"მიყვიროდა, რომ გასახდელში მნახავდა" - დუდა სანაძის კომენტარი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ თურქეთთან გამართული მატჩის შემდეგ (88:83) მედიასთან კომენტარი გააკეთა.

სანაძემ კორკმაზთან დაპირისპირირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტი არ უნდა მომხარიყო.

"გეტყვით, რომ ამ რეაქციამ ძალიან გამაოცა, მალევე კი ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ის ყვიროდა, რომ გასახდელში მნახავდა. ეს ძალიან ცუდი ინციდენტი იყო. ჩვენ მეგობარი ქვეყნები ვართ და ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო, თუმცა იმ მომენტში ემოციები დუღდა".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ხვალ, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 26 /
ქართველები რატომ არ ითხოვენ ჩანაწერების გამოქვეყნებას?

გამოაქვეყნონ დროის ეგ მონაკვეთი და დასრულდება ყველაფერი.
გამართლება არ აქვს მოედნის გარეთ ჩხუბს, რაც არ უნდა ეთქვა მოწინააღმდეგეს.
0
ჩვენი მეგობრები, მე-გობ-არი ანუ ვისთან ერთადაც, ერთ გობში ერთად ვჭამთ . ასე ხომ გოჭებიც იქცევიან ერთად თხვლიფავენ სალაფავს გობიდან , მერე დასუქებულებს ერთად წაასხავენ თონეში შესაწვავად,ჩვენ კი არც თურქეთი და არც რუსეთი არ მიგვიშვებს თავიანთ გობთან და, ასე ვიღრჩობით ერთმანეთის შურით გაუტანლობით, სამშობლო კი მართლა ის გობი გვგონია საიდანაც რაც შეიძლება მეტი სალაფავი უნდა თქვლიფო ამფსონებთან ერთად ... მერე ყველას ერთად გვეტირება დედა და დააბრალეთ მერე მტერს....
ბაბაია
23:35 05-09-2022
3

სიახლეები პოპულარული