი ოფიციალურად შევიტანეთ, რადგან კალათბურთში ამხელა დრო მნიშვნელოვანია. ველით ფიბას პასუხს, გააუქმონ თამაში ან 4.5 წუთიდან შეხვედრა გაგრძელდეს. თუ ეს ასე არ მოხდა, უბრალოდ გამაოგნებელი იქნება.

ჩვენ აქ ჩამოვედით კალათბურთისგან სიამოვნების მისაღებად და არა საომრად. ასევე უცნაურია, მსგავს ქმედებას სჩადიოდნენ ისეთი სახელოვანი მოთამაშეები, როგორებიც თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე არიან. ეს დიდი სიურპრიზი იყო.

ტურნირის დატოვებაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, გამოსვლას უბრალოდ ვერ შევძლებთ. მსგავსი პრობლემები მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს, ვესაუბრე მონტენეგროს სამწვრთნელო შტაბსა და სერჯიო სკარიოლოს. თუ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულად დაცული არ იქნება, ვიფიქრებთ ევრობასკეტის დატოვებაზე.

alt"გასახდელში თავს 5 ადამიანი დაგვესხა" - კორკმაზის განცხადება



მკითხველის კომენტარები / 34 /
წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა, მაგრმ რაც თურქეთში და რუსეთში მოგზაურობისას თავს გადამხდომია ორივე ბარბაროსების ქვეყანაა, მძულს როგორც მტერი და ნებიმიერს ვუგუშემატკივრებ მათ წინააღმდეგ!
ავიმუსაიფი
03:21 18-12-2022
0
თავის პირით ამბობს გარეთ იქაჩებოდა გასახდელიდან გამოსასვლელად და საჩხუბრად და სტაფის წევრები ძლივს აკავებდნენ და არ უშვებდნენო, ჯერ დარბაზში იქაჩებუდა ეგ ხულიგანი საჩხუბრად და იქ რას იზამდა :)
ნიკოლოზი
23:13 07-09-2022
0

სიახლეები პოპულარული